
ბრძანება N 65/2
2025 წლის 01 მაისი ქ. თბილისი
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუქნტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. 2025 წლის 5 მაისიდან გამოცხადდეს არჩევნები უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევად.
2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სამეცნიერო ხარისხი;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
დ) სახელმწიფო (ქართული) ენის ცოდნა;
ე) ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური ენის ცოდნა B2 დონეზე. თანაბარი გამოცდილებისა და უნარების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატს;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ზ) დამატებით მოთხოვნები:
- კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები;
- დროის მართვის, შეზღუდულ დროში და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები.
3. არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა აკადემიურ საბჭოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, უცხო ენის სერტიფიკატი, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამოქმედო პროგრამა.
4. კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2025 წლის 21 მაისიდან და გაგრძელდეს 2025 წლის 31 მაისის ჩათვლით, მისამართზე: შოთა რუსთაველის გამზ. № 19 ან/და ელ. ფოსტის info@tafu.edu.ge მეშვეობით.
5. არჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინება წარმომადგენლობით საბჭოს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.
საფუძველი: 29.04.2025 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის
№ 5 დადგენილება
გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი