სიახლე

ბრძანება N 98/2 სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ბრძანება N 98/2

2025 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი

სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობის  დასაკავებლად გამოცხადდეს  კონკურსი:

    აუდიო-ვიზუალური ხელოვნება

   უფროსი მეცნიერი თანამშრომელი    1  ს. ე.

2. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობის  დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 17 ივნისიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 17 ივლისიდან და გაგრძელდეს 2025 წლის 26 ივლისის ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

7. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/.

8.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

                                                  საფუძველი: 17.06.2025 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის

                                                                           № 8  დადგენილება

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

Back to list