2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობით დრამის ფაკულტეტის ,,დრამისა და კინოს მსახიობის“ სპეციალობაზე გადმოსვლის მსურველი სტუდენტებისთვის ივლისში ცხადდება მიღება ერთთვიან მოსამზადებელ სასწავლო პროგრამაზე!
სწავლა დაიწყება 1 ივლისს და დასრულდება თვის ბოლოს.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ მობრძანდეთ 30 ივნისს 13:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში (სასწავლო ცენტრში).
მის.: დავით აღმაშენებლის გამზირი # 40 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 577947047