ეტიუდების ფესტივალი, სიახლე

ეტიუდების რიგით XIV სტუდენტური ფესტივალის – „არლეკინი“ – გამარჯვებულები

2024 წელს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ეტიუდების რიგით XIV სტუდენტური ფესტივალი „არლეკინი“ გაიმართა, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა: ეტიუდების შესარჩევი ტური – 23 მარტს და ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი  – 27 მარტს.

აღსანიშნავია, რომ „ეტიუდების სტუდენტურ ფესტივალს“, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ყოველწლიურად, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება.

საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი თეატრალური სკოლების სარეჟისორო და სამსახიობო სპეციალობების სტუდენტებს და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

ფესტივალი მხოლოდ ეტიუდების წარმოდგენით არ შემოიფარგლება და მონაწილეებს პროფესიონალ ხელოვანებთან სამუშაო შეხვედრებს, მასტერკლასებსა თუ საჩვენებელ გაკვეთილებს სთავაზობს და თავიანთ სპეციალობაში ცოდნისა და უნარების გამდიდრების შესაძლებლობას  აძლევს.

ეტიუდების შესარჩევი ტური 23 მარტს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დრამის ფაკულტეტის სარეჟისო და სამსახიობო სპეციალობის I და II კურსის სტუდენტებმა. ქართულ სექციაში გამარჯვებულებმა, 27 მარტს გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.

ეროვნული ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ:

გიორგი მარგველაშვილი (ჟიურის თავმჯდომარე) – რეჟისორი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

თეკლა ჯავახაძე – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი, ქასთინგ-მენეჯერი;

კონსტანტინე როინიშვილი –  რეჟისორი, თეატრისა და კინოს მსახიობი;

ნიკოლოზ გაბელია – მსახიობი

თათა პოპიაშვილი – რეჟისორი

გიორგი ქლაინი – რეჟისორი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი;

ანა სულამანიძე – თეატრმცოდნე, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტი;

ნინა შონია – მსახიობი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტი.

ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულები გამოვლინდნენ ექვს ნომინაციაში:

• გრან-პრი – „თევზაობა“ – გიორგი ლომიძე

• საუკეთესო ეტიუდი – „Keep Smiling“ – თეიმურაზ დვალი

• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ეტიუდი „კოშმარი“- ნიკა ჭკადუა

• საუკეთესო მსახიობი ქალი – ეტიუდი „ნიღაბი“ – დიანა ჯიჯავაძე

• სტუდენტური ჟიურის რჩეული – „ქურდები“

• ყველაზე ჰუმანური ეტიუდი – „სარეცხი“

25 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თეატრალური ეტიუდების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „არლეკინი” გაიხსნა რეჟისორების თათა თავდიშვილისა და ტატო გელიაშვილის სპექტაკლით „ლისისტრატა’ (არისტოფანეს პიესა).

ეტიუდების საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე მოწვეულები იყვნენ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი თეატრალური უმაღლესი სკოლების რექტორები, პედაგოგები და სტუდენტები:

  • კონსტანტინოს არვანიტაკისი – ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლის დირექტორი (საბერძნეთი);
  • იორამ ლოვენშტაინი – იორამ ლოვენშტაინის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლის გენერალური დირექტორი, დამფუძნებელი (ისრაელი);
  • ჯეირან მაჰმუდოვა – აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
  • პიოტრ სევერინსკი – ლოძის კინოსკოლის სამსახიობო დეპარტამენტის დეკანი (პოლონეთი);
  • მიგლე ბერეიკაიტე – ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის დრამის ფაკულტეტის დეკანი (ლიეტუვა);
  • გიორგოს ზამპოულაკისი – ათენის  კონსერვატორიის დრამის სკოლის პროფესორი, რეჟისორი (საბერძნეთი);
  • ნოფალ ვალიევი – აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის უფროსი პედაგოგი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, რეჟისორი (აზერბაიჯანი);
  • გუოიუ ვუ (სირილ) – პეკინის დრამის ცენტრალური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მენეჯერი (ჩინეთი);
  • ვალენტინას მასალსკისი – ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის დრამის ფაკულტეტის პროფესორი, ლიეტუვის ეროვნული პრემიის მფლობელი (ლიეტუვა);
  • მარჩინ ბრჟოჟოვსკი – ლოძის კინოსკოლის სამსახიობო დეპარტამენტის დეკანის მოადგილე (პოლონეთი);
  • ვალიდა მამადოვა – აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი (აზერბაიჯანი).

27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ეტიუდების საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნა 10 ეტიუდი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 9 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, ლიეტუვა, პოლონეთი, ჩინეთი) სარეჟისორო და სამსახიობო სპეციალობების სტუდენტებმა შემდეგი თეატრალური სკოლებიდან:

  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სომხეთის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი;
  • აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლა, საბერძნეთი;
  • თეატრისა და კინო ხელონების უნივერსიტეტი, უნგრეთი;
  • საშემსრულებლო ხელოვნების სტუდია, ისრაელი;
  • ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემია, კლაიპედას დრამის ფაკულტეტი;
  • ლოძის კინოს, ტელევიზიისა და თეატრის ეროვნული სკოლის დრამის დეპარტამენტი, პოლონეთი;
  • დრამის ცენტრალური აკადემია, ჩინეთი;

საერთაშორისო საფესტივალო ეტიუდები შეაფასა პროფესიულმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ:

  • კონსტანტინოს არვანიტაკისი – ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლის დირექტორი, საბერძნეთი;
  • პიოტრ სევერინსკი – ლოძის კინოს, ტელევიზიისა და თეატრის ეროვნული სკოლის დრამის დეპარტამენტის დეკანი, პოლონეთი;
  • იორამ ლოვენშტაინი – საშემსრულებლო ხელოვნების სტუდიის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, ისრაელი;
  • ნოფალ ვალიევი – აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის უფროსი პედაგოგი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, რეჟისორი (აზერბაიჯანი);
  • ავთანდილ ვარსიმაშვილი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრისა და თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველო.

ეტიუდების საერთაშორისო XIV სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებულები არიან:

  • გრან-პრი – „საერთო წნეხი“, ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, უნგრეთი;
  • საუკეთესო ეტიუდი – „ანტიგონე“, ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლა, საბერძნეთი;
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – გოდა დამბრაუსკაიტე, ლიეტუვას მუსიკისა და დრამის აკადემია, კლაიპედას დრამის ფაკულტეტი;
  • საუკეთესო მსახიობი კაცი – ნიკა ჭკადუა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სტუდენტურმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ რეჟისორი გიორგი ქლაინი, თეატრმცოდნე ანა სულამანიძე და მსახიობი ნინა შონია, ტრადიციულად გამოავლინა ფავორიტი ეტიუდები:

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა:

  • 26 მარტს – საზეიმო მიღება ფესტივალზე მოწვეული სტუმრებისთვის ხელოვნების სასახლეში, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს რვა ქვეყნის რვა უმაღლესი თეატრალური სკოლის რექტორს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, მსოფლიოს უმაღლესი თეატრალური სკოლების რექტორები, რეჟისორები და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ფესტივალის მონაწილე ქვეყნების თეატრალური სკოლების რექტორების მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის მიზანია თეატრალური ხელოვნების განვითარება და ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის გააქტიურება. დეკლარაცია ეფუძნება კეთილ ნებას და არცერთ მხარეს არ აკისრებს ფინანსურ ვალდებულებას;

ფესტივალის სტუმრებისთვის, საჩვენებელი გაკვეთილები ჩატარეს უნივერსიტეტის პედაგოგმა, რეჟისორმა თიკო ქათამაშვილმა, დოქტორანტმა რეჟისორმა თათა თავდიშვილმა, მეტყველების პედაგოგმა მარიამ კობახიძემ და ქორეოგრაფმა ლაშა მძინარაშვილმა; თოჯინების თეატრში ჩატარდა რეპეტიცია-მასტერკლასი;

  • 28 მარტს, ბოლო საფესტივალო დღეს – ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლის პროფესორის, რეჟისორ გიორგოს ზამპოულაკისის სამუშაო შეხვედრა, რის შემდეგაც ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის დრამის ფაკულტეტის პროფესორის, ლიეტუვის ეროვნული პრემიის ლაურეატის, ვალენტინას მასალსკისის, მასტერკლასი ჩატარდა.

ეტიუდების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის მხარდამჭერები:

  • საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
  • ქალაქ თბილისის მერია;
  • საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება;
  • თოჯინების სახლი;
  • საქართველოს ხელოვნების სასახლე.

კომპანიები: ბეკო, ლეპერტი, სარაჯიშვილი, ისი პარი, კოსმო, შავდია, რედიქსი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, იბის თბილისი სტადიუმ, უვრა.

Back to list