საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის სამსახური შეიქმნა 2007 წ. ცალკე ერთეულად შეიქმნა დოქტორანტურის სამსახური. შემდგომში ორივე სამსახური გაერთიანდა ერთ საუნივერსიტეტო სტრუქტურად,
პირველი მიღება მაგისტრატურაში განხორციელდა 2007 წ. დოქტორანტურაში კი 2008 წელს.
ხვადასხვა დროს სამაგისტრო ჯგუფებს ხელმძღვანელობდა: დრამის მიმართულებით – რობერტ სტურუა, გიორგი მარგველაშვილი, თემურ ჩხეიძე, შალვა გაწერელია, გიზო ჟორდანია; კინოს მიმართულებით – ალექსანდრე რეხვიაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლომერ ახვლედიანი; ფოლკლორის მიმართულებით – გომარ სიხარულიძე, ქორეოგრაფიის მიმართულებით – უჩა დვალიშვილი.
პირველი დისერტაცია დაცული იქნა 2011 წელს.
2012 წლიდან შეიქმნა მაგისტრატურის და დოქტორანტურის დეპარტამენტი.
2018 წლიდან შეიქმნა სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ადმინისტრირებას.
მაგისტრატურაში სწავლა ორწლიანია, სწავლის საფასური წელიწადში შეადგენს – 2250 ლარს. დოქტორანტურაში სწავლა სამწლიანია, სწავლის საფასური წელიწადში შეადგენს -1000 ლარს.