ჩვენს შესახებ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის სამსახური შეიქმნა 2007 წ. ცალკე ერთეულად შეიქმნა დოქტორანტურის სამსახური. შემდგომში ორივე სამსახური გაერთიანდა ერთ საუნივერსიტეტო სტრუქტურად, რომელიც ფაკულტეტებთან კორდინაციის შედეგად ახორციელებს მიღებას მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში და ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს.

პირველი მიღება მაგისტრატურაში განხორციელდა 2007 წ. დოქტორანტურაში კი 2008 წელს.

2012 წლიდან არის მაგისტრატურის და დოქტორანტურის დეპარტამენტი.

სხვადასხვა დროს სამაგისტრო ჯგუფებს ხელმძღვანელობდა: დრამის მიმართულებით – რობერტ სტურუა, გიორგი მარგველაშვილი, თემურ ჩხეიძე, შალვა გაწერელია, გიზო ჟორდანია; კინოს მიმართულებით – ალექსანდრე რეხვიაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლომერ ახვლედიანი; ფოლკლორის მიმართულებით – გომარ სიხარულიძე, ქორეოგრაფიის მიმართულებით – უჩა დვალიშვილი.

2018 წლის 3 იანვარს შეიქმნა სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, რომლის მიზანია სასწავლო პროცესის მართვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ხელმძღვანელობა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამილა ქამუშაძე

მოადგილე: თეა დოლიძე

მთავარი სპეციალისტი: ფატი ბრეგვაძე

მთავარი სპეციალისტი: ეკატერინე მერმანიშვილი