სამეცნიერო მუშაობა

სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მისიის  შესაბამისად დაუკავშირდება ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებების კვლევით საქმიანობას .

ფაკულტეტზე არის შემდეგი სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებები:

  • თეატროლოგია
  • კინომცოდნეობა
  • ხელოვნებათმცოდნეობა
  • ქორეოლოგიის
  • მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევების მიმართულება
  • ხელოვნების მენეჯმენტი
  • კუტურული ტურიზმი

ფაკულტეტის მიმართულებები ანხორციელებენ ფუნდამენტურ კვლევებს სახელოვნებო მეცნიერებების დარგებში, მედიისა და სხვა აღნიშნული მიმართულებებით. მათ წვლილი შეაქვთ მეცნიერულ და კულტურულ განვითარებაში ეროვნულ და ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო დონეზე.

ფაკულტეტისა და მიმართულებებს აქვთ საკუთარი კვლევითი საქმიანობის ჩამოყალიბებული ხედვა და ყოველწლური სამეცნიერო სამუშაო გეგმა. მათ საქმიანობაში  დაგეგმილია კომპლექსური კვლევითი აქტივობები, რომლებიც რიგ შემთხვევბში სხვა დაწესებულებებთან (მუზეუმი, თეატრი, კინოცენტრები, მედიასივრცე და ა.შ.) თანამშრომლობით განხორციელდება. აღნიშნულის პარალელურად, ისევ პრობლემად რჩება ქართულენოვანი სახელმძღვანელოების დეფიციტი და მიმართულებების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა  მუშაობის გაგრძელება ამ მხრივ.

კვლევითი საქმიანობის შედეგების წარდგენის ხელშეწყობის მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველწლიურ ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციას. მას საფუძველი ჩაეყარა 2008 წელს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, პროფესორ ნატო გენგიურის ინიციატივით. 2020 წელიდან სამეცნიერო კონფერეციამ მიიღო საერთაშორისო სტატუსი. კონფერენციაზე გამოცდილ მკვლევართა გარდა, წახალისებულია ახალგაზრდა მკვლევრების და დოქტორანტების მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს მეცნიერებაში ახალგაზრდა თაობის ჩართვის საქმეს. კონფერენციის მოხსენებების საფუძველზე მომზადებული სტატიები ყოველწლიურად ბეჭდურად და ელექტრონულად გამოიცემა სრულად ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად, „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულში“.

ნიშანდობლივია, რომ საბაკალავრო და სამოგისტრო საფეხურის სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარებისთვის უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება სტუდენტური კონფერენცია. მაგისტრატურის და დოქტორანტურის აკადემიური საფეხურების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას უძღვება ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელები თავიდანვე ჩართულნი არიან დოქტორანტის კვლევით საქმიანობაში, როგორც დისერტაციის პროექტის წერისას ისე შემდგომ კვლევის ყველა ეტაპზე.დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელები ეხმარებიან მათ, როგორც კვლევითი ხასიათის საკითხებთან დაკავშირებით, ისე პროექტების შექმნაში კვლევისთვის დამატებითი თანხების მოსაძიებლად (რუსთაველის ფონდის სადოქტორო გრანტები), უცხოელ პროფესორებთან დაკავშირებაში და სხვა.

ბმულები: