- მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურა – 2 ადგილი
- ანიმაციური კინოს რეჟისურა და თანამედროვე ტექნოლოგიები – 2 ადგილი
- კინო–ტელე ოპერატორი – 3 ადგილი
კინო-ტელე ფაკულტეტზე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური).
შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge, სადაც განთავსდება
მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი.
პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 15 აგვისტოს 12:00 საათიდან და დასრულდება 26 აგვისტოს 18:00 საათზე!
- მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალზე დასარეგისტრირებლად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური 40 ლარი ერთი კონკრეტული სპეციალობისთვის, ხოლო ერთზე მეტი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, თითოეულზე დამატებით იხდის 10 ლარს.
- თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).
- თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.
- სტუდენტმა უნდა ატვირთოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
- შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ აღნიშნულ ვადებში –15 აგვისტოდან 26 აგვისტოს 18:00 საათამდე.
შემოქმედებითი კონკურსის ჩატარების განრიგი:
მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურა – 2, 3 სექტემბერი, 10:00სთ
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
ანიმაციური კინოს რეჟისურა და თანამედროვე ტექნოლოგიები – 30 აგვისტო, 10:00სთ
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
კინო-ტელე ოპერატორი – 31 აგვისტო, 11:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
4 სექტემბერს სრულად გამოქვეყნდება შემოქმედებითი კონკურსის/ტურების შედეგები და გადაიგზავნება მართვის სისტემაში.
შემოქმედებითი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ აუცილებელია სტუდენტის დარეგისტრირება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge), 2024 წლის 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობის შედეგების ნახვა (ინფორმაცია გადმოსვლის უფლების მოპოვების შესახებ) შესაძლებელი იქნება 12 სექტემბერს.
გადმოსვლის უფლების მოპოვების შემდეგ, 12 – 13 სექტემბერს სტუდენტმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობა;
- სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;
- ჩარიცხვის ბრძანება;
- სასწავლო ბარათი: სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები – შეფასებისა და კრედიტების მითითებით;
- ფოტო 3×4;
- ატესტატის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ვაჟებისთვის – მიწერის მოწმობა / ასლი.
13 – 14 სექტემბერს სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
მობილობის შემოქმედებითი კონკურსის/ტურების მოთხოვნები
მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურის
სპეციალობაზე
მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს:
I ეტაპი – წერითი გამოცდა და II ეტაპი – გასაუბრება.
გამოცდამდე სასურველია მობილობის მსურველმა სტუდენტმა წარმოადგინოს პორტფოლიო, რომელიც წარმოაჩენს სტუდენტის მხატვრულ აზროვნებას და შემოქმედებით უნარებს. პორტფოლიოში შეიძლება გაერთიანდეს სხვადასხვა ნამუშევრები: მოთხრობა, სცენარი, ლიტერატურული ჩანახატი, ფოტო, ვიდეო ნამუშევარი, შემოქმედებითი იდეა და სხვა აქტივობები.
I ეტაპი –წერით გამოცდაზე კომისიის მიერ შეთავაზებული სამი თემიდან სტუდენტი ირჩევს მისთვის საინტერესო ერთ თემას და ქმნის ამბავს, ისტორიას, რომელშიც წარმოჩინდება მისი უნარი გაანალიზოს რეალური გარემო, გამოყოს მნიშვნელოვანი პრობლემები, გმირთა ტიპები, შექმნას წარმოსახვითი გარემო, მხატვრული სახე. სტუდენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.
II ეტაპი –წარმოაჩენს სტუდენტის ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოს ისტორიაში. აგრეთვე მომიჯნავე ხელოვნების დარგებში (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ლიტერატურა) გასაუბრება და პრაქტიკული დავალება გამოავლენს ანალიზის, დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვის, ფანტაზიის, ასოციაციური აზროვნების უნარს, ინტერესების სფეროს, მოტივაციას.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
ანიმაციური კინოს რეჟისურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების
სპეციალობაზე
ანიმაციური კინოს რეჟისურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს:
I ეტაპი – წერითი გამოცდა და II ეტაპი – გასაუბრება.
მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს მოკლე ავტობიოგრაფია თანდართული მოტივაციით, თუ რატომ ირჩევს ამ პროფესიას; ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების უნარს. ეს შეიძლება იყოს მოთხრობა, სცენარი, ნებისმიერი ჟანრის გრაფიკული, ფერწერული ან პლასტიკური ნამუშევარი, ანიმაციაში შექმნილი პატარა ნამუშევარი, ლიტერატურული ჩანახატი, შემოქმედებითი იდეები, ფოტოები და სხვა.
I ეტაპი – სამი შეთავაზებული თემიდან სტუდენტი ირჩევს მისთვის საინტერესო ერთ თემას და ქმნის ამბავს, ისტორიას, რომელშიც ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად დაგროვილი მასალის საფუძველზე გამოჩნდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი. სტუდენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.
II ეტაპი – მობილობით გადმომსვლელმა სტუდენტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოაჩინოს: ზოგადი ინტელექტუალური და განათლების დონე კინოსა და სახვით ხელოვნებაში, ინტერესთა სფერო, ანალიზისა და შემოქმედებითი ფანტაზიის უნარი, მოტივაცია. სტუდენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ასოციაციური აზროვნების უნარების გამოსამჟღავნებლად; სტუდენტმა უნდა შეძლოს სიუჟეტის მოფიქრება ან ამბის შეთხზვა შეთავაზებულ თემაზე (სიტუაციის წარმოდგენა-აღწერა; შეთავაზებული თემის, ფერწერული ტილოს ან ფოტოს მიხედვით ამბის აგება (სავარაუდო ხმოვანების წარმოსახვით), მოვლენის განვითარების აღწერა და გადმოცემა).
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
კინო-ტელე ოპერატორის
სპეციალობაზე
კინო-ტელე ოპერატორის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს:
I ეტაპი – პრაქტიკული დავალების ტური და II ეტაპი – გასაუბრება.
მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს თავისი გადაღებული 10 ფოტოსურათი (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი) კომპაქტ დისკზე (CD) ან მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი.
I ეტაპი – პრაქტიკული დავალება (სასურველია შესრულდეს საკუთარი აპარატურით).
რეპორტაჟის გადაღება კომისიის მიერ მითითებული ადგილიდან 10 ფოტო; 5 ფერადი ფოტოპორტრეტი პავილიონში ერთი სინათლის წყაროს გამოყენებით შავ ფონზე. ფოტონამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს დამუშავების გარეშე კომპაქტ დისკზე (CD) ან მეხსიერების ბარათზე Jpg ფორმატში ჩაწერილი.
II ეტაპი –გასაუბრება – მობილობით გადმომსვლელ სტუდენტს ევალება საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია – დაცვა. სტუდენტმა უნდა იცოდეს: გეომეტრიული ოპტიკისა და სინათლის გავრცელების კანონები (სასკოლო პროგრამის ფარგლებში). სტუდენტი წარმოაჩენს ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოხელოვნებისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სხვა სტუდენტების თანდასწრებით.
გისურვებთ წარმატებას!