- თეატროლოგია – 2 ადგილი
- კინომცოდნეობა – 2 ადგილი
- ხელოვნებათმცოდნეობა (ხელოვნების ისტორია და თეორია) – 2 ადგილი
- მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა) – 2 ადგილი
- კულტურული ტურიზმი – 8 ადგილი
გარე მობილობა
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge).
სტუდენტთა რეგისტრაციის ვადაა 2024 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათიდან 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სსიპ – განათლების მართვის საინფომრაციო სისტემაში მობილობის შედეგების ნახვა (ინფორმაცია გადმოსვლის უფლების მოპოვების შესახებ) შესაძლებელი იქნება 12 სექტემბერს.
გადმოსვლის უფლების მოპოვების შემდეგ 12-13 სექტემბერს, სტუდენტმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობა;
- სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;
- ჩარიცხვის ბრძანება;
- სასწავლო ბარათი: სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები – შეფასებისა და კრედიტების მითითებით;
- ფოტო 3×4;
- ატესტატის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ვაჟებისთვის – მიწერის მოწმობა / ასლი.
13 – 14 სექტემბერს სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
გისურვებთ წარმატებას!