საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი, აცხადებს საბუთების მიღებას 2024/25 სასწავლო წლისათვის ფასიან მოსამზადებელ პროგრამებზე
- ტელერეჟისორი
- კინო-ტელე ოპერატორი
- ხმის რეჟისორი
საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში 2024 წლის 16 სექტემბრიდან ყოველდღე, 12 საათიდან 16 საათამდე შაბათ-კვირის გარდა.
სწავლა დაიწყება 1 ნოემბრიდან.
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 40, ოთახი 207
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
განცხადება შეივსება ადგილზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით
551 170 565