
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბრძანება N 240/2
2024 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება
1. ასოცირებული პროფესორი - 1 ს. ე.
2. ასისტენტ-პროფესორი - 1 ს. ე.
თეატროლოგიის მიმართულება
1. ასოცირებული პროფესორი (თეატრის კრიტიკა და თეორია) - 1 ს. ე.
2. ასოცირებული პროფესორი (ქართული თეატრის ისტორია) - 1 ს. ე.
2. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს კადრების და კანცელარიის სამსახურის კადრების მიმართულების კოორდინატორი თამარ ბასიაშვილი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 25 დეკემბრიდან.
4. კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2025 წლის 27 იანვრიდან და გაგრძელდეს 2025 წლის 05 თებერვლის ჩათვლით.
5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.
საფუძველი: 24.12.2024 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის
№ 25 დადგენილება
გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი