დოქტორანტურა – სილაბუსების ანოტაციები

მსოფლიო თეატრის ისტორიის საგნის დადგენის პრინციპები და ისტორიული პერიოდიზაციის საკითხები

აღნიშნული სემინარი მიზნად ისახავს დოქტორანტების მომზადებას მსოფლიო თეატრის ისტორიის თანმიმდევრული, გააზრებული და კარგად გაცნობიერებული კვლევისათვის. ის აცნობს დოქტორანტებს თეატრის სამეცნირო ისტორიის განვითარების ეტაპებს, თეატრის ისტორიის საგნის განსაზღვრის, მისი ისტორიული კვლევის ფორმების სამეცნიერო გამოცდილებას. ფაქტობრივად, სემინარი თეატრის ისტორიის კონცეპტუალურად დანახულ ისტორიას წარუდგენს მკვლევარებს. აჩვენებს თეატრის ისტორიული კვლევის ფორმების კავშირს ისტორიის ფილოსოფიის, კულტურული ანთროპლოგიის, მითო-რიტუალური თეორიების განვითარებასთან. აცნობს მათ ისტორიის ხედვის ლინეარულ, პროგრესისტულ და ციკლურ კონცეფციებს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თეატრის ისტორიის კვლევის მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური პრინციპები. ასევე, თეატრის ისტორიის კვლევის დასავლურსა და გლობალისტურ – მულტიცენტრულ მიდგომებს. ეს ყოველივე ემსახურება დოქტორანტებისათვის თეატრის ისტორიის მკვლევარის პროფესიული მიზნებისა და ამოცანების თანამედროვე მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული ხედვის ჩამოყალიბებას. კურსი ორიენტირებულია მკვლევარებისათვის საგნის განზოგადოებული ხედვის, საკვლევი ობიექტისადმი სტრუქტურულ-მეთოდოლოგიური და მსოფლმხედველობრივი მიდგომების ფორმირებაზე, რომლებიც თეატრის ისტორიული კვლევისა და მისი ბუნების გაგების ისტორიულ დინამიკას ასახავს. ეს ხელს შეუწყობს დოქტორანტებს ა) ზუსტად განსაზღვრონ მათი საკვლევი ობიექტის ფარგლები, ბ) დაინახონ საკითხი, პრობლემა საგნის განვითარების გლობალურ კონტექსტში, გ) შეიძინონ თანამედროვე მეცნიერისა და მკვლევარისათვის აუცილებელი ცოდნა. დ) შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით შეიმუშავონ დამოუკიდებელი მეცნიერულად მოტივირებული და ლოგიკურად გააზრებული მიდგომა.

სათეატრო კულტურა ისტორიულ-ეპოქალურ რეტროსპექტივაში

სასწავლო კურსის მიზანია ასახოს თეატრის ისტორია მის ისტორიულსა და ეპოქალურ რეტროსპექტივაში და გამოკვეთოს თითოეულ ეპოქაში თეატრალური კულტურისათვის დამახასიათებელი მუდმივი და ცვალებადი თავისებურებანი, ინვარიანტულისა და ვარიაციულის დინამიკა. კურსი ცხადჰყოფს დოქტორანტისათვის სათეატრო კულტურის ესთეტიკური, მსოფლმხედველობრივი, სოციალური და სხვა ასპექტების მიმართებასა და დამოკიდებულებას ეპოქის კონტექსტსა და სპეციფიკაზე, სათეატრო გამოსახველობის, დრამტურგიული სტრუქტურის, საშემსრულებლო ესთეტიკისა და თეატრალური კულტურის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შინაარსობრივ და ფორმალურ განპირობებულობას ეპოქის მოთხოვნებით. ამასთან, კურსის მიზანია დოქტორანტს შესძინოს ემპირიული მასალის ეპოქალურ კონტექტსში ხედვა და უზრუნველყოს ის ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციით.

ტრადიცია და ალტერნატივა თეატრის ისტორიაში (შუა საუკუნეებისადა XX საუკუნის თეატრის მიხედვით)

სასწავლო კურსის მიზანია დაანახოს და შეასწავლოს დოქტორანტს სათეატრო კულტურაში არსებული ორი ტენდენციის, ტრადიციული, ოფიციალური, `მემარჯვენე~ და ალტერნატიული, ბახტინის ტერმინით თუ ვიტყვით `კონტრკულტურული~, რეფორმატორული, ზოგჯერ რევოლუციური მიმართულებების არსებობისა და განვითარების თავისებურებები. ამასთან, კურსი მიზნად ისახავს გამოკვეთოს თეატრის ისტორიის ასეთი ინტერპრეტაციის შემქმნელი კრიტიკული თეორიები, რომელთა თანახმადაც, თეატრი სოციალურ-კულტურული და ანთროპლოგიური თვალსაზრისით, ერთგვარ მარეგულირებელ კულტურულ ფენომენს წარმოადგენს. ასევე, კურსის ფარგლებში დოქტორანტები გაეცნობიან სათეატრო ალტერნატივის გამოხატვის განსხვავებულ ფორმებსა და თეატრის ისტორიისადმი ალტრენატიულ მიდგომათა მრვალფეროვნებას (გენდერულს, სოციალურსა და სხ.). კურსი დაეხმარება დოქოტრანტებს გააცნობიერონ სათეატრო ავანგადის საფუძვლები და მისი განვითარების თავისებურებები უადრესი ფორმებიდან თანამედროვე ნეოავანგარდის გამოვლინებებამდე.

თანამედროვე ანალიზის მეთოდები (სტრუქტურალიზმი, სემიოტიკა, გერმენევტიკა)

აღნიშნული სემინარი, მიზნად ისახვას გააცნოს დოქტორანტებს თეატრალური პროცესისა და თეატრალური `ტექსტის~ თანამედროვე ანალიზის მეთოდები, რაც საშუალებას მისცემს შეისწავლონ ემპირიულ მასალაზე მუშაობის, მისი ანალიზის, კვალიფიკაციისა და სამეცნიერო ცოდნად ქცევის მეთოდები.

კურსი განიხილავს ანალიზის სხვადასხვა მეთოდებს. მაგ., სტრუქტურალიზმი, სემიოტიკა, Hგერმენევტიკა…. სტრუქტურალიზმი, როგორც ჰუმანიტარული კვლევის ფართო სფეროს მომცველი მეთოდი, რომელიც თავის ობიექტად ირჩევს სტრუქტურების ინვარიანტულ დამოკიდებას სხადასხვა სისტემის დინამიკაში. Gცალკეული სემინარები მიეძღვნება სემიოტიკურ და ასევე, გერმენევტიკულ მეთოდოლოგიას და ა. შ.

თანამედროვე ხელოვნების თეორია (ინტერდისციპლინარული კვლევა)

სემინარი მიზნად ისახავს ფილოსოფიის, ესთეტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის, დრამატურგიის, თეატრის ისტორიის და თეორიის ცოდნის გაღრმავებას. მიმართულებები, რომლებიც განსხვავდებიან კლასიკური ხელოვნების თეორიის ძირითადი პრინციპებისგან და ხშირად ტრადიციებს უარყოფენ მთლიანობაში ხასიათდებიან სხვადასხვაგვარი მეცნიერული მეთოდების ფართო გამოვლენებით და მათი პარალელური თანაარსებობის ნორმების დამკვიდრებით. ესთეტიკურ აზროვნებაში სხვა მეცნიერებების მეთოდების გამოყენება დღეს წარმოადგენს აუცილებლობას, რომელიც თანამედროვე თეატრმცოდნეობის და სათეატრო კრიტიკის განვითარების ერთადერთი გზაა. სემინარი დაეხმარება სტუდენტს ჩაუღრმავდეს აღნიშნულ პრობლემებს, გაანალიზოს პოსტმოდერნისტული ექსპერიმენტების თეატრალურ პრაქტიკაში და ა. შ.

რეჟისურის თეორია

კურსის მიზანია გაუღრმაოს დოქტორანტს (თეატრმცოდნეს ან რეჟისორს) საბაზისო ცოდნა, ფუნდამენტური კონცეფციების და იდეების გააზრების პროცესში დაანახოს სარეჟისორო ხელოვნების სპეციფიკა და ზოგადი პრობლემატიკა. სემინარები მიეძღვნება შემდეგ აქტუალურ თემებს: რეჟისორის ფუნქციის განსაიზღვრა ისტორიულ ჭრილში (ანტიკური ეპოქიდან X1X ს. ბოლომდე), რეჟისორი და მის მიერ მოძიებული ინტერპრეტატორის ფუნქცია, კრონეკი და მეინინგელები, ანტუანის რეჟისურა, სტანისლავსკის რეჟისურა და ა. შ. .

ვლადიმერ პროპის ანალიზის მეთოდი

სემინარი მიზნად ისახავს სპეციალური შესწავლის საგნად გაიხადოს ვლ. პროპის ანალიზის მეთოდი. 1928 წელს გამოქვეყნდა ვლ.პროპის ნაშრომი ,,ჯადოსნური ზღაპრის მორფოლოგია’’, რომელმაც ტექსტის სტრუქტურული ანალიზის საფუძველი შექმნა. სემინარის თემატიკა შეეხება აღნიშნული მეთოდის დეტალურ ანალიზს. ასევე, სტრუქტურული ანალიზის მეთოდის შემდგომ განვითარებას ლევი-სტროსის, ბარტის, ფუკოს, ლაკანის და სხვების ნაშრომებში.

კურსის შესწავლა დაეხმარება დოქტორანტს სპეციალური ანალიზის ათვისების და გამოყენების პროცესში. სტრუქტურული მეთოდის დაუფლება მისცემს მეცნიერს კარგ შესაძლებლობას ტიპოლოგიური ანალიზის განხორციელებაში.

XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ქართული თეატრი (1990-2000)

კურსის მიზანია XX საუკუნის ბოლო ათწლეულის მანძილზე ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესების, წარმოებული შემოქმედებითი ძიებების შესწავლა-გაანალიზება. გამომსახველობითი ხერხების, ვიზუალური სამეტყველო ენის, ლექსიკის, სპექტაკლის მხატვრული ფორმის განახლების პროცესის, შესწავლა- ამოხსნა- გაანალიზება. იმ ცვლილებების დადგენა, რაც ზემო აღნიშნული პერიოდის ქართულ თეატრში განხორციელდა. ასევე კონკრეტულად ამ მიმართულებით, შემოქმედებითი დასების, ჯგუფებისა თუ სტუდია-ლაბორატორიების მიერ წარმოებული ექსპერიმენტების სიღრმისეული, ამომწურავი კვლევა-გაანალიზება. კურსი პერიოდიზაციის კუთხით მოიცავს ქართული თეატრის უახლესი (XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე) ისტორიის ბოლო ათეულ წელს. ამასთან, ზოგადად ძიებებისა და ამა თუ იმ თეატრში მიმდინარე პროცესების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტული სპექტაკლების, ასევე ცალკეულ ხელოვანთა (დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი და ა.შ.) შემოქმედების გააზრება-შეფასებას.

უახლესი ქართული თეატრი (2000-2010)

კურსის მიზანია XXI საუკუნის პირველი ათწლეულის მანძილზე ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესების, წარმოებული შემოქმედებითი ძიებების შესწავლა-გაანალიზება. გამომსახველობითი ხერხების, ვიზუალური სამეტყველო ენის, ლექსიკის, სპექტაკლის მხატვრული ფორმის განახლების პროცესის, შესწავლა- ამოხსნა- გაანალიზება. იმ ცვლილებების დადგენა, რაც ზემო აღნიშნული პერიოდის ქართულ თეატრში განხორციელდა. ასევე კონკრეტულად ამ მიმართულებით, შემოქმედებითი დასების, ჯგუფებისა თუ სტუდია-ლაბორატორიების მიერ წარმოებული ექსპერიმენტების სიღრმისეული, ამომწურავი კვლევა-გაანალიზება. კურსი პერიოდიზაციის კუთხით მოიცავს ქართული თეატრის თანამედროვე (XXI საუკუნის 2000-იანი წლებიდან დღემდე) ისტორიის ბოლო ათეულ წელს. ამასთან, ზოგადად ძიებებისა და ამა თუ იმ თეატრში მიმდინარე პროცესების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტული სპექტაკლების, ასევე ცალკეულ ხელოვანთა (დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი და ა.შ.) შემოქმედების გააზრება-შეფასებას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალიწინებით, პერსპექტივაში ქართული თეატრის განვითარების სავარაუდო პროგნოზირება.

თანამდროვე ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესების ანალიზი

კურსის მიზანია თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესების, წარმოებული შემოქმედებითი ძიებების შესწავლა-გაანალიზება. გამომსახველობითი ხერხების, ვიზუალური სამეტყველო ენის, ლექსიკის, სპექტაკლის მხატვრული ფორმის განახლების პროცესის, შესწავლა- ამოხსნა- გაანალიზება. იმ ცვლილებების დადგენა, რაც ზემო აღნიშნული პერიოდის ქართულ თეატრში განხორციელდა. ასევე კონკრეტულად ამ მიმართულებით, შემოქმედებითი დასების, ჯგუფებისა თუ სტუდია-ლაბორატორიების მიერ წარმოებული ექსპერიმენტების სიღრმისეული, ამომწურავი კვლევა-გაანალიზება. კურსი პერიოდიზაციის კუთხით მოიცავს ქართული თეატრის თანამედროვე (XX საუკუნის ბოლო წლებიდან დღემდე) ისტორიის ბოლო ათეულ წელს. ამასთან, ზოგადად ძიებებისა და ამა თუ იმ თეატრში მიმდინარე პროცესების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტული სპექტაკლების, ასევე ცალკეულ ხელოვანთა (დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი და ა.შ.) შემოქმედების გააზრება-შეფასებას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალიწინებით, პერსპექტივაში ქართული თეატრის განვითარების სავარაუდო პროგნოზირება.

ქართული თეატრი და მსოფლიო სათეატრო პროცესი

სემინარი ემსახურება ქართული თეატრის ისტორიისა და ქართული თეატრმცოდნეობაში თეატრის ისტორიის შესწავლის ტრადიციის მსოფლიო თეატრის ისტორიის კონტექსტში წარმოდგენას. სემინარი მოიცავს ქართული თეატრის ისტორიის შედარებითსა და გენეტიკურ ანალიზს საწყისებიდან თანამედროვეობამდე. შედარება ხორციელდება ევროპულ სათეატრო ტრადიციასთან, თუმცა სემინარის მიზანია გამოკვეთოს არა მხოლოდ მსგავსი და თანადროული თუ ბუნებით მსგავსი და პერიოდიზაციით ასინქრონული მოვლენები, არამედ ინდივიდუალური თავისებურებანი და რეგიონული თუ აღმოსავლური კონტექსტის ელემენტებიც (ძირითადად ადრეულ თეატრალური ფორმებში). ქართული თეატრის საბჭოური და პოსტსაბჭოური პერიოდები განიხილება სხვადსხვა კულტურული და იდეოლოგიური კონტექსტის სინთეზით, მხედველობაში მიიღება ის პოლიტიკურ-ისტორიული პროცესები, რომლებიც განსაზღვრავდა და განსაზღვრავს ზოგადად ცნობიერების, კულტურისა და მათ შორის სათეატრო კულტურის განვითარებას.

კინოს – როგორც კლასიკური ლიტერატურის, ეროვნული ფოლკლორისა და საერთაშორისო მითოლოგიის საფუძველზე დამყარებული ხელოვნების ასპექტები

თეორიული აზრი დრამატურგიის, კომპოზიციის, სიუჟეტის აწყობის, ეკრანის „ენის“ თაობაზე კამათის, კამათის კინოგამოსახულების „სახისა“ და „ნიშნის“, „მნიშვნელობისა“ და „აზრის“ შესახებ ისწრაფის აღმოაჩინოს განსაზღვრული ფილოსოფიური პრინციპები და ფორმალური ხერხების მიღმა ცხოვრებასა და ხელოვნებაზე ფილოსოფიური შეხედულებები გამოავლინოს.

იგავის ფორმა, რის საფუძველზეც ქართული კინო „ფენომენად“ აღიარეს და რაც, ფაქტობრივად, სადოქტორო კვლევის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, იყო სათქმელის შეფარვისთვის „გამოგონილი“ ხერხი. ეს იყო საგნების, აზროვნების გამოხატვის, მოვლენების ლოგიკური განლაგება, რამაც დროსთან კონტექსტში სწორედ ამგვარი მხატვრული ფორმა მიიღო; აზროვნების წესი, რომლის ჩამოყალიბებასაც გარკვეულმა ისტორიულ-დროითმა პირობებმა შეუწყო ხელი.

სახელმწიფო წყობის ცვალებადობა და ახალი კინომითების დაბადება

მსოფლიო კულტურის ისტორიიდან ცნობილია, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა, სოციალურ-პოლიტიკური ცვლილება, თუნდაც კლასობრივი წყობის ფორმაცია, ომები, რევოლუციები და ა.შ. ხელოვნებაში ახალი მდინარეობების, აზროვნების ახალი ფორმების, სტილის, ხედვის, მიმართულებების გაჩენას იწვევს. ამავე დროს, საერთო პროცესებში, ცხოვრების საერთო მსვლელობაში, ცალკეულ ინდივიდებს ინდივიდუალური გზა და ბედი აქვთ. მათი ისტორიები, წარმატებული თუ წარუმატებელი შემოქმედებითი ბიოგრაფიები ყოველთვის ექცევა ხელოვანთა ყურადღების სფეროში. ხელოვანთა ინტერესის ცენტრში შეიძლება სრულიად ატიპური მოვლენები ან გამოგონილი ამბებიც აღმოჩნდეს, რომლებიც სათავეს რეალობიდან იღებენ და მასთან მჭიდრო კავშირში არიან, თუმცა სრულიად განტევებულ, პირობით ხასიათს ატარებენ.

ხელოვნება მოიცავს არამხოლოდ დროის ინტერვალებს, არამედ თავად დროის დინამიზმს, წარსულის, აწმყოსა და მომავლის დიალექტიკას, ობიექტური და `სუბიექტური~ დროის დიალექტიკას. ყველა ეს ტენდენცია შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც სინამდვილის მასალიდან მაქსიმალურად განზოგადებული არსის მოძიებისკენ სწრაფვა. არსი თითქოს მკვეთრად შიშვლდება, მხატვრული სინამდვილის ისტორიული ბუნება პირდაპირ გადმოიცემა. შემდეგ კი, დაფარული არსიდან გამომდინარე, ხდება მოვლენის, ახალი ხედვის რეკონსტრუირება. ძალიან ხშირად, მხატვრული სინამდვილე ბევრად უფრო დამაჯერებელია, ვიდრე, თავად რეალობა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენს წინაშეა რეალური და უმაღლეს ხარისხში აყვანილი სულიერი განვითარების პროცესი.

ქართულ ფილმებში გადასული ძველი მითები და ლეგენდები

როდესაც ამა თუ იმ ხალხის მითოლოგიას სწავლობენ და სურთ გაარკვიონ მითის წარმოშობის საფუძველი, მისი ჩამოყალიბების პროცესი, მკვლევარები ამ გადმოცემებს ხალხის კონკრეტული ყოფისგან მოწყვეტილად განიხილავენ; უმეტეს შემთხვევაში, მითი უკვე იმდენად შორეული წარსულის ამსახველია, რომ ხალხის ყოფას დაკარგული აქვს მასში აღბეჭდილი მოვლენების შესაბამისი ელემენტები.

მითოლოგიის მკვლევართათვის მრავალი საკითხი შეიძლება იქცეს შესწავლის ობიექტად. ასეთია, მაგალითად, მითოლოგიის თავდაპირველი წარმოშობა, მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის ურთიერთობა, მითი და რელიგია, მითი და ისტორიული სინამდვილე, მითი, როგორც ლიტერატურისა და ხელოვნების ისტოირიის ნაწილი, როგორც ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუში და ა.შ.

ბოლო დროს ქრიტიანულ აზროვნებასაც მითოლოგიური აზროვნების ფორმად მიიჩნევენ. ამას თავისი გამართლება აქვს, მაგრამ თუ არ გაიმიჯნა „ქრისტიანული მითოლოგიის“ თავისებურებანი წარმართული მითოლოგიიდან, ამან შეიძლება მიგვიყვანოს თვალსაზრისამდე, რომლის მიხედვით, მთელი ხელოვნება საერთოდ „მითის ქმნადობადაა“ მიჩნეული.

ამავე დროს, არსებობს მიზეზები, რაც ხელს უწყობს კულტის ობიექტად უარყოფით პერსონაჟების, ბოროტი ძალების შექმნას, რომლებიც მთიელთა რწმენით, ისევე სახლობენ ამ სამყაროში, როგორც სიკეთე, როგორც თავად ადამიანები. მათი „მატერიალიზება“ და საკულტო ობიექტებად ქცევის აქტი, ფიზიკური მსხვერპლის გაღება, მათ მიერ ხალხისთვის უბედურებისა და ავი საქმის მიყენების უნარიდან გამომდინარეობდა და მათგანვე თავდასაცავ იარაღად გამოიყენებოდა. ასე იქცევა ზღაპარი, თქმულება იგავად და მიუხედავად რეალური საფუძვლისა, ყველაფერი რეალურიდან გამონაგონში გადადის, ხდება მოვლენათა მითოლოგიზაცია, შემდეგ ისევ რეალობაში ბრუნდება და ამავე დროს, უმაღლესი ხარისხის ზნეობრივ-მორალური ფილოსოფიური იგავისა და მაღალი კატეგორიის ტრაგედიის სისტემაში გადაიზრდება.

მითი, ლეგენდა, იგავი და ახალი კინოენის შექმნა ეროვნულ კინემატოგრაფში

სოციალისტური რეალიზმის იდეოლოგიიდან გათავისუფლებულ ხელოვანს (სოციალისტური რეალიზმის ექო კიდევ დიდხანს ისმოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კულტურებში, იმდენად რთული იყო მისი ზეგავლენისგან აზროვნების გამიჯვნა) შანსი მიეცა, ხელოვნება თავისი ჭეშმარიტი არსისთვის დაებრუნებინა – ცხოვრებისეული სიმართლის ასახვისა და ახალი მხატვრული ფორმებით ამეტყველებისკენ. რამეთუ ხელოვნების ყოველ ახალ საფეხურზე გადასვლა ყოველთვის გამომსახველი ხერხების განახლებას, სახეცვლილებას მოითხოვს, რადგან სათქმელთან ერთად ფორმაც იცვლება, მით უფრო, რო ეს სათქმელი ამბოხების ხასიათისაა და ცხოვრების გარდაქმნისკენააა მიმართული.

ძალიან ხშირად, საგნის ფსიქიკური სახე, ხატი გაიაზრება, როგორც მასში ასახული ობიექტის მოდელი. ასეთ შემთხვევაში, მხატვრული სახე უკვე გვევლინება, როგორც მოდელის მოდელი, რადგან მხატვარი შეგნებულად ახდენს სინამდვილის მოდელირებას, რომლის დროსაც პირველად უცნობ სახეებს ეფუძნება.

ჩვენი ისტორიაც ასეთი მოგონებებისა და სახეების უსასრულო ჯაჭვზე აგებული მეხსიერებაა, სადაც რეალურად არსებული ფაქტების გარდა არსებობს გამონაგონიც, რომელიც რეალურად მომხდარს ლეგენდად ან მითად გარდაქმნის, რადგან ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მოახდინოს განსაკუთრებულობის ნიშნით აღბეჭდილი ამბების დაფიქსირება, დამახსოვრება, ამბების, სადაც მოვლენების ეპიცენტრში განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანები არიან მოქცეული.

მსოფლიო კინოს მოკლე ისტორია

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია მსოფლიო კინოს მოკლე ისტორიის შესწავლა; უფრო ძირფესვიანად გარკვევა იმ მთავარ პროცესებში, რამაც წარმოშვა და განავითარა კინემატოგრაფი; გაანალიზება იმ ძირითადი ჟანრებისა და მხატვრული მიმდინარეობებისა, რომელთა მეოხებითაც კინო იქცა ხელოვნების ყველაზე პოპულარულ და მასობრივ დარგად; კინოხელოვნების სხვადასხვა სახეობის რაობის განსაზღვრა და მათი საერთო დანიშნულება. ამ კურსის შესწავლა წარმოადგენს დოქტორანტის პროფესიული ჩამოყალიბების ერთ–ერთ უმთავრეს ასპექტს. იგი შეიძენს აუცილებელ ცოდნას, მოსაზრებისა და პროფესიული, სამეცნიერო კვლევის შესრულებისა და წარდგენის უნარ–ჩვევებს.

ხმის მოსვლა კინოში და მისი შედეგები

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია: მსოფლიო კინოს ისტორიის ერთ–ერთი ეტაპის – ხმის მოსვლის პერიოდის შესწავლა, გაცნობა–გაანალიზება, რადგან კინოს გახმოვანებამ უდიდესი როლი ითამაშა მის შემდგომ განვითარებაში; უხმო და ხმოვანი კინოფილმების ერთმანეთთან შედარება, განხილვა–გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა; კინოს გახმოვანების პირველი ცდების გაცნობა და მათი მნიშვნელობის გააზრება; მსოფლიოს წამყვან კინემატოგრაფიულ ქვეყნებში პირველი ხმოვანი ფილმების გამოჩენის შედეგად კინოხელოვნების გარდაქმნის პროცესის დაწყების გათვითცნობიერება; აღნიშნულ პრობლემატიკაზე კინოთეორეტიკოსთა და პრაქტიკოსთა შეხედულებებისა და პოზიციების შესწავლა.

კინოს თეორიული საკითხები: კინოენა, კინოჟანრები და სხვა

სასწავლო კურსის მიზანია კინემატოგრაფის ძირითადი თეორიული საკითხების შესწავლა, რადგან სტუდენტებმა შეიმეცნონ მათი მთავარი და აუცილებელი დანიშნულება, მით უფრო, რომ როდესაც ისინი შეისწავლიან კინოს ისტორიის ძირითად ეტაპებსა და მათ ფასდაუდებელ როლს, თეორიული საკითხების გაანალიზება დიდად შეუწყობს ხელს მათ მსოფლმხედველობაში კინოხელოვნებაზე ერთიანი და სრული წარმოდგენის შესაქმნელად. ამასთან ერთად ისინი გაეცნობიან, რა არის კინოენა და რა იგულისხმება ამაში, შეისწავლიან კინოთეორიის პირველ ნიმუშებსა და მათ უცილობელ ძალისხმევას აღნიშნული საკითხების მეცნიერულ კვლევაში, ცალკე გაითავისებენ და განიხილავენ ჟანრობრივ პრობლემებს კინოში, პოპულარულ კინოჟანრებს, მათ წარმოქმნა–განვითარებას, ქვეჟანრის არსებობა–დანიშნულებას, თანამედროვე კინოთეორიულსა და კინოკრიტიკულ აზროვნებას.

XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია: მსოფლიო კინოს XX საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიის შესწავლა; წამყვან კინემატოგრაფიულ ქვეყნებში მიმდინარე მნიშვნელოვანი კინოპროცესებისა და მოვლენების გაცნობა; პოპულარული მხატვრული მიმდინარეობების ღრმად და საფუძვლიანად გაანალიზება; კინოწარმოებითი სისტემების სხვადასხვა სტილისტიკის გარჩევა–განხილვა; თანამედროვე კინოხელოვნების აქტუალური საკითხებისა და ტენდენციების კვლევა და მათზე სწორი მეცნიერული შეხედულებების ჩამოყალიბება.

მსოფლიო ხელოვნების ისტორია და ცენზურა

განიხილება ცენზურის ისტორია კინოსა და ხელოვნების სხვა დარგებში. ვინაიდან ჩვენი კვლევის საგანი ძირითადად კინოა, ამ თვალსაზრისით გამოგვადგება ეიზენშტეინის ნაშრომი ,,ელ გრეკო და კინო”, რომელშიც ეიზნშტეინი ,,მონტაჟის” როლზე მსჯელობს სახვით ხელოვნებაში ,,.. რა როლს ასრულებდა დამკვეთი და როგორი იყო მისი ურთიერთობა მხატვართან?, _ კითხულობს ეიზენშტეინი და ცდილობს მიაგნოს კონკრეტულ მაგალითებს ხელოვნების ისტორიაში, რომლითაც ნათელი ხდება _ ცენზურა კულტურაში ყოველთვის არსებობდა და ზოგჯერ გარკვეული სტიმულიც იყო ხელოვნების ენის დახვეწის, ახალი ძიებების.

ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია ცენზურის როლი ე.წ. უშინაარსო ხელოვნებაში.მაგალითად, მუსიკაში, არქიტექტურაში. ხშირად აქ `ცენზორის” როლს არა დამკვეთი, არამედ პუბლიკა ასრულებს.

ცენზურის ისტორიის საინტერესო ფურცელია 30-იანი წლების დასაწყისი, როცა სსრკ-ში იკრძალება ,,მიმართულებები” და დგინდება ერთიანი მხატვრული მეთოდი _ სოციალისტური რეალიზმი

მთავლიტის როლი და კინოხელოვნება

კურსი ითვალისწინებს მთავლიტის როლის შესწავლას ქართული კინოს ისტორიაში, ასევე რედაქტორის ფუნქციის შესწავლას ქართულ და საბჭოთა კინოკომიტეტებში

მთავლიტის თანამდებობა კინოშო ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწესდა, თუმცა სტალინმა ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში დაამტკიცა ,,აგიტპრომი’’ _ აგიტაციის განყოფილება პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, რომელსაც ბორის შუმიაცკი ხელმძღვანელობდა. შუმიაცკი იყო პირველი მთავლიტი, რომელიც იწერდა სტალინის შენიშვნებს და ინახავდა (არსებობს 120 ჩანაწერი, რომელსაც განვიხილავთ სემინარებზე).

მთავლიტი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე ,,აჭრევინებდა” ნაწილებს ფილმიდან. ამ ,,ნაჭრების” განხილვა ქართული-საბჭოთა კინოს თავისებური ისტორიაა.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი _ არსებობდა ,,ადგილობრივი მთავლიტი”, რომელიც შედარებით ლიბერალური იყო და ,,მოსკოვის მთავლიტი”, რომელსაც საბოლოოდ უნდა განესაზღვრა ფილმის ბედი.

სტალინურის კინოხელოვნების მოდელები

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს 30-40-იანი წლების საბჭოთა კინომითოლოგიის შესწავლას, იმ ნიშნების ანალიზს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტოტალიტარული სისტემის შექმნაში

სტალინური კინოხელოვნების მოდელები ნელ-ნელა ყალიბდება და დამოკიდებული იყო ისტორიულ ფონზე. თუმცა ზოგჯერ გვაქვს ისტორიასთან საინტერესო დამთხვევიც, როცა კინოც გარკვეულ გავლენას ახდენს ისტორიულ მოვლენებზე.

მაგალითად, კინოში ხმის შემოსვლა თითქმის ემთხვევა ტერორის დაწყებას საბჭოთა კავშირში და შესაბამისად, მტრის სახის ,,დამაჯერებელი” გამოხატვის მცდელობას (,,მტერი ლაპარაკს იწყებს”) ეკრანზე, რათა მაყურებელი უფრო ადვილად დარწმუნდეს მის რეალობაში…

მნიშვნელოვანია ხმის შემოსვლასთან ერთად მონტაჟის, ე.ი. დაქუცმაცებული გამოსახულების როლის შესუსტებაც, რაც, ამავე დროს, ამცირებს ახლო ხედების როლს. ცნობილია, რომ სტალინს არ უყვარდა კინო ახლო ხედებით _ ტოტალიტარიზმისთვის ახლო ხედი ,,დოკუმენტია”, რომელსაც ყოველთვის გაურბიან.

სტალინური კინოს მოდელი მრავალია, თუმცა ომამდეც და ომის შემდეგაც ერთი მოდელი ძირითადია _ ესააა ,,მტრის ხატი”…

ომის შემდეგ, როცა ცხადი გახდა, რომ მტერი განადგურებულია, რაღაც ახალი კი ვერავინ მოიფიქრა, სტალინი აღიარებს ,,უკონფლიქტობის ეპოქის” დაწყებას და მნიშვნელოვნად ამცირებს კინოხელოვნების ბიუჯეტს _ იწყება `მცირეფილმიანობის ეპოქა.

საზოგადოება როგორც ცენზორი

კურსი ითვალისწინებს საზოგადოების, როგორც ცენზორის როლის შესწავლას ტოტალიტარულ და პოსტტოტალიტარულ ქვეყნებში და იდეოლოგიური ინსტიტუტების როლს კინოზე კონტროლის დაწესებაში.

საზოგადოების, როგორც ცენზირის, პრობლემის აქტუალურობაზე მსჯელობა იწყება უფრო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა ხელისუფლება აღარ აკონტროლებს კინოს…

ამ საზოგადოების ნაწილს წარმოადგენს პროდიუსერიც, რომელიც დასავლეთშიც და ყოფილ საბჭოთა კავშირშიც ცენზორია, გარკვეული თვალსაზრისით. რეჟისორისა და პროდიუსერის, როგორც ცენზორის, ურთიერთობის საკითხი თითქმის სრულაიდ გამოუკვლეველია კინოს თეორიაში, ისევე, როგორც გამოუკვლეველია საზოგადოების, მედიის როლი…

მაგალითად, რას უკვეთავს პუბლიკა კინოს და რის წინააღმდეგ იბრძვის… რა არის თვითცენზურა? 90-იანი წლების ქართული კინო მდიდარია მაგალითებით, რომლებიც ამ თემის კვლევის საშუალებას იძლევა.

კინოს ენის საფუძვლები

კურსი ითვალისწინებს ფილმის ენის საფუძვლების სიღრმისეულ შესწავლას, კინოს ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების და ინფორმაციის მოწოდების საშუალების შესწავლას

საცეკვაო ფოლკლორის შესწავლის თანამედროვე ფორმები და მეთოდოლოგია

სასწავლო კურსი ,,საცეკვაო ფოლკლორის შესწავლის თანამედროვე ფორმები და მეთოდოლოგია’’ სპეციალურ დისციპლინას ქორეოგრაფიული მიმართულების სადოქტორო პროგრამისათვის.

წარმოდგენილი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს საცეკვაო ფოლკლორის, ქართული საცეკვაო ტრადიციების შესწავლის ფორმებისა და მეთოდების გაცნობას, მათი შემდგომი პრაქტიკული განხორციელებისათვის. დოქტორანტები გაეცნობიან ლიტერატურას მსოფლიო ეთნო-ქორეოლოგიაში არსებული ნაციონალური (ეთნიკური) ცეკვების მოძიების, შესწავლისა და მათი ფიქსირება-კონსერვაციის შესახებ.

ამ სასწავლო კურსის ფარგლებში მოხდება ქართული აუთენტური ცეკვების სრული ბიბლიოგრაფიული (ანბანური და რეგიონალური) კატალოგიზაცია, რაც განაპირობებს ამ საცეკვაო ნიმუშების მოძიება _კონსერვაციის სწორ წარმართვას საექსპედიციო მუშაობის დროს. აღნიშნული პრობლემატიკა ეხმიანება სახელმწიფო პოლიტიკას ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის საქმეში, რომელიც ასევე პრიორიტეტულია ფოლკლორის ეროვნული ცენტრის სამომავლო გეგმებში.

ქორეოგრაფიული დრამატურგია და მისი ანალიზი

სასწავლო კურსი ,,ქორეოგრაფიული დრამატურგია და მისი ანალიზი’’ ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების სადოქტორო პროგრამის მაპროფილებელ სასწავლო დისციპლინას წარმოადგენს. მოცემული სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ქორეოგრაფიული ნიმუშის კომპოზიციური სტრუქტურის პროფესიული ანალიზის ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც ცეკვის დრამატურგიულ წყობას ემყარება და განიხილავს მას ცეკვის ყველა სტრუქტურული ერთეულის დრამატურგიის კონტექსტში. აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში დოქტორანტი ეცნობა სპეციალურ ლიტერატურას (ქართულსა და უცხოურს) და ახდენს ფუნდამენტური ნაშრომების ანალიზს (რეფერატის სახით); შეისწავლის ინტერდარგობრივი კვლევის ფორმებს, (ცეკვისა და მუსიკის, ცეკვისა და ლიტერატურის და ა.შ. დრამატურგიის ურთიერთკავშირებს).

ქორეოგრაფიული ანთროპოლოგია

სასწავლო კურსი ,,ქორეოგრაფიული ანთროპოლოგია’’ ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების სადოქტორო პროგრამის მაპროფილებელ სასწავლო დისციპლინას წარმოადგენს. მოცემული სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ქორეოლოგიური პრობლემატიკის გაფართოებას და მკვლევართა ყურადღების კონცენტრირებას ადამიანის ბუნებაზე, როგორც ცეკვის შემქმნელ-შემსრულებელზე. ანთროპოლოგიური კვლევა ქორეოგრაფიულ ხელოვნებასთან მიმართებაში მოიცავს საკითხთა ჩამონათვალს, რომელთა შესწავლა გააღრმავებს დოქტორანტის ცოდნას და დაეხმარება მას პროფესიულ დაოსტატებაში. ადამიანის სხეული, როგორც ქორეოგრაფიული ნიმუშის შექმნის ძირითადი მასალა და მისი ფსიქო-შემოქმედებითი უნარები, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ნიმუშის ესთეტიურ ღირებულებას კვლევის ობიექტად იქცევა, რაც ცეკვის შესწავლის ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს. ყოველივე ეს მეტად მნიშვნელოვანია ხალხურ ცეკვებთან მიმართებაში, ვინაიდან კულტურული ანთროპოლოგიის ძირითადი თემატიკა ეთნოლოგიას ეხმიანებს, რომელიც თავის მხრივ ხალხის შემოქმედების (საცეკვაო ტრადიციების) შესწავლასაც გულისხმობს.

ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელოვნება და საქართველო

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი, ღრმა და სისტემური ცოდნა ქართული და ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელოვნების ისტორიაში; სტუდენტმა ცოდნა უნდა გაიღრმავოს ქართული ხელოვნების ისტორიაში სხვა ქვეყნების თანადროულ ხელოვნებასთან შედარების გზით. მან უნდა შეისწავლოს იმ ქვეყნების ხელოვნება, რომელთანაც საუკუნეების განმავლობაში კავშირი ჰქონდა საქართველოს განსხვავებული ინტენსივობით. მისი ყურადღების ცენტრში მოექცევა ბიზანტიის, სირია-პალესტინის, ეგვიპტის, ბალკანეთისა და სხვა რეგიონების არქიტექტურული და სახვითი ხელოვნების ნაწარმოებები, მხატვრული თავისებურებები, ისტორიული განვითარების სპეციფიკა. ჩვენი ამოცანაა სტუდენტი შედარებით ანალიზის გზით ჩაუღრმავდეს სხვადასხვა ხალხთა ხელოვნებათა შორის კავშირ-ურთიერთობებისა და განსხვავებულობის რაგვარობას. გაიაზროს ქართული ხელოვნების თასვისებურებები, დასაბუთებულად შეძლოს სხვა ხალხების ხელოვნებასთან საერთოსა და განსხვავებულის წარმოჩენა და შეძლოს ქართული ხელოვნების ადგილისა და მნიშვნელობის გააზრება შუა საუკუნეების აღმოსავლურქრისტიანული ხელოვნების საერთო ისტორიულ პროცესში; ზოგადი კომპეტენციების განვითარება.

ქართული და კავკასიის ხალხთა ხელოვნების კომპლექური ანალიზი

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი, ღრმა და სისტემური ცოდნა შუა საუკუნეების ქართული და კავკასიაში მცხოვრებ სხვა ხალხთა ხელოვნების ურთიერთმიმართების საკითხებზე; სტუდენტმა უნდა შეისწავლოს საქართველოს უშუალო მეზობლის – სომხეთის ხელოვნება. კარგად გაერკვეს ქართულ-სომხური არქიტექტურის საერთო და განმასხვავებელ თავისებურებაში. მან უნდა გაიაზროს ამიერკავკასიის, როგორც თავისებური მხატვრული რეგიონის დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებებიც და თითოეული მეზობელი ქვეყნის ინდივიდუალობა, ისტორიული განვითარების სპეციფიკა. სტუდენტმა უნდა შეისწავლოს ჩრდილოკავკასიური (ინგუშეთი, ალანია) ხალხების შუა საუკუნეების ხელოვნებაზე არსებული გამოკველევები. ჩვენი ამოცანაა სტუდენტი შედარებით ანალიზის გზით ჩაუღრმავდეს აღნიშნულ ხელოვნებათა შორის კავშირ-ურთიერთობებისა და განსხვავებულობის რაგვარობას. გაიაზროს ქართული ხელოვნების თასვისებურებები, დასაბუთებულად შეძლოს მეზობელი ხალხის ხელოვნებასთან საერთოსა და განსხვავებულის წარმოჩენა და შეძლოს ქართული ხელოვნების ადგილისა და მნიშვნელობის გააზრება შუა საუკუნეების კავკასიური ხელოვნების საერთო ისტორიულ პროცესში;

ისლამური ხელოვნება

სემინარული კურსი ითვალისწინებს ისლამური მხატვრობისა და წიგნის ხელოვნების განვითარების თანმიმდევრული პროცესის გადმოცემას ადრე¬¬ისლამური ხანიდან.

კურსის მიზანია დოქტორანტს მისცეს საერთაშორისო სტანდარტის ცოდნა ისლამური სახვითი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, პერიოდისა და მიმართულების, მხატვრული ტენდენციების შესახებ.

სპეციალური სემინარი ორიენტირებულია, რათა სტუდენტმა შეისწავლოს ისლამური ქვეყნების მხატვრობა და გაიზროს ის გლობალურ ჭრილში. მათთან საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა კავშირურთიერთობა და მიუხედავად ხშირი კონფლიქტებისა, მაინც გარდაუვალი იყო კულტურული კავშირების არსებობა. სემინარის ამოცანაა სტუდენტმა საფუძვლიანად გაიაზროს ირანის და სხვა არაქრისტიანული ქვეყნების ხელოვნება, რათა შემდგომ შესძლოს აღმიშნულ მხატვრულ მასალაში ორიენტირება და კვლევის დროს გამოყენება.

კურსის ამოცანაა სტუდენტებს სწავლების თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით გააცნოს ისლამური და მასთან დაკავშირებული შესაბამისი, ქართული და ბიზანტიური მხატვრული პროცესები. განუმარტოს მათი ბუნება, საშუალებები, ტერმინოლოგია, დააინტერესოს სტუდენტი ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა საკითხებით, გააფართოვოს მათი აღქმის არეალი ახალი ვიზუალური იკონოგრაფიით და იდეებით. განუვითაროს მათ პროფესიული კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი ხელოვნების ძეგლებთან მიმართებაში, აზიაროს ისლამურ ხელოვნებათმცოდნეობით მეთოდოლოგიას.

საგნის შესწავლა დაეხმარება მათ ზოგადად ისლამური სახვითი ხე¬ლო¬ვნების ჩა¬სა¬ხ-ვისა და განვითარების გზის თავისებურებათა აღქმაში, გაუადვილებს მათ სხვადასხვა ეპოქის მნიშვნელოვანი მხატვრული ტენდენციების გააზრებას და შეთვისებას. კურსი მოიცავს ძირითადი ეპოქების, წამყვანი მხატვრული მიმა¬რთუ¬ლებებისა და ტენდენციების ქრონოლოგიურ-თემატური პრი¬ნ¬ციპით წარმოდგენის მცდელობას, დროის, ადგილის, სა-ზოგადოების კონტექსტში.

კურსში გაანალიზირებული იქნება ბიზანტიური და ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის ის ძირითადი მიმართულებები, რომლების განიცდიან ისლამურ ან პირიქით გავლენას. ყურადღება ეთმობა იმ ისტორიულ, სოციალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ კლიმატს, რომელშიც იქმნებოდა ეს ძეგლები

ხელოვნების თეორია და სახელოვნებათმცოდნეო კვლევის მეთოდოლოგია

კურსის მიზანია გააცნოს დოქტორანტს ხელოვნების თეორიის და კრიტიკის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დაეხმარებიან მას დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი სამუშაოს ჩატარებაში. სპეცსემინარის სახით წარმოდგენილი კურსი დოქტორანტს ხელოვნების კვლევის უახლეს მეთოდიკას გააცნობს, რაც თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს მას, გამოიმუშავოს ამა თუ იმ არტიფაქტის შეფასების კრიტერიუმები. აღნიშნული სპეცსემინარის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს თანამედროვე სახვითი ხელოვნების თეორიისა და კრიტიკის განვითარების ტენდენციების შესწავლა, რაც შეუძლებელია XX ს. შემუშავებული კულტუროლოგიური კონცეპციების ცოდნის გარეშე. აღნიშნული სპეცსემინარის კურსი დაეხმარება დოქტორანტს მხატვრული კრიტიკის მეთოდოლოგიის გამომუშავებაში, რათა მან შესძლოს იმ თეორიულ-კონცეპტუალურ შეხედულებებში გარკვევა, რომლებიც მსოფლიო სახვითი ხელოვნების და არქიტექტურის განვითარებას განსაზღვრავს. თანამედროვე სახელოვნებო მეცნიერების თეორიისა და კრიტიკის ინტერდისციპლინარული ტექნოლოგიების და მეთოდების გამოყენებით, დოქტორანტი უკეთ ჩასწვდება არტეფაქტების სემანტიკას და შესძლებს სახვითი ხელოვნების ქმნილებათა კრიტიკულად შეფასებას.

XIX –XX სს. ქართული ხელოვნების პარადიგმები (მსოფლიო კულტურის კონტექსტში)

კურსის მიზანია ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტს ღრმად შეასწავლოს ახალი პერიოდის ქართული ხელოვნების განვითარების ის ტენდენციები, რომელთაც ადგილი ჰქონდათ XIX –XX სს. კურსი აღნიშნულ ტენდენციებს განიხილავს თანადროული მსოფლიო სახვითი ხელოვნების განვითარების ფონზე.

კურსის ამოცანას წარმოადგენს ეროვნული სახვითი ხელოვნების ხასიათის თავისებურებათა გამოკვეთა ზოგადკულტუროლოგიურ კონტექსტში, რაც უდავოდ დაეხმარება დოქტორანტს უკეთ შეიმეცნოს და იკვლიოს ახალი ქართული სახელოვნებო სივრცე, გაიცნოს XIX- XX სს. ქართველ ხელოვანთა შემოქმედების თავისებურებანი, გაიფართოვოს თვალსაწიერი ეროვნული ცივილიზაციური პარადიგმების, უმთავრესი საკაცობრიო სულიერი ღირებულებებთან შეჯერების თვალსაზრისით.კურსი გულისხმობს ახალი ქართული სახვითი ხელოვნების განხილვას ძირითად პრობლემურ-კონცეპტუალურ ღერძზე, ისტორიზმის პრინციპის დაცვით.

XIX_XX სს-ის ქართული არქიტექტურა მსოფლიო ტენდენციების ფონზე

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა XIX-XX სს-ის ქართული არქიტექტურის სფეროში; ქართული არქიტექტურა შეასწავლოს ევროპისა და ამერიკის არქიტექტურული ტენდენციების ფონზე. მაშინდელი მსოფლიოში არსებული მოწინავე არქიტექტურული ტენდენციები, მნიშვნელოვანი ოსტატები და მათი არქიტექტურული პროექტების თავისებურებანი უნდა გახდეს დოქტორანტთა ანალიზის და ღრმა გააზრების საგანი. ოსტატთა თეორიული ნაშრომებისა და პრაქტიკული მოღვაწეობის ურთიერთკავშირში; XX ს-ის არქიტექტურაზე დამკვეთის, პოლიტიკის და ზოგადად, კულტურის გავლენის საკითხში; სტუდენტმა უნდა გაიაზროს XIX_XX სს-ის საქართველოში მიმდინარე არქიტექტურული პროცესის მრავალმხრივობა, მისი კავშირი ზოგადკულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებთა. დასაბუთებულად ისაუბროს ისტორიზმსა და ეკლექტიზმზე, XIX ს-ის ტექნიკურ მიღწევებზე, რომელზეც დაეფუძნა XX ს-ის არქიტექტურა, და მსხვა მნიშვნელოვან ეპოქალურ ასპექტებზე. სტუდენტი ისწავლის და გაიაზრებს იმ ეტაპებს, რაც გაიარა XX საუკუნემ არქიტექტურის ძირითადი პრინციპების – ფუნქციის, კონსტრუქციის და მხატვრული გამომსახველობის – გადახედვიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე. ის ისწავლის ამ ხნის განმავლობაში აღმოცენებულ სხვადასხვა მიმართულებების ( დაწყებული მოდერნითა და ფუნქციონალიზმით და თანამედროვე მიმართულებით – დეკონსტრუქტივიზმით დამტავრებული). ყოველივე სტუდენტს მისცემს საფუძველს კარგად გაიაზროს მიმდინარე არქიტექტურული ტენდენციების თავისებურებები და შეძლოს მათი პროფესიული შეფასება.

თანამედროვე ქართული ხელოვნება ემიგრაციაში (ტიპოლოგიური მოდელი სოციალურ-კულტურული ადაპტაციის გათვალისწინებით)

აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს დოქტორანტს გააცნოს თანამედროვე მსოფლიოს კულტურის განვითარების ფონზე, XX საუკუნის ქართული ემიგრანტული კულტურის ის მნიშვნელოვანი სულიერი ღირებულებები, რომელნიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა შემოქმედების ნაყოფია. კურსის შესწავლის ძირითადი ამოცანაა დოქტორანტი გაარკვიოს, თუ როგორი იყო XX საუკუნის ძირითადი ესთეტიკური შეხედულებების ფონზე, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოებთან არსებული მძლავრი საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაციებისა და ცალკეულ გამორჩეულ ხელოვანთა კულტურტრეგერული მოღვაწეობა. სასწავლო კურსი გააცნობს აგრეთვე, დოქტორანტს თანამედროვე პერიოდის ქართული ემიგრანტული კულტურის სტრატეგიულ კურსს და ე.წ. გარე ქართველთა სოციალურ-კულტურული ადაპტაციის ფორმებს, თანამედროვე ეტაპის ზოგადი საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების ფონზე.

ხელოვნება 1940-იანი წლებიდან დღემდე; ავანგარდული მიმდინარეობები დასავლეთში, მათი «გამოძახილი» საბჭოთა კავშირში

სტუდენტები სიღრმისეულად შეისწავლიან მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ხელოვნებას. ისინი საფუძვლიანად გაეცნობიან ძირითად მიმდინარეობებს, წამყვან მხატვართა შემოქმედებას, მათ როლს და პერიოდთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს თეორიულ ნაშრომებს. ასევე, მათი შესწავლის საგანი იქნება დასავლური ავანგარდული მიმდინარეობების ტრანსფორმაციები საბჭოთა კავშირში და კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში.

სცენოგრაფიის და თანამედროვე ხელოვნების კომპლექსური შესწავლის სემინარი

სტუდენტები სიღრმისეულად გაეცნობიან ზოგადად სცენოგრაფიის (თეატრის დიზაინის) ხელოვნების სპეციფიკას და კონკრეტულად ქართული სცენოგრაფიის განვითარების გზას; კომპლექსურად შეისწავლიან სცენოგრაფიას და თანამედროვე ხელოვნებას; ანალიზის საგანი იქნება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ვიზუალურ ხელოვნებაში დასავლეთში და პარალელურად, კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, რომელთა განვითარებაში თეატრმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ამ პროცესების პარალელური ანალიზი პირველად იქცევა სასემინარო მსჯელობის საგნად.

სცენოგრაფია წარმოდგენილი იქნება ისტორიულ კონტექსტში. Gყურადღება გამახვილდება თანამედროვე ეტაპზე, როდესაც ამ დარგის მნიშვნელობა გასცდა სცენის და კოსტიუმის დიზაინის ფარგლებს და გაცილებით მრავლისმომცველი გახდა.

წარმოდგენილი იქნება, თუ როგორ იკვებება სცენოგრაფია თანადროულ სახვით ხელოვნებაში დამკვიდრებული იდეებით და ტექნიკური საშუალებებით.Dდა როგორ შეიძლება ის მოემსახუროს ნებისმიერ სახელოვნებო დარგს, რომელიც სივრცის დიზაინს გულისხმობს.

აბსტრაქტული (“უსაგნო”) ხელოვნება და მისი როლი პოსტმოდერნულ ეპოქაში

სტუდენტები ღრმად შეისწავლიან მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს მიმდინარეობას, მის ფილოსოფიას და განშტოებებს. აბსტრაქტული ხელოვნება განხილული იქნება ეპოქის მოთხოვნებთან და მიმართებასთან კავშირში. Mწარმოჩენილი იქნება, თუ როგორი გამოვლენა პოვა და რა როლი შეასრულა მიმდინარეობამ ყოფილ საბჭოთა კავშირში. მიმდინარეობის მნიშვნელობა შეფასდება ისტორიულ ჭრილში, დღევანდელი ტექნოლოგიური სიახლეების და თანამედროვე ადამიანის მსოფლმხედველობის გათვალიწინებით.

როგორ შევისწავლოთ სამგანზომილებიან გამოსახულებათა ეპოქის ხელოვნება; მეთოდოლოგიები, სამომავლო პერსპექტივები

კურსის მიზანია სტუდენტი საფუძვლიანად მომზადდეს ხელოვნებაში უახლესი მოვლენების აღქმისა და ანალიზისათვის. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან დებატებში იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნება, რა როლს თამაშობენ მის განვითარებაში ტექნოლოგიური სიახლეები, რამდენად იწინასწამეტყველეს მოდერნიზმის ეპოქის მხატვრებმა დღევანდელი მიმართულებები და ტექნიკური ინოვაციები, როგორი შეიძლება იყოს მომავლის ხელოვნება და ესთეტიკა. შეხვედრებზე წახალისებული იქნება ცოცხალი, მყისიერი კამათი და შეხედულებათა გამოხატვა. წინა სასემინარო გამოცდილებათა გათვალისწინებით და მათზე დაყრდნობით, მსჯელობა იქნება კვალიფიციური და მიზანმიმართული, რათა სტუდენტება შეძლონ გარკვეული წვლილის შეტანა ახალ მოსაზრებათა და თეორიულ შეხედულებათა ჩამოყალიბებაში.

სასემინარო შეხვედრების ყველა თემა განხილული იქნება ისტორიულ ჭრილში – რას გულისხმობდა ესა თუ ის ცნება წარსულ ეპოქებში, რას გულისხმობს დღეს.; როგორ შეესაბამება ტექნოლოგიური სიახლეები ამ ცვალებადობას. შედარებების საფუძველზე გამოიკვეთება უახლესი ტენდენციები.

კულტურა მედიაში

კურსის მიზანია დოქტორანტებს შეასწავლოს კულტურის და მედიის ურთიერთობის საკითხები. კულტურა და ხელოვნების ნაწარმოებების მედიაში ასახვის ფორმები და სახეები. კულტუროლოგიური პროდუქციია ტელე და რადიო მაუწყებლობებში. ასევე შეასწავლოს მედიის როლი კულტურის განვითარების საკითხებში. მედიაკულტურის საკითხები. ტელერეკლამა და რეკლამის მხატვრულ-ერსთეთიური ბუნება.

მხატვრული ჟურნალისტიკა

კურსის მიზანია დოქტორანტებს შეასწავლოს ჟურნალისტიკის მხატვრული ჟანრები. მხატვრული პუბლიცისტიკის განხრები – მხატვრული ნარკვევი: პორტრეტული ნარკვევი, დინამიკური ნარკვევი, ჩანახატი, ესსე. სატირული ჟანრები: ტელესატირა, ფელეტონი. სატელევიზიო ჟურნალი, ტელეთამაში. შოუ.

ტელე-რადიო ჟურნალისტიკის საფუძვლები

კურსის მიზანია დოქტორანტებს გააცნოს: ტელე-რადიო ჟურნალისტიკის რაობა; ტელე-რადიო ჟურნალისტიკა, როგორც საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო და, როგორც შემოქმედებითი პროცესი; ტელე-რადიო ჟურნალისტის მოღვაწეობის არეალი; ტელე-რადიო კომპანიების მუშაობის თავისებურებები; ტელევიიზის და რადიოს, როგორც მასობრივი ინფორმაციის სასშუალების განსხვავება მასმედიის სხვა საშუალებებისგან. დოქტორანტები შეისწავლიან ტელევიზიის და რადიოს მუშაობის სპეციფიკას;. ტელე-რადიო ჟურნალისტის პროფესიონალიზმის დონეებს და კრიტერიუმებს; ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფორმებს და ჟანრული სტრუქტურას. ტელე-რადიო ჟურნალისტიურ პროფესიებს; ტელე-რადიო კომპანიების სტრუქტურას და აუდიოვიზუალური პროდუქციის გავრცელების ფორმებს.

მედიის კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგია

კურსის მიზანია დოქტორანტებს შეასწავლოს: მასმედიის სოციალური მნიშვნელობა. მასკომუნიკაციის ფსიქოლოგია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფუნქციები. მედიის კვლევის და ანალიზის თანამედროვე ფორმები. მასმედიის საშალებების საზოგადოებაზე ზეგავლენის ფორმები და საშუალებები. მასმედიის შინაარსის და სტრუქტურის კვლევის პირობები და ტექნოლოგია.

ანტიკრიზისული მართვა

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ:

– ეკონომიკური თეორიის ფუნდამენტური საკითხები საზოგადოების განვითარების ტენდენციების შესახებ;

– კრიზისის არსი, ნიშნები, პროგნოზირების მექანიზმები, მათი დაძლევის ფორმები და საშუალებები როგორც ეკონომიკის კომერციული და არაკომერციული სფეროების ისე ორგანიზაციების დონეზე;

– საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციის პრობლემები, გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური კრიზისების წარმოშობის მიზეზები და მათი რეგულირების მექანიზმები. გამოიმუშაონ ამ მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები და სხვა.

ქართული თეატრის ეთნოგენური თავისებურებანი და ჟანრული სტრუქტურა

კურსი მიზნია შესწავლილი იქნეს ქართული თეატრის ეთნოგენური თავისებურება, მისი ეტაპები, სამსახიობო და სარეჟისორო თეატრის კონცეპტუალური ხასიათი, `თამაშის” ფენომენის ეროვნული სათავეებისა და მისი განვითარების საფუძვლების ძიება.

ისტორიისა და ქართული თეატრის თანამედროვეობის მრავალსახოვანი ინტერპრეტაციების შესწავლა.

ახალი ქართული პროფესიული სკოლა

კურსის მიზანია:

– ქართული საკომპოზიტორო სკოლის კლასიკური პერიოდის ვოკალური ხელოვნების მხატვრულ-სტილური პროცესების და ცალკეული ნიმუშების მუსიკალური სტილისტიკის საფუძვლიანად შესწავლა ზოგადისტორიული პრობლემატიკის ჭრილში, ეპოქალური და ეროვნული კულტურის კონტექსტში, (კომპლექსური შესწავლის გზით – ვერბალური, აუდიო, ვიდეო, სანოტო მასალები).

– ვოკალისტისთვის საჭირო ჩვევების ჩამოყალიბება, მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა როგორც პედაგოგიურ და სამეცნიერო, ისე საშემსრულებლო მოღვაწეობაში.

– კურსი მიზნად ისახავს ინტერდისციპლინარული აზროვნების და ამ სახის სამეცნიერო კვლევის მეთოდების გამომუშავებას, რაც მომავალი მკვლევარის უმთავრეს პროფესიულ ნიშანს უნდა წარმოადგენდეს.

საოპერო ხელოვნება

კურსის მიზანია:

– ევროპული საოპერო ხელოვნების (შუა საუკუნეებიდან კლასიციზმის ჩათვლით) მხატვრულ-სტილური პროცესების და ცალკეული ნიმუშების მუსიკალური სტილისტიკის საფუძვლიანად შესწავლა ზოგადისტორიული პრობლემატიკის ჭრილში, ეპოქალური და ეროვნული კულტურის კონტექსტში, (კომპლექსური შესწავლის გზით – ვერბალური, აუდიო, ვიდეო, სანოტო მასალები).

– ვოკალისტისთვის საჭირო ჩვევების ჩამოყალიბება, მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა როგორც პედაგოგიურ და სამეცნიერო, ისე საშემსრულებლო მოღვაწეობაში.

– კურსი მიზნად ისახავს ინტერდისციპლინარული აზროვნების და ამ სახის სამეცნიერო კვლევის მეთოდების გამომუშავებას, რაც მომავალი მკვლევარის უმთავრეს პროფესიულ ნიშანს უნდა წარმოადგენდეს.

ფსიქოანლიზი და განწყობის თეორია

კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს ზ. ფროიდისა და კ.გ. იუნგის თეორია და მისი მნიშვნელობა ხელოვნებაში. უნდა შეძლოს ამ ორი ფსიქოლოგის ერთმანეთისაგან გამიჯვნა და განსხვავების აღნიშვნა. ამ მეცნიერთა მიერ შემუშავებული ტერმინოლოგიის შინაარსობრივი მნიშვნელობის გაგება და მათი გამოყენება.

კულტურის მენეჯმენტი(კულტურის სფეროს მართვა)

კურსის მიზანია სტუდენტმა კარგად შეისწავლოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს (მისი ორგანიზაციების) განვითარების თავისებურებები, რესურსული უზრუნველყოფის მდგომარეობა, დაფინანსების წყაროები და ამ მხრივ არსებული სერიოზული პრობლემები, შეძლოს არსებულ და პოტენციურ დონორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, ფანდრეიზინგული კამპანიის მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარება, პერსონალის მართვა, მმართველობითი სტილის შეფასება და სრულყოფა, ლიდერის უნარ–ჩვევების დაუფლება, კულტურის სფეროს მართვის ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება.

XX საუკუნის ფსიქოლოგიური სკოლები

კურსი ”XX საუკუნის ფსიქოლოგიური სკოლები” ითვალისწინებს იმ ფსიქოლოგიური თეორიების სწავლებას, რომლებმაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს როგორც ფსიქოლოგიური აზროვნების განვითარებაზე, ასევე დიდი ზემოქმედება მოახდინეს თანამედროვე კულტურასა და მსოფლგაგებაზე.

კურსის მიზანია სადოქტორო სწავლების სტუდენტებს გააცნოს თანამედროვე ძირითადი ფსიქოლოგიური თეორიები, შეასწავლოს ამ თეორიათა ძირითადი პოსტულატები და კონცეპტები. სტუდენტები შეისწავლიან აღნიშნულ თეორიებს კულტურასა და ხელოვნებასთან მიმართებაში, შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ქორეოგრაფიული ხელოვნების კრიტიკა

კურსის მიზანია:

• გააცნოს დოქტორანტს ქორეოლოგიური მეცნიერების კრიტიკის მიმართულება და გამოუმუშაოს მას პრაქტიკული უნარ-ჩვევები ამ მიმართულებით.

• გააცნოს სტუდენტს მრავალრიცხოვანი პროფესიული (ქართული და უცხოური) ლიტერატურა და მოახდინოს არსებული ქორეოგრაფიული ლირერატურის კატალოგიზაცია სხვადასხვა კლასიფიკაციური სისტემის მიხედვით;

• მოახდინოს ფუნდამენტური ნაშრომების ანალიზი, სხვადსხვა ავტორთა წერის სტილისტურ, შინაარსობრივ და სტრუქტურულ თავისებურებებზე დაკვირვების გზით;

• შეასწავლოს ისტორიული და თეორიული კვლევის მეცნიერული მეთოდების გამოყენება (არქეოლოგიური, ლიტერატურული, მუსიკალური წყაროების მოძიებისა და მათი ანალიზის გზით);

• შეასწავლოს კრიტიკული აზროვნება და კრიტიკული შეფასების ფორმები და მეთოდები თანამედროვე ქორეოგრაფიაში არსებულ მოვლენათა მაგალითებზე;

• შეასწავლოს შემოქმედებითი პორტრეტის (ქორეოგრაფის, მოცეკვავის) შექმნის მეთოდები და ფორმები: ინტერვიუ, პორტრეტი, მონოგრაფია.

• შეასწავლოს ქორეოგრაფიული ნიმუშის, ანსამბლის რეპერტუარის, საკონცერტო პროგრამის კრიტიკული ანალიზი ცეკვის ყველა შემადგენელი კომპონენტის გათვალისწინებით;

• გამოუმუშაოს კრიტიკული წერილისა და რეცენზიის შექმნის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

• მოამზადოს რამდენიმე სამეცნიერო-შემოქმედებითი პროექტი ქართული საცეკვაო ფოლკლორის თემატიკით და მოახდინოს მათი პრეზენტაცია.

ქორეოლოგიის საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზანია:

• გააცნოს დოქტორანტს ქორეოლოგიური მეცნიერების ძირითადი დებულებები, კვლევითი სფეროები, საკვლევი მასალა და მისი თავისებურება

• გააცნოს სტუდენტს მრავალრიცხოვანი პროფესიული (ქართული და უცხოური) ლიტერატურა და მოახდინოს არსებული ქორეოგრაფიული ლიტერატურის კატალოგიზაცია სხვადასხვა კლასიფიკაციური სისტემის მიხედვით;

• მოახდინოს ფუნდამენტური ნაშრომების ანალიზი, სხვადსხვა ავტორთა წერის სტილისტურ, შინაარსობრივ და სტრუქტურულ თავისებურებებზე დაკვირვების გზით;

• შეასწავლოს ისტორიული და თეორიული კვლევის მეცნიერული მეთოდების გამოყენება (არქეოლოგიური, ლიტერატურული, მუსიკალური წყაროების მოძიებისა და მათი ანალიზის გზით);

• შეასწავლოს კრიტიკული აზროვნება და კრიტიკული შეფასების ფორმები და მეთოდები თანამედროვე ქორეოგრაფიაში არსებულ მოვლენათა მაგალითებზე;

დრამატურგიული ანალიზი

დრამატურგიული ანალიზის პროცესი მოიცავს მსოფლიო დრამატურგიის შედევრების შესწავლის განსაკუთრებულ ფორმას. პროექტი ეყრდნობა ანტიკურ მითოლოგიაზე აგებულ ვარიაციებზე შექმნილ პიესებს, რომელიც მსოფლიო თეატრის ისტორიის სხვადასხვა ეპოქებში განსხვავებული სიუჟეტებითაა მოცემული. შედეგად სტუდენტი ერთობლიობაში სწავლობს დიალოგებში მოცემულ მოქმედ პირთა ურთიერთობებს, მოტივაციებს და ამა თუ იმ დრამატურგის თეორიულ საფუძვლებს. პროექტში მოცემული ყველა დრამატურგი იყენებს ანტიკურ მითს და აყალიბებს თავისებურ ვერსიას. სტუდენტი ამავდროულად შეისწავლის ამ დრამატურგების ე. წ. ,,გადახვევებსაც’’ ანუ იმ პიესებსაც, რომლის საფუძვლიც მითი არ არის. XX საუკუნეში _ ანტიკური თემები `შეიჭრა~ ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, ლიტერატურაში და დრამატურგიაში. XX ს. `მითების მჭედლები~ ახლებურად გაიაზრებენ ძველბერძნულ დრამატურგიას, ლიტერატურას. სწავლის პროცესის მთავარი პრინციპია ანტიკური და სხვადასხვა ეპოქის დრამატურგთა ნაწარმოებების შედარებითი ანალიზი, რაც სტუდენტს მხატვრული ტექსტის წვდომას, ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს განუვითარებს. სწავლის პროცესი აგრეთვე მოიცავს, სტუდენტის მიერ ანტიკური მითის დამუშავებას, როცა ის თავად იწყებს თავისი ვერსიის ჩამოყალიბებას დიალოგებში. დრამატურგიული ანალიზის შემდგომი პროცესია XX ს. უმნიშვნელოვანეს დრამატურგთა შემოქმედებაც, რომელნიც საერთოდ არ იყენებენ ანტიკურ მითს და ქმნიან უნიკალურ, უკვე საკუთარ ,,მითიურ’’ სამყაროს: მაგ. ლ. პირანდელო, ა. ჩეხოვი.

საგანმანათლებლო კანონმდებლობა

კურსი ითვალისწინებს სტუდენტს საფუძვლიანად გააცნოს ის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში, რამაც განაპირობა ქვეყნის მიერთება ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სივრცესთან. უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემის შემოღება, სრულად ახლებური საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა, შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა, ევროპული კრედიტების და ტრანსფერის სისტემა, მობილობის ხელშეწყობა-სტუდენტთა და პროფესსორ მასწავლებელთა თავისუფალი გადაადგილება ევროპის საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში, კვალიფიკაციების აღიარება – სასწავლო პროგრამებისა და აკადემიური ხარისხების სრული თავსებადობა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი ევროპული სტანდარტების და სისტემის ჩამოყალიბება, სტუდენტთა მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში, დოქტორანტი რომელიც შეისწავლის ყველა ზემოთჩამოთვლილ საკითხებს აღიჭურვება შესაბამისი ცოდნით როგორ უნდა მომზადდეს საგანმანათლებლო პროგრამები, სილაბუსები და ა. შ. მიღებული ცოდნა იქნება ერთ-ერთი საწყისი საფუძველი მისი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

კომუნიკაცია და პრეზენტაცია

კომუნიკაცია და პრეზენტაციის შესწავლის მიზანია, დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურის სტუდენტი დაეუფლოს აკადემიური აუდიტორიის წინაშე საჯარო გამოსვლის, აკადემიური და მეცნიერული ოპონირების, ანალიტიკური და სამეცნიერო დასკვნების ჩამოყალიბებისა და წარდგენის ოსტატობას, ასევე ორატორულ ხელოვნებას, ლოგიკურად და არგუმენტირებულად მსჯელობას, საჯარო გამოსვლის ხერხებსა და პრინციპებს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, ქართული სალიტერატურო ენის ნორმები ზედმიწევნით და მიზნობრივად გამოიყენოს სამეცნიერო, კვლევით, პედაგოგიურ თუ პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობაში.

კურსი ემსახურება ქართული სალიტერატურო ენის, მეტყველების კულტურის, ლოგიკისა და არგუმენტაციის, აგრეთვე ორატორული ხელოვნების სინთეზს, პრაგმატული ცოდნის განმტკიცებასა და გარღმავებას განათლების უმაღლეს საფეხურზე, როგორც სამეცნიერო-აკადემიური, ანალიტიკური, პედაგოგიური, ასევე კონკრეტული პროფესიული მიმართულების მოთხოვნათა შესაბამისად.

სასწავლო კურსი ფოკუსირებულია არა მარტო თეორიული მასალის შესწავლა-ანალიზზე, არამედ პროფესიულ პრაქტიკაზე, მის დადებით მხარეებსა და ხარვეზებზე, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტის პროფესიული დაოსტატება, შემოქმედებითი მისწრაფებების გაღრმავება, ანალიტიკური და კრიტიკული უნარების ჩამოყალიბება.

კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგია (თეორიული და ემპირიული კვლევა)

სტუდენტი-დოქტორანტი უნდა დაეუფლოს თეორიული და ემპირიული კვლევის თანამედროვე მეთოდებს და მათი პრაქტიკული გამოყენების ხერხებს სადოქტორო ნაშრომის შესრულების პროცესში; კვლევის დაგეგმვის, ორგანიზების, მიღებული შედეგების ზეპირი და წერილობითი გადმოცემის ფორმებსა და წესებს; აკადემიურ სფეროში დამკვიდრებულ ქცევის, მეტყველების, წერის, საჯარო გამოსვლის ფორმასა და სტილს; კანონებს, რომლებიც სამეცნიერო გამოცემებში (პუბლიკაციებისათვის) არის დადგენილი.

სასწავლო კურსში აქცენტირებულია კულტურის ფენომენის ისტორიული კვლევის სფეროში დაგროვილი მეთოდოლოგიური გამოცდილება. სტუდენტმა უნდა გაიაზროს მეთოდოლიგიური პლურალიზმის მნიშვნელობა კულტურის მეცნიერებათა განვითარებისათვის.

შემოქმედებითი პედაგოგიკის თეორიული საფუძვლები

შემოქმედებითი პედაგოგიკის თეორიული საფუძვლების შესწავლის მიზანია დოქტორანტები ღრმად და საფუძვლიანად გაერკვნენ იმ პედაგოგიკურ, ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ თეორიებში, რაც საფუძვლად უდევს დღევანდელ პედაგოგიკურ მიმდინარეობებსა და განათლების სისტემებს.

ამ კურსის გავლისას დოქტორანტები შეისწავლიან იმ ახალ შემოქმედებით მიდგომებს მოსწავლეთა სწავლებისა და აღზრდის პროცესისადმი, რაც დამახასიათებელია თანამედროვე მეცნიერებისა და პედაგოგიური პრაქტიკისადმი მოწინავე მსოფლიოში.

შემოქმედებითი პედაგოგიკისათვის ერთობ მნიშვნელოვანია კოგნიტური განვითარების თეორია. დოქტორანტები საფუძვლიანად გაეცნობიან პიაჟეს კონცეფციას კოგნიტური განვითარების შესახებ და შეისწავლიან მის პედაგოგიურ ასპექტებს.

შუა საუკნეების ხელოვნება დასავლეთ ევროპაში და მისი შესწავლის მეთოდოლოგიური გამოცდილება

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი, ღრმა და სისტემური ცოდნა შუა საუკუნეების ევროპის ხელოვნების ისტორიაში; სტუდენტმა კარგად უნდა გაიაზროს ევროპაში შუა საუკუნეების კულტურის ჩამოყალიბების თავისებურებები და ის მეთოდები, რომლის გამოყენებითაც მოხდა ხელოვნების ისტრორიის აღნიშნული ეტაპის შესწავლა. სუტდენტმა უნდა ღრმად გაიაზროს ქრისტიანული რომის მნიშვნელობა შუა საუკუნეების ევროპული ხელოვნების ფორმირების პროცესში.

უნდა შესიწავლოს რომანული და გოთური პერიოდის ხელოვნება ევროპის ქვეყნებში (საფრანგეთი, გერმანია ინგლისი, ესპანეთი, იტალია). ჩვენი ამოცანაა სტუდენტი შედარებით ანალიზის გზით ჩაუღრმავდეს სხვადასხვა ხალხთა ხელოვნებათა შორის კავშირ-ურთიერთობებისა და განსხვავებულობის რაგვარობას. გაიაზროს ხელოვნება ეპოქალურ მთლიანობაში და ასევე, ცალკეული ქვეყნის თასვისებურებებში; დასაბუთებულად შეძლოს სხვადასხვა ხალხების ხელოვნებასთან საერთოსა და განსხვავებულის წარმოჩენა და შეძლოს შუა საუკუნეების ევროპის ხელოვნების საერთო ისტორიულ-კულტურულ პროცესში გააზრება;

ქორეოგრაფიის სინთეზურობა (ინტერდარგობრივი კვლევა)

წარმოდგენილი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ქორეოგრაფიული ხელოვნების შესწავლას საცეკვაო ნიმუშის სინთეზური ბუნების გათვალისწინებით. ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამომსახველობითი ხერხების ერთობლიობა, რომელიც ქორეოგრაფიული ნიმუშის სინკრეტულობას განაპირობებს, კვლევის პროცესში მოითხოვს ინტერდარგობრივი კავშირების დადგენას, მათ შესწავლასა და ანალიზს. აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანს ამგვარი, ხელოვნების დარგთაშორის ურთიერთკავშირების კვლევის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ამასთანავე, დოქტორანტი უღრმავდება მის მიერ შერჩეული საკვალიფიკაციო ნაშრომის თემატიკის ინტერდარგობრივ ფორმებს და ამ საკითხის დეტალურ განხილვას ახდენს.

ქართული ენისა და ლიტერატურის ანალიზი

კურსის მიზანია ქართული მწერლობის ისტორიის ხელახალი გაცნობიერება და გაღრმავება. ამასთანავე ენის სალიტერატურო ნორმების დადგენისათვის აუცილებელია ლიტერატურული ძეგლის გაშინაარსება სახისმეტყველებით ასპექტში. ამიტომ ქართული მწერლობა უნდა განიხილოს სიმბოლოთა სისტემებთან მიმართებაში, ხოლო სალიტერატურო ენის ნორმები კი – ენის ისტორიის ჭრილში.

სიმბოლოს მხატვრული დიაპაზონი

სიმბოლოს მხატვრული დიაპაზონი მთელი სრულყოფილებით წარმოჩინდება წარმოსახვით-ასოციაციურ სივრცეში. ამიტომ აუცილებელია, სწორედ სიმბოლოლოგიის ასპექტით გავაშინაარსოთ და განვიხილოთ ლიტერატურული ძეგლები (რაღა თქმა უნდა, ქართული მწერლობა მსოფლიოლიტერატურის ჭრილში); ხელოვნების ნიმუშები, სცენური სახეები და ნოვაციები თეატრსა თუ კინოში. სიმბოლო არის უნივერსალური კულტუროლოგიური ფენომენი ამიტომ სწორედ ინტერტექსტუალური ანალიზი უვითარებს შემოქმედებითი ხედვის მქონე სტუდენტებს ზოგად ინტელექტუალურ უნარ-ჩვევებსა თუ ასოციაციურ აზროვნებას.

ხელოვნების ფსიქოლოგია

ხელოვნების ფსიქოლოგიის შემოთავაზებული კურსი რამდენიმე მიზანს ისახავს:

პირველი მიზანი შემოქმედების “მიზეზების” თეორიულ გაშუქებას ითვალისწინებს: “რატომ, რომელი ფსიქოლოგიური მიზეზების გამო ქმნის ხელოვანი?””როგორ იქმნება ხელოვნების ნაწარმოები?” “რა წარმოადგენს შემოქმედების “ბიძგსა” და “ძრავას”?

კურსის მეორე მიზანია შემოქმედების პროდუქტის, მხატვრული ნაწარმოების (როგორიცაა მაგალითად, ლექსი, ნახატი, სპექტაკლი, ფილმი და სხვა) ფსიქოლოგიური ანალიზის სწავლება; დოქტორანტები შეისწავლიან მხატვრული ნაწარმოების გსიქოლოგიური ანალიზის საფუძვლებს, გაეცნობიან სხვაობას შემოქმედების (ხელოვნების) ფსიქოლოგიასა და ხელოვნების თეორიას (ხელოვნებათმცოდნეობას, კრიტიკას) შორის.

კურსის მესამე მიზანი შემოქმედის, ხელოვანის ფსიქოლოგიური შესწავლის საფუძვლების გაცნობა-დაუფლებაა. ისეთი საკითხების გაშუქება, როგორიცაა “ვინ არის შემოქმედი?” “რატომ ირჩევს ადამიანი შემოქმედების გზას?” “რით განსხვავდება შემოქმედი სხვა ადამიანებისაგან?”

კურსის მეოთხე მიზანი ე.წ. არტ_თერაპიულ (ხელოვნებით მკურნალობის) მეთოდთა გაცნობასა და შესწავლას უკავშირდება. მოხდება შემოქმედებისა და ხელოვნების “სამკურნალო თვისებების” ილუსტრირება. Mაგისტრანტები გაეცნობიან ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ხატვით-თერაპია, მუსიკო-თერაპია, დრამა_თერაპია და სხვა.

კურსის მეხუთე მიზანი გარკვეული პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებას უკავშირდება. დოქტორანტები არა მხოლოდ თეორიულ ინფორმაციას მიიღებენ, არამედ ასევე, მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, ფსიქოლოგიურ ცდებში, ჩაერთვიან დისკუსიაში, მონაწილეობას მიიღებენ სემინარებში.

XIX-XX საუკუნეების მსოფლიო ხელოვნების განვითარების ტენდენციები

კურსის მიზანია დოქტორანტს სიღრმისეულად გააცნოს XIX-XX სს. მსოფლიო ხელოვნების ისტორიის შესახებ, იმ ძირითადი კულტუროლოგიური კონცეფციების ფონზე, რომელნიც ჩამოყალიბდნენ XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან XX საუკუნის ბოლომდე და რომელთაც განსაზღვრეს ახალი და უახლესი მსოფლიო ხელოვნების განვითარების ტენდენციები. წარმოდგენილ სასწავლო კურსში კომპლექსურად განიხილება XIX-XX სს. მსოფლიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარების თავისებურებანი, ყურადღება გამახვილებული იქნება ცალკეული თვალსაჩინო ხელოვანის შემოქმედებაზე, იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელთაც მოიცვეს ხელოვნების დარგები მსოფლიოს სხვადასხვა მერიდიანზე. კომპარატივისტული მეთოდის გამოყენებით ურთიერთშეჯერებული იქნება ერთი და იგივე სტილური მიმართულების სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშები და არტეფაქტები.

დრამისა და თეატრის თეორია

კურსის მიზანია სტუდენტი გავარკვიოთ დრამისა და თეატრის თეორიის საკითხებში. მივცეთ მაღალი დონის ცოდნა თეატრმცოდნეობაში და რეჟისურაში, რომელიც შეძლებს მიაღწიოს თეორეტიკოსის დონეს და გა მდგომარეობს გონისა და გრძნობის ურთიერთბრძოლასა და ურთიერთ დაპირისპირებაში. ასე იბადებოდა მიმართულებები და ტენდენციები, რომლებიც ასახავდნენ ხელოვნების განვითარების პროცესებს.

ანალიზის არა მხოლოდ კონკრეტული ისტორიული ფაქტები, არამედ მიმდინარე მსოფლიო თეატრალური პროცესები და გამოიყენოს საკუთარი თეორიული ცოდნა თანამედრო თეატრალური ხელოვნების სწორად აღქმისა და შეფასებისათვის.

XX საუკუნის ქართული თეატრი

კურსის მიზანია XX საუკუნეში, ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების შესწავლა-გაანალიზება. ნათლად, მკაფიოდ გარკვევა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, რომელიც უკავშირდება სათეატრო ხელოვნების ისეთ არსებით ასპექტებს, როგორიცაა სამსახიობო და სარეჟისორო ოსტატობა. ამ მიმართულებით, გასული საუკუნე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ესაა შემოქმედებითი ლაბორატორია. ამ პერიოდში ქართულმა თეატრმა, ერთის მხრივ შეინარჩუნა, განავითარა საკუთარი თვითმყოფადობა, ინდივიდუალობა, განუმეორებლობა; მეორეს მხრივ კი დასავლეთ ევროპასა თუ ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, თამამად აუწყო ფეხი. XX საუკუნის დასაწყისიდან, კერძოდ კი 10-იანი წლებიდან შემოდის ჩვენში პროფესიული რეჟისურა, რაც უკვე ეროვნული სათეატრო ხელოვნების ახალ საფეხურზე ასვლის ტოლფასი გახლდათ. რომ აღარაფერი ვთქვათ, ისეთი რეჟისორების მოღვაწეობაზე, როგორებიც იყვნენ კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი. ამდენად, სრულიად განსაკუთრებულია გასული საუკუნის 20-30-იანი წლები. ძიებების თვალსაზრისით ძალზე საინტერესოა 50-60-იანი წლები. ხოლო, ყოველივე ზემოაღნიშნულს აგვირგვინებს მეტად ნაყოფიერი 70-80-ანი წლები.

მე-20 საუკუნის ფილოსოფია

მოცემული კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მე-20ს-ის ფილოსოფიის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, მის დღევანდელ ტენდენციებს და მიიღებენ ცოდნას, რომლის მიზანია გაგება იმისა, რა სპეციფიკით ხასიათდება მე-20 ს-ის ფილოსოფია, რაში გამოიხატება მისი ბუნება, რა ურთიერთობებს ვაწყდებით სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობების ურთიერთქმედების დროს და რა სპეციფიკური ნიშნებით ხასიათდებიან ეს ურთიერთქმედება. კურსის მიზანია, სტუდენტებს ჩამოუყალიბდეს სისტემური აზროვნების უნარი, რაც ესოდენ აუცილებელია მთლიანად მე-20 ს-ის ფილოსოფიის გასააზრებლად, იმის გასარკვევად, თუ რა ხდება დღეს ფილოსოფიაში, ამერიკაში, დასავლეთ ევროპასა და საქართველოში. სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მე-20 ს-ის ფილოსოფიაში არსებული ტენდენციების გააზრება აუცილებელია მთლიანად ფილოსოფიის სრულყოფილად გააზრების საქმეში და შეუძლებელია მისი რაობის გაცნობიერება სისტემური ანალიზის გარეშე. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტების კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი არგუმენტების ნათლად ჩამოყალიბების ჩვევა გამოუმუშაოს, რის გარეშეც წარმოუდგენელია გავაანალიზოთ თანამედროვე ფილოსოფის ძირითადი მახასიათებლები

უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა

პროგრამის მიზანია დოქტორანტებს მისცეს ღრმა, მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებული ცოდნა პედაგოგიკაში, გააცნოს როგორც ქართული, ასევე უცხო ენოვანი სპეციალური ლიტერატურა; დოქტორანტს შეეძლება ინფორმაციის ფართო სპექტრის მოძიება, მოპოვება და გაანალიზება. ვინაიდან, გარდა `პედაგოგიკის~ თეორიული კურსისა, დოქტორანტები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის სფეროში: პერიოდულად მოამზადებენ და წაიკითხავენ ლექციებს ამავე და მომიჯნავე (კინორეჟისორები, კულტურის მენეჯერები, ხელოვნებათმცოდნეები და ა.შ.) დარგის მაგისტრანტებთან; რეგულარულად დაესწრებიან ხელმძღვანელის ლექციებს მაგისტრანტებთან, როგორც ასისტენტები.

მედიაკრიტიკა

კურსის ძირითადი მიზანია, დოქტორანტებს შეასწავლოს მედიაკრიტიკის რაობა. გაათვითცნობიეროს ისინი მედიის კვლევის, მედიაექსპერტიის და მედიის თეორიის და ისტორიის კვლევის თავისებურებებში. შეასწავლოს ჟურნალისტური ნაწარმოებების კრიტიკა და შეფასება.

კულტურა და ხელოვნება

კურსის მიზანია გააცნოს დოქტორანტს მსოფლიო ხელოვნების ძირითადი პრობლემატიკა, საკაცობრიო კულტურის განვითარების კონტექსტში, რათა მან შეძლოს განსაზღვროს ხელოვნების ისტორიის ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა ეთნოგენეზის და სულიერი მონაპოვრების ძირითად სპექტრში. კურსის ამოცანაა, მისცეს დოქტორანტს ცოდნა მსოფლიო კულტურისა და მისი ძირითადი ბერკეტის-ხელოვნების განვითარების შესახებ, იმ მოცულობით, რომელიც დაეხმარება ჟურნალისტიკის სპეციალობისსა დოქტორანტს თანამედროვე კულტურული პოლიტიკის უკეთ შეცნობისათვის. პროგრამა გათვლილია იმ პრობლემატიკის შესწავლაზე, რომელიც გზის გამკვალავ ნიშანსვეტებად იქცა მსოფლიო კულტურის ისტორიაში.კურსი ზოგად წარმოდგენას შეუქმნის დოქტორანტს ხელოვნების კვლევის უახლეს მეთოდიკაზე, რათა მან შესძლოს აწარმოვოს კვლევა კულტუროლოგიის აქტუალური საკითხების გათვალისწინებით და თანამედროვე ინტერდისციპლინარული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით.

სამაუწყებლო მედია პროპაგანდის ანალიზი

პროპაგანდა საუკუნეების მანძილზე და დღემდე წარმატებულად გამოიყენება და გავლენას ახდენს როგორც ქვეყნების შიდა პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

საბჭოურ ეპოქაში პროპაგანდა ჟურნალისტიკის გენერალურ ფუნქციად მოიაზრებოდა. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სამაუწყებლო მედიის საშუალებით საზოგადოებაზე ზემოქმედების სურვილს აქტუალობა არ დაუკარგავს.

კურსის მიზანია, თეორიულ ბაზაზე დაყრდნობითა და არსებული ემპირიკული მაგალითების მოშველიებით მეტად ნათელი გავხადოთ პროპაგანდით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

სასწავლო კურსი, სწორედ სამაუწყებლო მედიის პროპაგანდის ფორმების ჭრილში, საქართველოს უახლესი ისტორიის, უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივ პოლიტიკური მოვლენების გაანალიზების საშუალებას იძლევა.

კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგია

დოქტორანტი დაეუფლება: თეორიული და ემპირიული კვლევის თანამედროვე მეთოდებს, რომელსაც გამოიყენებს კვლევების, მათ შორის სადოქტორო ნაშრომის შესრულების პროცესში; კვლევითი პროცესის დაგეგმვის, ორგანიზების, მიღებული შედეგების ზეპირი და წერილობითი გადმოცემის ფორმებსა და წესებს.

სოციალური კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გარდა ყურადღება გამახვილდება კულტურისა და ხელოვნების სფეროში მართვის მეთოდების თავისებურებებზე, მათი სპეციფიკის გამოვლენასა და დოქტორანტების მიერ კვლევის პროცესში გამოყენებაზე.

კულტურის სფერო სახელმწიფო მართვის სისტემაში

კურსის უმნიშვნელოვანესი მიზანია დოქტორანტმა საფუძვლიანად გააცნობიეროს კულტურის სფეროს ადგილი და როლი სახელმწიფო მართვის სისტემაში.ამ მიზნით დეტალურად იქნება შესწავლილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მისი ცენტრალური აპარატის, ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელ კანონებში (,,საქართველოს კონსტიტუცია“, ,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“,,,კულტურის შესახებ“, ,,მუზეუმების შესახებ“, ,,კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ ,,სახელმწიფო თეატრების შესახებ“, ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონები, სამინისტროს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები) გათვალისწინებული ფუნქციები და უფლება–მოვალეობანი.

მარკეტინგი და კულტურის სფეროს სტრატეგიები

სასწავლო კურსი წარმოადგენს მარკეტინგში მოწინავე ცოდნისა და გამოცდილების ერთობლიობას და გულისხმობს მსმენელისათვის არა მხოლოდ მარკეტინგის საფუძვლების გაცნობას, არამედ მარკეტინგული აზროვნების განვითარების მიზნით სტრატეგიული აზროვნების განვითარებას კულტურის პროდუქტების წარმოების თავისებურებების გაცნობას. კურსის მიზანია მსმენელმა პრაქტიკული მაგალითებზე დაყრდნობით საფუძვლიანად შეისწავლოს და გაითავისოს მარკეტინგის პრინციპები, ისევე როგორც სტრატეგიული მსჯელობების საშუალებით განავითაროს მარკეტინგული მიდგომა. მსმენელი აითვისებს მარკეტინგის საფუძვლებს, გაერკვევა მარკეტინგის სტრატეგიებში, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე მიეჩვევა მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საქმეში გამოყენებას.

კულტურის სფეროს მენეჯმენტი

კურსის მიზანია დოქტორანტებს სრულფასოვნად შეასწავლოს კულტურის სფეროს (მისი ორგანიზაციების) მენეჯმენტის თავისებურებები, დაფინანსების წყაროები, მართვის ორგანიზაციული სტრუქტურები, დაგეგმვის ორგანიზაცია (ეტაპები). სტუდენტების ყურადღება გაამახვილოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ფანდრეიზინგული კამპანიის მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზება და მისი ეფექტიანობის შეფასება, კულტურის სფეროში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა და ამ სფეროში არსებული პრობლემები, კულტურის სფეროს მართვის ეფექტიანობის ანალიზი, ეფექტიანობის სახეობები.

სპეციალურ სემინარებზე სათანადო ყურადღება დაეთმობა კულტურის სფეროში მართვის ფუნქციების, მართვისადმი მიდგომებისა და მართვის მეთოდების რეალიზაციის თავისებურებების (აღნიშნული სფეროს არაკომერციული და კომერციული სექტორების მიხედვით) შესწავლას, კულტურის სფეროს მართვის მხრივ თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოცდილების (განსაკუთრებით კულტურული პროგრამებისა და პროექტების მართვის ნაწილში) დაუფლებას.

კულტურის სფეროს მენეჯმენტის კურსის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის – საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის მიზანია დოქტორანტებმა შეიძინონ ფუნდამენტური ცოდნა აღნიშნულ სფეროში მართვის თავისებურებების შესახებ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ბიზნესისა და მართვის ბუნება განიხილონ კულტურის სფეროს განვითარების თავისებურებთან შესაბამისობაში. საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის კურსი გულისხმობს ისეთი მნიშვნელოვანი თავისებურებების შესწავლას როგორიცაა: ავტორებთან ურთიერთობა, შემსრულებლები და საშემსრულებლო საქმიანობის პროდუქტები, პროდუქტების ბუნება – რთული და მარტივი ბუნება, კულტურის პროდუქტების განზომელებები და კულტურის პროდუქტების სასიცოცხლო ციკლი. დოქტორანტები სასწავლო კურსის მსვლელობისას გაეცნობიან საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის განსაკუთრებულ თავისებურებებს (ორგანიზაციულ სტრუქტურასა და ფინანსებთან, მართველობით საბჭოებთან და ადამიანურ რესურსებთან მიმართებით).

კულტურული მემკვიდრეობის მართვის კურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის რისკებისა და კულტურული რესურსების მენეჯმენტის შესწავლა, თანამედროვე პირობებისათვის შესაფერისი თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენა და მართვის ისეთი მოდელის დამუშავება, რომელთა ცოდნაც ხელს შეუწყობს ეთნოკულტურული რესურსების შესწავლას და თანამდეროვე პირობებში გამოყენებას, პრაქტიკული საქმიანობისას ახალი კატეგორიებით აზროვნებასა და მართვის ჩვევების გამომუშავებას. განხილული იქნება შემდეგი თემები: მატერიალურ და არამატერიალურ კულტურათა რესურსები და მართვის სისტემები, კულტურული რესუსრსების გავრცელების ფორმები, სამუზეუმო რესურსები, საქართველოს ღია და დახურული ისტორიული ადგილების დაცვა და მართვის მოდელები, კულტურული რესურსების პოლიტიკა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციები.

საზოგადოებასთან ურთიერთობა – კომუნიკაციის სტრატგიები

კურსი საზოგადოებასთან ურთიერთობაში პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. სტუდენტები საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს , მოკლე ისტორიას, მისი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს შეისწავლიან და პრაქტიკული ნიმუშების მაგალითზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობას, მის როლსა და სტრუქტურულ ელემენტებს, ასევე, პიარ კამპანიის დაგეგმვისა და მართვის საფუძვლებს გაეცნობიან. კურსის მიზანია, მსმენელებს გააცნოს კომუნიკაციის მნიშვნელობა, მისი ძირითადი პრინციპები და სტრატეგიები. კურსი მოიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ელემენტებს, როგორებიცაა: საზოგადოებასთან ურთიერთობა, რეკლამა, გაყიდვების ხელშეწყობა, ურთიერთობათა მარკეტინგი, პირდაპირი მარკეტინგი, მონაცემთა მარკეტინგი, ინტერნეტ მარკეტინგი. იგი, აგრეთვე, განიხილავს გლობალიზაციისა და ბიზნეს ეთიკის საკითხებს.

ფინანსური მენეჯმენტი

სასწავლო კურსის მიზანია დოქტორანტებს სრულყოფილად და სიღრმისეულად შეასწავლოს კულტურის სფეროს ორგანიზაციების ფინანსების მართვის ანუ ფინანსური მენეჯმენტის თავისებურებები, მისი სტრატეგიისა და ტაქტიკის შეფასების მეთოდები, ფინანსური მართვის ორგანიზაციული სტრუქტურები. დოქტორანტების ყურადღება გაამახვილოს კულტურის სფეროს ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ანალიზისა და პერსპექტივების დამახასიათებელი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდიკისა და მეთოდოლოგიის შესწავლაზე, მათ ფინანსურ საქმიანობაზე მოქმედი ფაქტორების განსაზღვრასა და შეფასებაზე, რაც მენეჯერებს მისცემს შესაძლებლობას გააანალიზონ ფინანსური მდგომარეობის განმსაზღვრელი ფაქტორები, შეარჩიონ ქმედებათა ალტერნატიული ვარიანტები, თავი გაართვან სხვადასხვა ხასიათის პრობლემურ სიტუაციებს და შეძლონ კორპორაციის წარმატებული ფინანსური საქმიანობის უზრუნველმყოფი კურსის განსაზღვრა და გატარება.

სპეციალურ სემინარებზე სათანადო ყურადღება დაეთმობა კულტურის სფეროში ფინანსური საქმიანობის ეფექტიანი მართვის განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზის, შეფასებისა და დაგეგმვის მეთოდების განხილვასა და რეალიზაციას. ყურადღება გამახვილდება ფულის მიმდინარე და მომავალი ღირებულების შეფასების საკითხებზე, ფინანსური ანგარიშგების ფორმების შედგენასა და ანალიზზე, საკრედიტო და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კულტურის სფეროს ორგანიზაციების საქმიანობის საჭიროებაზე, მათი კაპიტალის ფორმირების წყაროებისა და სტრუქტურის შეფასებაზე, ინფლაციის პირობებში საქმიანობის, შესაძლო ფინანსური რისკებისა და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებაზე.

უახლესი სათეატრო ხელოვნების ძირითადი ფორმები (პოსტმოდერნიდან დღემდე)

მოცემული კურსი მიზნად ისახავს გააცნოს დოქტორანტებს: 1. ლიტერატურა დახელოვნება პოსტმოდერნულ და პოსტპოსტმოდერნულ ეპოქაში. 2. თუ რას წარმოადგენს, ზოგადად, `სახელოვნებო ენა~, 3. `სათეატრო ენა~;4. თანამედროვე სათეატრო კულტურის ძირითადი ფორმები და ტენდენციები;5. მნიშვნელოვანი ნაწარმოებები (დრამატურგია, დადგმები),6. წარმომადგენლები (რეჟისორები, დრამატურგები, სცენოგრაფები, მსახიობები და ა.შ.) და 7. მკვლევრები; 8. რა ადგილი უკავია ქართულ პოსტმოდერნულ და პოსტპოსტმოდერნულ თეატრს მსოფლიო სათეატრო სივრცეში (პარალელები XX-XXI საუკუნის ყველაზე გამორჩეული დადგმების მაგალითზე); კიდევ უფრო გააღვივოს მათი ინტერესი სათეატრო კულტურის შემდგომი პროფესიული კვლევისადმი, სათეატრო კრიტიკისადმი.

კურსის მიმდინარეობისას, პროფესიულ სამეცნიერო ლიტერატურასთან და ინტერნეტრესურსებთან ერთად, გამოყენებული იქნება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში არსებული ვიდეო ცენტრის საცავის ვიზუალური მასალა.