დანართი N1
სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადებისა და კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების შესახებ
განცხადება
- სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები;
- რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრის თარიღად განისაზღვროს 2024 წლის 25 ოქტომბერი;
- რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მის: საქართველო, თბილისი 0108. რუსთაველის გამზ. 19, 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში;
- სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება;
4.2. მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ფოტოსურათით;
4.3. სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.4. დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;სახელოვნებო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.5. ამავე უნივერსიტეტის ერთი ან/და რამდენიმე ფაკულტეტის რეკომენდაცია;
4.6. სამოქმედო გეგმა და უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია. - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
- აღნიშნული განცხადება უნივერსიტეტში საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას, ასევე, ინტერნეტ სივრცესა და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდეს 2024 წლის 6 სექტემბერს.