სიახლე

ქართული კინოსკოლა მიუნჰენის სტუდენტურ ფესტივალზე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დოქტორანტი კინორეჟისორი მირანდა ნამიჭეიშვილი (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ვაჟა ზუბაშვილი) მიუნხენის 43-ე საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის (Filmschoolfest Munich) ჟიურის წევრია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, მირანდა ამავე ფესტივალის პრიზიორი გახდა მოკლემეტრაჟინი მხატვრული ფილმისთვის “ტვირთი”. მას გადაეცა ვოლფგანგ ლანგსფელდის პრიზი (Wolfgang-Längsfeld-Preis) ყველაზე ორიგინალური ფილმისთვის.

აღნიშნული ფესტივალი გაიმართება 2024 წლის 15 – 23 ნოემბერს.

Back to list