განცხადება
ცხადდება მიღება მაგისტრატურაში 2024-2025 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
დრამის ფაკულტეტი
„სადადგმო ხელოვნება (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი)“
- თეატრის რეჟისურა – ჯგუფის ხელმძღ: ას. პროფ. ლ. წულაძე
- ქართული ცეკვის ქორეოგრაფი – ჯგუფის ხელმძღ: ას. პროფ. გელიაშვილი
„თეატრისა და კინოს დრამატურგის ხელოვნება (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი)“ – ჯგუფის ხელმძღ: ხელოვნებათმც. დოქტ. თ. ბართაია
კინო-ტელე ფაკულტეტი
„აუდიოვიზუალური რეჟისურა (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, ხმის, ტელე)“.
- ანიმაციური კინოს რეჟისურა – ჯგუფის ხელმძღ: ას. პროფ. ვ. სულაქველიძე
- ხმის რეჟისურა – ჯგუფის ხელმძღ: პროფ. მ. ურუშაძე
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
„თეატროლოგია“ – ქართული თეატრი – ჯგუფის ხელმძღ: პროფ. გ. ცქიტიშვილი
„არტჟურნალისტიკა“ – ჯგუფის ხელმძღ: ას. პროფ. ნ. დოლიძე
„ხელოვნების მენეჯმენტი“ – ჯგუფის ხელმძღ: პროფ. ნ. სანადირაძე
„კულტურული ტურიზმი“ – ჯგუფის ხელმძღ: პროფ. მ. ღვინჯილია
მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად 2024 წლის 2 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისას საჭიროა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა.
- განცხადება რექტორის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით.
- ავტობიოგრაფია (CV).
- ოთხი ფოტოსურათი /3X4/ დისკთან ერთად.
- უმაღლესი განათლების დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- უმაღლესი განათლების დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი .
- შემოქმედებითი მასალა, დრამის და კინო-ტელე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის.
- სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა. აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი გამოცდაზე მიღებული შედეგებით.
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი /B2 დონე/.
- 40 ლარიანი ქვითარი
რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტი უნივერსიტეტი. საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიში: 7 0888 7519
ერთზე მეტ პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში, თითოეულ პროგრამაზე დამატებით გადასახდელია 20 ლარი.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს – 21-24 სექტემბერს; ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერსიტეტის I კორპუსში (შ. რუსთაველის გამზირი 19) 23-24 სექტემბერს.
გამოცდა (ტესტირება) ინგლისურ ენაში ჩატარდება -17 სექტემბერს /მათთვის ვინც ვერ წარმოადგენს ინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს/
სასპეციალიზაციო გამოცდები სამაგისტრო პროგრამებზე ჩატარდება 18, 19, 20 სექტემბერს.
საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 21 სექტემბერს.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2024 წლის 26 სექტემბერს.
საკონტაქტო ინფორმაცია: უნივერსიტეტის I კორპუსი, შოთა რუსთაველის გამზირი N 19, III სართული, ოთახი 5.
ტ. +995 322 999411 (#162)
ეკატერინე მერმანიშვილი – 577727030 – emermanishvili@tafu.edu.ge
ნინო ხუციშვილი – 577288710 (რეგისტრაცია)
საგამოცდო საკითხები იხილეთ: