პირველი ქართული გამოცემა, ჰანს-თის ლემანი “პოსტდრამატული თეატრი” უკვე გაყიდვაშია.
“ჰანს-თის ლემანის გარდამტეხი მნიშვნელობის ნაშრომი შეისწავლის თეატრის ახალ ფორმებს, რომლებიც 1960- იანი წლების ბოლოდან განვითარდა და დღემდე თეატრის თეორიაში საკვანძო კვლევად რჩება.
პოსტდრამატული თეატრი აღნიშნავს დრამის შემდგომ თეატრს, მრავალფეროვნების მიუხედავად, ახალ ესთეტიკასა და სახელოვნებო ფორმებს ერთი საკვანძო თვისება აერთიანებს: ისინი აღარ ორიენტირდება დრამატულ ტექსტზე. ლემანი მიმოიხილავს დრამის თეორიას არისტოტელეზე, ჰეგელზე, სონდიზე, ბრეხტზე, ბარტზე, ლიოტარსა თუ შეხნერზე დაყრდნობით და აანალიზებს თეატრის ბოლოდროინდელი ექსპერიმენტატორების, რობერტ უილსონის, ტადეუშ კანტორის, ჰაინერ მიულერის, Wooster Group-ის, Needcompany-b۵ ۵۵ Societas Raffaello Sanzio-b, ნამუშევრებს.
ჰანს-თის ლემანი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის (მაინის ფრანკფურტი, გერმანია) თეატრის კვლევების პროფესორი იყო. მისი არაერთი ნაშრომიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია Theater und Mythos: Die Konstitution des Subjekts im Diskurs der antiken Tragödie (1991), Das Politische Schreiben. Essays zu Theatertexten (2002) და, პრიმავესისთან ერთად, Heiner Muller Handbuch (2004)”.
ISBN 978-9941-9938-1-7