სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობას

 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

„სახელოვნებათმცოდნეო კვლევები (ქართული ხელოვნება მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში)” – 1 ადგილი.

სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge).

სტუდენტთა რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 24 აგვისტოს 12:00 საათიდან 2026 წლის 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობის შედეგების ნახვა (ინფორმაცია გადმოსვლის უფლების მოპოვების შესახებ) შესაძლებელი იქნება 2026 წლის 11  სექტემბერს.  

გადმოსვლის უფლების მოპოვების შემდეგ, 2026 წლის 11-14 სექტემბერს, სტუდენტმა უნივერსიტეტის ვებგვერდზე (tafu.edu.ge) უნდა შეავსოს სასურველი საგანმანათლებლო  პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის მოწმობა;
  2. სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;
  3. ჩარიცხვის ბრძანება;
  4. სასწავლო ბარათი: სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები – შეფასებისა და კრედიტების მითითებით;
  5. ფოტო 3×4;  
  6. ატესტატის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  7. ვაჟებისთვის – მიწერის მოწმობა (ასლი).
  8. სადოქტორო  პროგრამის  ხელმძღვანელის  შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით ან მომავალი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელის თანხმობა დასაბუთებით;
  9. დოქტორანტის მიერ გამოქვეყნებული და/ან გამოუქვეყნებელი კვლევითი ხასიათის სტატია ან სხვა სამეცნიერო ნაშრომი (არსებობის შემთხვევაში);
  10. ჩაფიქრებული კვლევის პროექტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კვლევის თემის აქტუალობა, მიზანი, კვლევის ძირითადი ამოცანები და განხორციელების გეგმა.

ასევე, კანდიდატმა უნდა გაიაროს გასაუბრება შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან და/ან სადისერტაციო ნაშრომის სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელთან. (გასაუბრების საფუძველზე ფასდება კანდიდატის კვლევითი მომზადება, წარმოდგენილი საკვლევი ჩანაფიქრის შესაბამისობა სადოქტორო პროგრამის მიმართულებასთან და დოქტორანტურის პროგრამაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა).

2026 წლის 15 – 16 სექტემბერს  სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გასაუბრებაზე და აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად  (თანხმობა/უარი).

მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)

გისურვებთ წარმატებას!