ბელა ნოზაძე

დრამის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე

2007 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი , ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კინომცოდნის კვალიფიკაციით.

2000 წ. ჟურნალი „პრეს–არტი“ – რედაქტორი.

2002–2006 წ.წ გაზეთი „ანტრაქტი“ – ჟურნალისტი .

2003 წ. ჟურნალი „სახე“ – ჟურნალისტი .

2004 წ.  ტელეკომპანია „იმედი“ – პრაქტიკა.

2007 წ. რეგიონალური ტელეკომპანიის „ქვემო ქართლი“ საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკა“ წამყვანი და დილის პროგრამის „რუსთავის დილა“კორესპონდენტი.

2008 წ. რადიო “Europa + enerjy “ –ს მუსიკალური წამყვანი.

2010 – 2023 წწ.  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის უფროსი სპეციალისტი.

2023 წლიდან დღემდე – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული თეატრის ენციკლოპედიის სარედაქციო ჯგუფის კონსულტანტი.

2013 -2023 წწ. სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ ფესტივალი „ტერფსიქორე“ მთავარი კოორდინატორი.

2017 წ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. საინტეგრაციო ინკლუზიური ცეკვის სემინარი- ადმინისტრაციული კოორდინატორი.

2021წლიდან დღემდე – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმღები კომისიის კოორდინატორი.

2023 წლის ოქტომბრიდან იკავებს   დრამის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობას.