გამოცემები

იან კოტის – „შექსპირი, ჩვენი თანამედროვე“  (2026)

პირველი ქართული გამოცემა

მთარგმნელი ქეთევან ქანთარია

„იან კოტის „შექსპირი, ჩვენი თანამედროვე“ XX საუკუნის თეატრალური აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წიგნია, რომელმაც არა მხოლოდ შექსპირის, არამედ თავად თეატრის აღქმაც შეცვალა. კოტმა შექსპირი ისტორიული წარსულიდან თანამედროვე სამყაროში გამოიხმო – სამყაროში, სადაც ძალაუფლება, ძალადობა, შიში, სურვილი, ამბოხი და ადამიანის მარტოობა ისეთივე ხელშესახებია, როგორც მის პიესებში. მისმა რადიკალურმა ხედვამ განსაკუთრებული გავლენა იქონია XX საუკუნის თეატრზე და შექსპირის დასავლურ სცენურ ინტერპრეტაციებზე.

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ კოტის წიგნი კვლავ ისეთივე მწვავე და აქტუალურია, როგორც მისი შექმნის დროს. ისტორია იცვლება, მაგრამ მისი „დიდი მექანიზმი“ კვლავ მოქმედებს. ომები, პოლიტიკური დაპირისპირებები და ისტორიის ძველი ტრავმები ისევ განსაზღვრავს ჩვენს აწმყოს – და შექსპირიც კვლავ ჩვენი თანამედროვეა.

ქართულ ენაზე პირველად გამოცემული ეს წიგნი მნიშვნელოვანი კულტურული დანაკლისის ანაზღაურებაა და ქართულ თეატრსა და მის ახალ თაობას შესაძლებლობას აძლევს, შექსპირი საკუთარი დროის პერსპექტივიდან თავიდან აღმოაჩინოს და კოტის მემკვიდრეობა ახალი თეატრალური გამოცდილებით გააგრძელოს“.

ISBN 978-9941-7912-7-7

Back to list