საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

1981 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის ფაკულტეტი.

1985 წელს დაამთავრა ქალაქ ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1986 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების საქმიანობის როლი საკლუბო დაწესებულებების სპეციალისტების მომზადების საქმეში“ და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1981-1982 წლებში მუშაობდა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახ. კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში პედაგოგად.

1986 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. გაიარა ეტაპები უფროსი მასწავლებლიდან ასოცირებულ პროფესორამდე.

1995 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.

იყო კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტის დეკანი, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

ამჟამად კითხულოს შემდეგ სალექციო კურსებს: ტურიზმის თეორიული საფუძვლები, საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები.

არის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების თანაავტორი და ნაშრომების ხელმძღვანელი, ასევე მრავალი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი.

ამჟამად არის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.