კრებული მოიცავს როგორც ჰუმანიტარული, ისე სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების არეალს და წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ აკადემიურ გამოცემას, რომელიც საფუძვლად დაედება დისციპლინის _ „კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“ სწავლებისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო რესურსის (სახელმძღვანელო) შექმნას.
სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების იმ პროფესორებმა, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე იკვლევენ მედიისა და კულტურის ურთიერთობის საკითხებს, ასწავლიან სტუდენტებს შესაბამის დისციპლინებს და, ამავდროულად, არიან ამ სფეროში საკვალიფიკაციო ნაშრომების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) ხელმძღვანელები, მრავალი პუბლიკაციის ავტორები, მათ შორის, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების და სხვ. კრებულის ავტორებს აქვთ ამ სფეროს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებაც.
„კულტურა მედიაში“ დაეხმარება მედიამკვლევრებს, მეცნიერებსა და მედიის თეორეტიკოსებს ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებაში და მოამზადებს დაინტერესებულ მკვლევრებს საკვლევ თემატიკაში სწორი ორიენტირებისთვის, რამდენადაც იგი მოიცავს მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა პლატფორმაზე კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქების როგორც ისტორიას და თეორიას, ისე მის ტექნოლოგიურ პროცესს.
ISBN 978-9941-9630-6-3