კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი, ექიმი-თერაპევტის სპეციალობით.

1993 წელს – მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, სასცენარო-კინომცოდნეობის ფაკულტეტი, კინომცოდნის სპეციალობით.

1986-1990 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რეჟისორის თანაშემწედ, რეჟისორის ასისტენტად, მეორე რეჟისორად.

1990 – 1993 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში კინოკაბინეტის გამგედ;

1993-2006 წლებში იყო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კინოს სექტორის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი;

1993 – 2003 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი პედაგოგი, კითხულობდა “კინოხელოვნების ისტორიისა და თეორიის” კურსს.

2006 წლიდან – დღემდე არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; კითხულობს ლექციების კურსს მსოფლიო კინოს ისტორიაში, კინოს თეორიასა და კრიტიკაში, ჟანრების თეორიასა და ჟანრულ ანალიზში და სხვ.

2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „სამოცი-სამოცდაათიანი წლების ქართული კინოს ჟანრული ტენდენციები“.

მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, არის 60-მდე სამეცნიერო სტატიის და 70-მდე საგაზეთო და საჟურნალო პუბლიკაციის ავტორი.