2025 წლის 16-18 მაისი
2025 წლის მაისში (16-18) ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში გაიმართა. სამი დღის განმავლობაში ჟურნალისტები ინსბრუკში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოცდილებასა და ინფორმაციას უზიარებდნენ ერთმანეთს. ინსბურგის შეხვედრა არ არის აკადემიური წრეების სიმპოზიუმი, მაგრამ ეს არის ფესტივალი, სადაც მოქმედი ჟურნალისტები, პროდიუსერები და მედიამენეჯერები თანამედროვე მედიაში მიმდინარე ტენდენციებს განიხილავენ.
წელს ჟურნალისტიკის ფესტივალს 21 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. პროფესორი რევაზ ჭიჭინაძე ავსტრიაში იმყოფებოდა როგორც მოქმედი ტელეპროდიუსერი და ჟურნალისტი. მედიაში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებზე დაკვირვება და სხვა ქვეყნების მედიაექსპერტების გამოცდილებისა და დაკვირვებების გაზიარება საშუალებას მისცემს პროფესორ რ. ჭიჭინაძეს, რომ მან მიღებული ინფორმაცია ასახოს მომავალ სამეცნიერო მოხსენებებში, თანამედროვე მედიტენდენციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს სტუდენდებს და ასევე ახალი მიდგომები და ხედვები ასახოს საკუთარ სილაბუსებში.




