სახელმძღვანელოში აქცენტირებულია საქართველოში პროფესიული ვოკალური სკოლის ფუძემდებლების _ პროფესორ ო. ბახუტაშვილი-შულგინას, პროფესორ ე. ვრონსკის, პროფესორ ე. რიადნოვის ძირითადი მეთოდური პოსტულატები, რაზეც გაიზარდა არაერთი გამოჩენილი ქართველი მომღერალი.
შემდგომი ამოცანაა, გავაანალიზოთ მომდევნო თაობის ქართველი მომღერლების პედაგოგიური მოძღვრება _ რამდენად აგრძელებენ ისინი თავიანთი პედაგოგების სკოლას, მეთოდიკას, რამდენად ითვალისწინებენ მათ პოსტულატებს, რჩევებს.
ამ მიზნით საჭიროდ მიმაჩნია, პირველ რიგში, გავაშუქო და გავაანალიზო იმ მომღერალი-პედაგოგების ვოკალური სკოლა, რომელთა მეთოდიკას ვეზიარე, შევისწავლე როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, მეცადინეობის _ ხმის წარმართვის დროს (კერძოდ: ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო მუსიკალურ `ნიჭიერთა ათწლედში~, ზ. ფალიაშვილის სახ. II სამუსიკო სასწავლებელში; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასპირანტურაში სწავლის დროს და დისერტაციებზე მუშაობის პროცესში).
ISBN 978-9941-9522-9-6