საერთაშორისო პროექტები

შოპრონის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია

უნგრეთის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა, უნგრეთის ეროვნული თეატრისა და შოპრონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2024 წლის 22-30 ივნისს განახორციელა საერთაშორისო საზაფხულო პროგრამა, რომელიც მოიცავდა ინტენსიურ ცხრადღიან შემოქმედებით ვორქშოფს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უნგრელი და უცხოელი დრამის სკოლის სტუდენტებმა იმუშავეს ცნობილ უნგრელ და უცხოელ რეჟისორებთან და პედაგოგებთან ერთად.

2024 წლის 22 – 30 ივნისს  ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიწვევით, უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის 11 სტუდენტმა და 2 პედაგოგმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომელიც ჩატარდა ქალაქ შოპრონში (უნგრეთი). პროექტის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის დრამის სკოლების პედაგოგებმა და სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარონ განსხვავებული პედაგოგიური და შემოქმედებითი გამოცდილება. ქართველმა სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის დემონსტრირება 1 საათიანი წარმოდგენით .

პროექტი მოიცავდა ტრენინგებს და რეპეტიციებს. ყოველ დღე სტუდენტების ცალკეულ ჯგუფს ჰქონდა ორი სამუშაო სესია. დილის სესიის დროს – პროფესიული ტრენინგი პედაგოგთან ერთად, ხოლო საღამოს შერეულმა 15-20 კაციანმა ჯგუფმა იმუშავა სტუდენტ რეჟისორთან. პროექტის დასასრულს მონაწილე სტუდენტებმა წარმოადგინეს 20-25 წუთიანი პერფორმანსები შექსპირის პიესიდან  „ზაფხულის ღამის  სიზმარი“.

ჩვენი უნივერსიტეტის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგმა, ასისტენტ პროფესორმა თინათინ ქათამაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის დრამის სკოლის სტუდეტებისთვის ჩაატარა 10 მასტერკლასი სახელწოდებით „ფსიქოტექნიკა და შემოქმედებითი უნარები“, ხოლო სასცენო მეტყველების პედაგოგმა, ასისტენტ პროფესორმა მარიამ კობახიძემ 10 მასტერკლასი სასცენო მეტყველებაში.

სტუდენტები გაეცნენ საერთაშორისო სასწავლო პროცესებს.

Back to list