სიახლე

2023 წლის 16 მაისს გაიმართება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის XVI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 16 მაისს გაიმართება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის

XVI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

2023 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. წლევანდელი სტუდენტური კონფერენცია ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა უკავშირდება სახელოვნებო მეცნიერებების მიმართულებებს, ასევე მედიის, კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სფეროებს. მისასალმებელია მოხსენებები სხვა ჰუმანიტარული დარგებიდანაც. იქნება ხელოვნებათმცოდნეობის, თეატრმცოდნეობის, ქორეოლოგიის და მუსიკისმცოდნეობის, კინომცოდნეობის და ჟურნალისტიკის, ხელოვნების მენეჯმენტისა და ტურიზმის სექციები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების სათაურები შესაბამისი ინფორმაციით (სტუდენტის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლისა და სპეციალობის დასახელება, სწავლის საფეხურის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკად. თანამდებობა).

მოხსენების თემა და სათაური სტუდენტმა უნდა შეათანხმოს ხელმძღვანელთან.

მოხსენების სათაურის წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 აპრილი.

მოხსენების სათაური უნდა გადმოიგზავნოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: conference@tafu.edu.ge

კონფერენციის ორგანიზატორია

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

პროფესორი ნატო გენგიური

ტელ. 577 94 70 03; 593 24 42 78

Back to list