ბრძანება N 27/2
2023 წლის 09 თებერვალი ქ. თბილისი
2023 – 2024 სასწავლო წლის დაწყებისა და სასწავლო პროცესის
დარეგულირების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკადემიურ
საფეხურებზე სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 – 2024 სასწავლო წელს სასწავლო პროცესი წარიმართოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ბაკალავრიატი
შემოდგომის სემესტრი
4-15 სექტემბერი – ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია
18 სექტემბერი – 30 დეკემბერი – სალექციო პერიოდი
1-7 იანვარი – საშობაო არდადეგები
8 იანვარი -3 თებერვალი – საგამოცდო სესია
5 – 10 თებერვალი – დამატებითი გამოცდები
12-24 თებერვალი – არდადეგები
გაზაფხულის სემესტრი
12-24 თებერვალი – ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია
26 თებერვალი – 8 ივნისი – სალექციო პერიოდი
10 ივნისი – 6 ივლისი – საგამოცდო სესია
8-13 ივლისი – დამატებითი გამოცდები
მაგისტრატურა, დოქტორანტურა
შემოდგომის სემესტრი
14-22 სექტემბერი – ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია
26 სექტემბერი – 13 იანვარი – სალექციო პერიოდი
1-7 იანვარი – საშობაო არდადეგები
15 იანვარი -3 თებერვალი – საგამოცდო სესია
5 – 10 თებერვალი – დამატებითი გამოცდები
12-24 თებარვალი – არდადეგები
გაზაფხულის სემესტრი
12-24 თებერვალი – ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია
26 თებერვალი – 8 ივნისი – სალექციო პერიოდი
10 ივნისი – 6 ივლისი – საგამოცდო სესია
8-13 ივლისი – დამატებითი გამოცდები
2. დადგენილება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის გაზეთში და განთავსდეს უნივერსიტეტისო ფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს აკადემიური საბჭოსთავმჯდომარემ.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.
საფუძველი: 08.02.2023 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის
№ 3 დადგენილება
გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი