სიახლე, სტუდენტური კონფერენცია

2024 წლის XVII კონფერენცია

2024 წლის 6 ივნისს ჩატარდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  XVII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 6 ივნისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა XVII სტუდენტური კონფერენცია.  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა სტუდენტმა, რომლებიც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურაში სწავლობენ.

კონფერენცია გახსნა რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ კონფერენციის ორგანიზატორი ნატო გენგიური, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ხარებავა, ფაკულტეტის დეკანი ზვიად დოლიძე.

XVII სტუდენტურ კონფერენციაზე იმუშავა რვა სექციამ: ხელოვნებათმცოდნეობის, თეატროლოგიის, ქორეოლოგიის და მუსიკოლოგიის, კინომცოდნეობის და ჟურნალისტიკის, ხელოვნების მენეჯმენტისა და ტურიზმის  სექციები.  სექციებს უხელმძღვანელეს პროფესორებმა ზვიად დოლიძემ, გიორგი ჩართოლანმა, ნატო გენგიურმა, ასოცირებულმა პროფესორებმა მაკა ვასაძემ, დოდო ჭუმბურიძემ, რევაზ ჭიჭინაძემ, ხათუნა დამჩიძემ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.  ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ სიგელები კონფერენციაში მონაწილეობისა და აქტიურობისთვის. კონფერენციის ორგანიზატორია სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი  და პროფესორი ნატო გენგიური – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი (მ.შ.), კოორდინატორი – ფაკულტეტის დეკანი – ზვიად დოლიძე, საოგრანიზაციო ჯგუფის წევრები – ქეთევან ოჩხიკიძე და ნინო კვირიკაშვილი.

Back to list