გამოცემები

მითოსი და ქართული თეატრი

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ “კენტავრი” გამოსცა თეატრმცოდნე თამარ ბოკუჩავას “მითოსი და ქართული თეატრი”, 2020.

მონოგრაფიაში ნაჩვენებია ქართული თეატრის განვითარების ხაზი, რომელიც მითოლოგიზაციის აქტიურ პროცესს ექვემდებარებოდა.

ნაშრომი მიზნად ისახავს ქართული თეატრისა და ქართული კულტურის ურთიერთკავშირების საფუძვლების კვლევას.

აღდგენილი ქართული თეატრის, შემდგომში – რუსთაველის თეატრის მაგალითზე, მითოსისა და თეატრალური ხელოვნების ურთიერთმიმართებები განხილულია კულტუროლოგიურ-მითოლოგიური კონტექსტის ფარგლებში.

ISBN 978-9941-9706-6-5

Back to list