სიახლე

Erasmus+ KA171 სტუდენტური მობილობის კონკურსი  – დოღუშის უნივერსიტეტი (თურქეთი)

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს  სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს სტუდენტური მობილობისთვის დოღუშის უნივერსიტეტში (Doğuş University, სტამბოლი, თურქეთი).

ძირითადი ინფორმაცია

·       მიმღები უნივერსიტეტი / ქვეყანა: Doğuş University (თურქეთი)

·       სამიზნე მიმართულება: სამსახიობო ხელოვნება (Acting)

·       საფეხური: საბაკალავრო პროგრამა (სრული განაკვეთის სტუდენტები)

·       ადგილების რაოდენობა: 1 სტუდენტი  

·       მობილობის პერიოდი: 2026 -2027 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი (მინიმუმ 2 თვე / გრანტი გაიცემა 1 სემესტრზე)

·       აკადემიური დატვირთვა: მობილობის პერიოდში სტუდენტმა სემესტრში უნდა დააგროვოს 30 ECTS კრედიტი

·         განაცხადების მიღების დაწყება: 2026 წლის 21 ნოემბერი

·         განაცხადების მიღების დასრულება: 2026 წლის 4 დეკემბერი

ენობრივი კომპეტენცია და მოთხოვნები:

·       თურქული ენა (სავალდებულო): ვინაიდან დოღუშის უნივერსიტეტში სამსახიობო მიმართულებაზე სწავლება მიმდინარეობს თურქულ ენაზე, აპლიკანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მინიმუმ B2 დონეზე (TÖMER ან შესაბამისი საერთაშორისო/საუნივერსიტეტო დოკუმენტი).

·       უცხო ენის ქულა (საერთო შეფასებისთვის): Erasmus-ის შერჩევის წესის მიხედვით (სადაც საბოლოო ქულის 50% ენის კომპონენტზე მოდის), უპირატესობა მიენიჭება თურქული ენის B2 სერტიფიკატის მქონე სტუდენტს. დამატებით, სტუდენტს შეუძლია წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტიც (მინიმუმ B2 დონე)

სტუდენტი რომელიც ვერ წარმოადგენს აღნიშნულ სერტიფიკატს, ვალდებულია ტესტირება გაიაროს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში ინგლისურ ენაში, B2 დონეზე;

·       მინიმალური აკადემიური მოსწრება (GPA): მინიმუმ 2.20 / 4.00

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

·       პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

·       შევსებული განაცხადის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

·       CV;

·       სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);

·       სამოტივაციო წერილი;

·       1 სარეკომენდაციო წერილი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისგან.

გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს:

·       ERASMUS+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობის საკონკურო წესი;

·       ERASMUS+ განაცხადის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

·       Erasmus+ შეფასების კრიტ. ფორმულარი;

საკონტაქტო ელფოსტა შეკითხვებისთვის: ttavdishvili@tafu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი დოღუშის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამის დეტალებით.

Back to list