გამოცემები

ნინო სანადირაძე, ნატია კოპალეიშვილი – კულტურის სფეროს მენეჯმენტი – აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მენეჯმენტი (2019)

ნინო სანადირაძე, ნატია კოპალეიშვილი – კულტურის სფეროს მენეჯმენტი – აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მენეჯმენტი (2019)

წიგნში განხილულია კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების დაგეგმვისა და მართვის თავისებურებები. კულტურის სფეროს ორგანიზაციები ერთმანეთისაგან განსხვავებული უწყებრივი დაქვემდებარებით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებით ხასიათდება, ამგვარ სუბიექტებად შეიძლება მოგვევლინოს სახელმწიფო, მუნიციპალური, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აგრეთვე კერძო პირებიც (კომპანიები, სტუდიები და სხვადასხვა იურიდიული ერთეული), ასევე ის განსაკუთრებული თავისებურებები, რომლებიც გასათვალისწინებელია კულტურის სფეროში მუშაობის დროს.

წიგნი დაეხმარება დარგის სპეციალისტებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ აუდიტორიას, გააანალიზოს და გადაჭრას ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება კულტურის სფეროს აქტივობებსა და პროექტების წარმატებით განხორციელებას სწრაფად ცვალებად გარემოში.

წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის და დაეხმარება მათ მენეჯერული უნარ-ჩვევების განვითარებაში. სახელმძღვანელო სხვადასხვა მიმართულების წარ მომადგენლებს სთავაზობს კულტურის სფეროს მართვის კომპლექსურ და ინტეგრირებულ პროგრამას. სახელმძღვანელოში განხილულია დაგეგმვისა და განხორციელების სხვადასხვა ასპექტი, რომელიც მჭიდრო ურთიერთობაშია საზოგადოების სხვა დასხვა სფეროსთან. 

IშBN 978-9941-9630-2-5

Back to list