საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლიტერატურული კონსულტანტი, ლიტერატურათმცოდნე, სიმბოლოლოგი, ესეისტი, ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის  ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მოწვეული ლექტორი, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის „ART კვლევები“ ყოველწლიური გამოცემის ლიტერატურული რედაქტორი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად  (1998).

წლების განმავლობაში იყო თსუ ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის კათედრის დოცენტი (1999-2006); ზოგადი ფილოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი (2001-2006);  ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (2006-2009); ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი (2009-2017);  2017 წლიდან – სახელოვნებო მეცნიერების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მასწავლებელი (საათობრივი ანაზღაურებით). 2009 წლიდან-დღემდე – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი.

ორმოცდაათზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. მათ შორისაა: ხუთი წიგნი („სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედიის“ ორტომეული, 2006-2007; 2011-2012; თანაავტორი ზ. აბზიანიძე; „სიტყვით თრობა“, 2009; „ესეისტური სახისმეტყველება“, 2014; „ანბანთთქმანი“, 2015; „სიტყვის ბედისწერა“, 2019. სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები სხვადასხვა გამოცემისთვის (ლოკალური და საერთაშორისო). უცხოეთში გამოქვეყნებულია შემდეგი  პუბლიკაციები: 1. Blue (sorrow) Aesthetics – Scolars’ Press, “Romanticism in Literature”, Printed by Books on Demand GmbH, Nordestedt, Germany, 2018, p. 143-149; 2. De-Structuring Symbols in Conditions of Totalitarianism and Profaning the Sacral Totalitarianism and Literary Discourse: 20th Century Experience CAMBRIDGE SCHOLARS PUBLISHING. 2012 p. 71-75.

შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის საგრანტო პროექტით გამოსული წიგნების („ქართული  რომანტიზმი,  ნაციონალური  და  ინტერნაციონალური საზღვრები“, 2012; „ლიბერალიზმის ეპოქა“ ქართულ მწერლობაში“, 2015) ერთ-ერთი ავტორი.

მიღებული ჯილდოები: წლის საუკეთესო წიგნი – პრემია „პარნასი“  ქართული  ლიტერატურის  დარგში; სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია,  2007 (თანაავტორი ზ. აბზიანიძე). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიჰყავს სალექციო კურსები: „სიმბოლო კულტურის ფენომენი“, „სიმბოლო ხელოვნებაში“, „სიმბოლოს მხატვრული დიაპაზონი“, „მსოფლიო ლიტერატურის ისტორია“.