2023 წელს, უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს მადაჩის პროექტში (Madách Project 2023), რომელიც წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული ღონისძიებაა.
ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიწვევით დრამის ფაკულტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ ბუდაპეშტში, მე-10 საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ცნობილი უნგრელი პოეტისა და დრამატურგის იმრე მადაჩის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 11 ქვეყნის 200-მდე დრამის სტუდენტმა წარმოადგინა სცენები იმრე მადაჩის ცნობილი პოემიდან „ადამიანის ტრაგედია“. ჩვენი სტუდენტების მიერ წარმოდგენილმა სცენამ (რეჟისორი – თათა თავდიშვილი) დიდი გამოხმაურება ჰპოვა თეატრალურ წრეებში. პროექტი დაფინანსდა ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ.
2024 წელს ბუდაპეშტის ეროვნული თეატრის გენერალური დირექტორის ატილა ვიდნიანსკის მიწვევით უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს მადაჩის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (Madach International Theatre Meeting (MITEM), რომელიც გაიმართა 2024 წლის 11-15 აპრილს ბუდაპეშტში.
ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა რეჟისორების თათა თავდიშვილისა და ტატო გელიაშვილის სპექტაკლები „აია“ და „ადამიანის ტრაგედია“. პროექტი დაფინანსდა ბუდაპეშტის ეროვნული თეატრის მიერ.
