2021 წლის აგვისტოში განხორციელდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლოძის ეროვნული კინოსკოლის საერთაშორისო პროექტი საზაფხულო კინოსკოლა TAFU – Filming Kakheti.
საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა მიიღეს ლოძის ეროვნული კინოსკოლის საოპერატორო ხელოვნების მიმართულებისა და ჩვენი უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის პედაგოგებმა და სტუდენტებმა. პროექტის მონაწილეებმა გადაიღეს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი კახეთის რეგიონზე, რომელთა გადაღებას უშუალო ზედამხედველობას უწევდნენ ქართველი და პოლონელი პედაგოგები. პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების პრემიერა გაიმართა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.



