მობ. დოქ. 2026 ზოგადი წესები, სიახლე

მობილობა დოქტორანტებისთვის 2026 ზოგადი წესები

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის

სტუდენტთა მობილობის ზოგადი წესი

დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე

თავი I

ზოგადი დებულება

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული მობილობის წესის შესაბამისად.

თავი II

გარე მობილობა

1. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge).

2.  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) სტუდენტთა რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 24 აგვისტოდან 2026 წლის 8 სექტემბრის 18:00 საათამდე.

გარე მობილობის ვაკანტური ადგილები

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

„სახელოვნებათმცოდნეო კვლევები (ქართული ხელოვნება მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში)” – 1 ადგილი.

მობილობა

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე

ა) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მობილობისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის გარდა, უნივერსიტეტში დამატებით უნდა წარადგინოს:

  1. სადოქტორო  პროგრამის  ხელმძღვანელის  შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით;
  2. მომავალი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელის თანხმობა დასაბუთებით;
  3. დოქტორანტის მიერ გამოქვეყნებული და/ან გამოუქვეყნებელი კვლევითი ხასიათის სტატია ან სხვა სამეცნიერო ნაშრომი (არსებობის შემთხვევაში);
  4. ჩაფიქრებული კვლევის პროექტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კვლევის თემის აქტუალობა, მიზანი, კვლევის ძირითადი ამოცანები და განხორციელების გეგმა;
  5. კანდიდატმა უნდა გაიაროს გასაუბრება შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან და/ან სადისერტაციო ნაშრომის სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელთან. (გასაუბრების საფუძველზე ფასდება კანდიდატის კვლევითი მომზადება, წარმოდგენილი საკვლევი ჩანაფიქრის შესაბამისობა სადოქტორო პროგრამის მიმართულებასთან და დოქტორანტურის პროგრამაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა).

) დოქტორანტის სასწავლო და კვლევითი კომპონენტების აღიარება და შესაბამის სასწავლო წელს/სემესტრში ჩარიცხვა ხორციელდება ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

იხ. ბრძანება: „2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა გარე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ (დანართი 1).

გისურვებთ წარმატებას!

Back to list