მობ. ბაკ. 2026 ზოგადი წესები, სიახლე

მობილობა ბაკალავრებისთვის 2026 ზოგადი წესები

ზოგადი წესები

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის

სტუდენტთა მობილობა

ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე

თავი I

ზოგადი დებულება

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი II

გარე მობილობა

სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge).

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) სტუდენტთა რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 24 აგვისტოდან 2026 წლის 8 სექტემბრის 18:00 საათამდე.

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა  !!!

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge)  დარეგისტრირებამდე, დრამისა და კინო–ტელე ფაკულტეტებზე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი.

შემოქმედებითი კონკურსის გასავლელად, მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე (tafu.edu.ge), ბმულზე მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი.

პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 10 აგვისტოს 12:00 საათზე და დასრულდება 25 აგვისტოს 12:00 საათზე!

სტუდენტთა ტურებსა და გამოცდებზე გამოცხადების განრიგი გამოქვეყნდება 2026 წლის 25 აგვისტოს 18:00 საათზე.

ყურადღება! მობილობის პროცესში, ყველა სახის ინფორმაცია მობილობის მსურველი სტუდენტის შესახებ (მათ შორის: სტუდენტთა ტურებსა და გამოცდებზე გამოცხადების განრიგი, ტურიდან ტურზე გადაყვანის, საბოლოო შედეგები და ა. შ. ) უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე tafu.edu.ge გამოქყვენდება მხოლოდ მაიდენტიფიცირებელი ნომრის მიხედვით, რომელიც სტუდენტს მიენიჭება რეგისტრაციის გავლის შემდეგ!!!

შემოქმედებითი კონკურსი/ტურები ჩატარდება 2026 წლის 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.

გარე მობილობის ვაკანტური ადგილები

დრამის ფაკულტეტი

  • მსახიობი (დრამისა და კინოს მსახიობი: 183 კრედიტი)4 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია – სამსახიობო ხელოვნების ბაკალავრი 

  • მსახიობი (პანტომიმის თეატრის მსახიობი: 183 კრედიტი)3 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია – სამსახიობო ხელოვნების ბაკალავრი

  • თეატრის რეჟისურა (180 კრედიტი) 2 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია – თეატრის რეჟისურის ბაკალავრი

  • ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი) (240 კრედიტი) 3 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია – სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრი ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობაში 

  • ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი (180 კრედიტი) 4 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ქორეოგრაფიის ბაკალავრი

კინო–ტელე  ფაკულტეტი

  • მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურა (180 კრედიტი) 2 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: აუდიოვიზუალური რეჟისურის ბაკალავრი

  • კინო-ტელე ოპერატორი (180 კრედიტი) 3 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  საოპერატორო ხელოვნების ბაკალავრი

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

  • თეატროლოგია (183 კრედიტი) – 2 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი თეატროლოგიაში

  • კინომცოდნეობა (183 კრედიტი) – 2 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი კინომცოდნეობაში

  • ხელოვნებათმცოდნეობა (ხელოვნების ისტორია და თეორია: 243 კრედიტი) – 2 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნების ისტორიასა და თეორიაში

  • მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა: 180 კრედიტი) – 2 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრი

  • კულტურული ტურიზმი (183 კრედიტი) 6 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ტურიზმის ბაკალავრი

იხ. ბრძანება: „2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა გარე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ (დანართი 1).

დეტალური ინფორმაციისთვის იხ.

დრამის ფაკულტეტი

კინო-ტელე ფაკულტეტი

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

თავი III

შიდა მობილობა

შიდა მობილობა ცხადდება შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

დრამის ფაკულტეტი

  • მსახიობი (დრამისა და კინოს მსახიობი: 183 კრედიტი)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია – სამსახიობო ხელოვნების ბაკალავრი 

  • მსახიობი (პანტომიმის თეატრის მსახიობი: 183 კრედიტი)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია – სამსახიობო ხელოვნების ბაკალავრი

  • თეატრის რეჟისურა – 180 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია – თეატრის რეჟისურის ბაკალავრი

  • ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი)240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია – სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრი ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობაში 

  • ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი180 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ქორეოგრაფიის ბაკალავრი

კინო–ტელე  ფაკულტეტი

  • მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურა 180 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: აუდიოვიზუალური რეჟისურის ბაკალავრი

  • კინო-ტელე ოპერატორი 180 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  საოპერატორო ხელოვნების ბაკალავრი

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

  • თეატროლოგია – 183 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი თეატროლოგიაში

  • კინომცოდნეობა 183 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი კინომცოდნეობაში

  • ხელოვნებათმცოდნეობა (ხელოვნების ისტორია და თეორია) – 243 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნების ისტორიასა და თეორიაში

  • მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა – 180 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრი

  • კულტურული ტურიზმი – 183 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ტურიზმის ბაკალავრი

შიდა მობილობა დრამისა და  კინო–ტელე ფაკულტეტებზე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ შიდა მობილობით გადავიდნენ დრამის ან კინო-ტელე ფაკულტეტზე, უნდა გაიარონ შემოქმედებითი კონკურსი.

შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე (tafu.edu.ge), ბმულზე

მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი

პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 10 აგვისტოს 12:00 საათზე და დასრულდება 25 აგვისტოს 12:00 საათზე!

შემოქმედებითი კონკურსი/ტურები ჩატარდება 2026 წლის 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის  ჩათვლით.

შიდა მობილობა  სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა, 2026 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის ვებგვერდზე (tafu.edu.ge) უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი.

იხ. ბრძანება: „2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ (დანართი 2).

დეტალური ინფორმაციისთვის იხ.

დრამის ფაკულტეტი

კინო-ტელე ფაკულტეტი

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

თავი IV

შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაცია

შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე (tafu.edu.ge), ბმულზე

მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი

პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 10 აგვისტოს 12:00 საათიდან და დასრულდება 25 აგვისტოს 12:00 საათზე!

შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციისათვის  მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური 60 ლარი ერთი კონკრეტული სპეციალობისთვის, ხოლო ერთზე მეტი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, თითოეულზე დამატებით იხდის 10 ლარს.

თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:

საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.

სტუდენტმა უნდა ატვირთოს ცნობა სტუდენტის  სტატუსის შესახებ.

შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ზემოაღნიშნულ ვადაში (2026 წლის 10 აგვისტოს 12:00 საათიდან 25 აგვისტოს 12:00 საათამდე).

თუ მობილობის მსურველი სტუდენტი გაივლის რეგისტრაციას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრებს შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობას, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თანხის უკან დაბრუნებას, თუ ძირითადი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე (2026  წლის 25 აგვისტოს 12:00 საათი) მიმართავს უნივერსიტეტს განცხადებით რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

განცხადება მიიღება დისტანციურად, რომელიც უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტაზე registration@tafu.edu.ge, იმ მისამართიდან, რომელიც მითითებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს.

განცხადების ფორმა იხ. აქ

თავი V

შემოქმედებითი ტურები და გამოცდები

  1. შემოქმედებითი ტურები და გამოცდები ტარდება ქართულ ენაზე.
  2. შემოქმედებითი კონკურსის მიმდინარეობის ცხრილს ადგენს მიმღები კომისია.
  3. კონკურსში მონაწილე სტუდენტს აფასებს საგამოცდო კომისია.
  4. არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტუდენტი არ დაიშვება კონკურსის შემდგომ ეტაპზე.
  5. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება საჭირო რეკვიზიტით, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით, მუსიკალური ინსტრუმენტებით და ა.შ.
  6. სტუდენტი ვალდებულია კონკურსზე გამოცხადდეს ნახევარი საათით ადრე და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  7. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სტუდენტს უფლება აქვს თან იქონიოს წყალი და პირადი ჰიგიენის საგნები.
  8. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სტუდენტს ეკრძალება:
  9. მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტროაპარატურის შეტანა;
  10. დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ფურცლების და სხვადასხვა სახის      ჩანაწერების გამოყენება;
  11. გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით;
  12. სხვა  სტუდენტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
  13. საგამოცდო პროცესის თვითნებურად დატოვება.
  14. მე-8 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტს მიეცემა გაფრთხილება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სტუდენტი მოიხსნება კონკურსიდან. გაფრთხილების გარეშე სტუდენტის კონკურსიდან მოხსნა შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ეთიკის ნორმის დარღვევის სხვა შემთხვევაში.
  15. სტუდენტთა შეფასების წესი შემოქმედებით ტურებზე:
  16. დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე, შემოქმედებით ტურებსა და გამოცდებზე (კონკურსზე) სტუდენტთა ცოდნისა და მონაცემების შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით;
  17. მინიმალური დადებითი შეფასება არის 51 ქულა, შესაბამისად, 50 ქულა ნიშნავს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას (ჩაჭრას);
  18. ,,დრამისა და კინოს მსახიობის“ სპეციალობის I ტურის წარმატებით გავლის შედეგად სტუდენტი დაიშვება შემდეგ ეტაპზე (გამოცდაზე). შეფასების 100 ქულიანი სისტემა მოქმედებს მხოლოდ გამოცდაზე, სწორედ ეს იქნება სტუდენტის საბოლოო შეფასება;
  19. ,,პანტომიმის თეატრის მსახიობის”, „ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის“, ,,ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის” სპეციალობებზე კონკურსი ტარდება ერთ ეტაპად და მოქმედებს შეფასების 100 ქულიანი სისტემა;
  20. ,,თეატრის რეჟისურის“,  „მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურის“ და ,,კინო–ტელე ოპერატორის“ სპეციალობებზე, სადაც შემოქმედებითი  კონკურსი  ორ ეტაპად, ერთ დღეს ტარდება, საბოლოო შეფასება მიიღება საშუალო არითმეტიკულის პრინციპით:

კონკურსის ორივე ეტაპზე, სტუდენტი ცალ-ცალკე  ფასდება 100 ქულიანი სისტემით – პრაქტიკული დავალებისა და გამოცდა/გასაუბრების ან წერისა და გამოცდა/გასაუბრების ორი დამოუკიდებელი ნიშანი იკრიბება და იყოფა ორზე, რის შედეგადაც იწერება ერთი საბოლოო ქულა. ამასთან, სტუდენტმა ორივე ეტაპზე უნდა დაიმსახუროს დადებითი შეფასება (მინიმუმ 51 ქულა). თუ ქულა არ განისაზღვრა მთელი რიცხვით, მაშინ ის მეტობით, სტუდენტის  სასარგებლოდ დამრგვალდება.  მაგალითად: თუ კონკურსის ერთ ეტაპზე სტუდენტმა 75 ქულიანი შეფასება მიიღო, ხოლო მეორე ეტაპზე – 60, მისი საბოლოო ქულა შემდეგნაირად გამოითვლება (75 + 60) : 2 = 135 : 2. მიღებული 67,5 ქულა სტუდენტის სასარგებლოდ მეტობით დამრგვალდება და მიიღება 68 ქულა. სწორედ ეს იქნება სტუდენტის საბოლოო შეფასება.

  1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების განთავსებას უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (tafu.edu.ge),  ყოველი ტურის ან გამოცდის დასრულებიდან 8 საათის განმავლობაში.
  2. მიმღები კომისიის წევრი ან დამკვირვებელი არ დაიშვება შემოქმედებით ტურებზე, თუ:
  3. ნებისმიერი სახით, პირდაპირ და უშუალოდ არის დაინტერესებული უნივერსიტეტში ჩასატარებელი კონკურსის შედეგებით;
  4. პირი, რომლის ნათესავი მონაწილეობს კონკურსში (ნათესავად ითვლება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული პირი);
  5. დამკვირვებელს ეკრძალება კონკურსის პროცესში რაიმე ფორმით ჩარევა.

თავი  VI

აპელაცია

  1. რექტორის ბრძანებით, კონკურსის პერიოდში უნივერსიტეტში იმუშავებს სააპელაციო კომისია.
  2. უნივერსიტეტში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის მიმდინარეობა გადაღებული იქნება ვიდეოკამერით. ვიდეომასალა შეინახება უნივერსიტეტის არქივში და შეიძლება გამოყენებულ იქნას სააპელაციო კომისიის მიერ. აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს უნივერსიტეტის დაცულ ინფორმაციას და სტუდენტებზე არ გაიცემა.
  3. სტუდენტი უფლებამოსილია შეიტანოს სააპელაციო განცხადება სააპელაციო კომისიის სახელზე შემოქმედებითი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 18 საათის განმავლობაში.
  4. სააპელაციო კომისია განიხილავს აპელანტის განცხადებას და საჭიროების შემთხვევაში ნახულობს ტურის ვიდეოჩანაწერს.
  5. სააპელაციო განხილვას ესწრება მხოლოდ სტუდენტი.
  6. სააპელაციო კომისია უფლებამოსილია სტუდენტს ნება დართოს ხელმეორედ გაიაროს შესაბამისი საკონკურსო ეტაპი.
  7. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით.
  8. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.
  9. სტუდენტის აპელაციის განხილვის საფასურია 40 (ორმოცი) ლარი.

თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:

საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (აპელაცია): 708887519

გადახდის  დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს  სტუდენტის გვარი,  სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).

სააპელაციო განცხადებები მიიღება დისტანციურად, ელ-ფოსტის მისამართზე: registration@tafu.edu.ge

შევსებული განცხადების ფორმა (იხ. აქ), ქვითრის ასლთან ერთად უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე (registration@tafu.edu.ge) იმ მისამართიდან, რომელიც მითითებული გაქვთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს.

გისურვებთ წარმატებას!

Back to list