2024 წლის ნოემბერი

2024 წლის ნოემბერში უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი ნინო კვირიკაშვილი სადოქტორო კვლევის ფარგლებში სამეცნიერო ვიზიტით ეწვია სორბონის უნივერსიტეტს, ამავე უნივერსიტეტის პროფესორის ანა-ორანჟ პუაპრეს მოწვევით. ერთი თვის განმავლობაში ნინო აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო აქტივობებში, ესწრებოდა თემატურ სემინარებსა და კონფერენციებს, მუშაობდა ბიზანტინისტიკის, სორბონისა და იანაშას ბიბლიოთეკებში. ვიზიტის დასასრულს სორბონის უნივერსიტეტში წარსდგა მოხსენებით, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს, პროფესორებსა და მკვლევარებს გააცნო მისი სადოქტორო თემა „ვალეს რელიეფები სოციო-კულტურულ კონტექსტში, აღმოჩენები, პარალელები და საერთაშორისო კავშირები“.