ვეფხვაძე თამარ  — ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი.

წარჩინების დიპლომით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილოლოგიის ფაკულტეტი (1983) და ასპირანტურა (1987); ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1990), ფილოლოგიის დოქტორი (2005).

არის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი (2017-), უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მუდმივმოქმედი საბჭოს განათლების მეთოდოლოგიური ექსპერტი (2025-)  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი (2024-).

არის სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში (2025-); სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი (2005-).

იყო სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი (2019-2025), თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (2012-2017), თსუ კანცელარიის უფროსი (2017-2019), თსუ ვიცე-რექტორის მრჩეველი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებში (2017); სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (2007-2012).

იყო სსიპ გნათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს წევრი (2021), სააპელაციო საბჭოს წევრი (2020), სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსულტანტი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში (2012-2025).

იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და სტანდარტების სამმართველოს უფროსი (2004-2006); შპს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი (2006-2017); სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალურ ხელოვნებათა კათედრის ლექტორი (1999-2002).

მონაწილეობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიცია „სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის“ საქმიანობაში, როგორც სამოქალაქო განათლების ექსპერტი (2006-2010); იყო საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის პროგრამის „ვ-კომპონენტის“ — „განათლების სისტემის დაწესებულებათა ფინანსური და რესურსული უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემუშავება“ — ექსპერტი (1999-2002); საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის (ყოფილი ხალხთა მეგობრობის მუზეუმი) უფროსი მეცნ.-თანამშრომელი (1983-1999).

ბიბლიოგრაფია:

1. ქართული პრერომანტიზმის ტიპოლოგიური ასპექტები. მონოგრაფია. „საარი”, თბილისი, 2006.

2. ხარისხიანი უმაღლესი განათლებისთვის. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის სახელმძღვანელო. (თანაავტორი). თბილისი, 2005.

3. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის – XIX-XX სს. ცნობილი ქართველი და უცხოელი მოღვაწეების უნიკალურ ხელნაწერთა ვახტანგ ღამბაშიძისეული წიგნი-ალბომის დოკუმენტური გამოცემა. (სამეცნიერო კონსულტანტი). თბილისი, 2019.

4. Tamar Vepkhvadze, “The Impact of Artificial Intelligence on Academic Environments: Integrity, Inequality, and Interdisciplinary Transformation in Georgian Higher Education”, International Scientific and Academic Research Publisher – ISAR Journal of Arts, Humanities and Social Sciences. Volume 3, Issue 10, 2025 | pp: 124-130 – 3(10), 124-130. Abbriviate Title- ISAR J Arts Humanit Soc Sci, ISSN (Online)- 2583-9691. https://isarpublisher.com/journal/isarjahss   Published: 22.10.2025. Indexed in – Google Scholar, Academia.edu, IPI Indexing-Indexing Portal, ESJI -Eurasian Scientific Journal Index, International Scientific Indexing, Directory of Research Journals Indexing, World Cat, Advanced Science Index, Scientific Journal Impact Factor, Index Copernicus International.

5. Tamar Vepkhvadze, “Ethical Aspects of Artificial Intelligence Usage in the Academic Environment”, International Scientific and Academic Research Publisher – ISAR Journal of Arts, Humanities and Social Sciences. Volume 2, Issue 10, 2024, PP 23-28.  Abbriviate Title- ISAR J Arts Humanit Soc Sci, ISSN (Online)- 2583-9691.  https://isarpublisher.com/journal/isarjahss    Published: 11.10.2024. Indexed in – Google Scholar, Academia.edu, IPI Indexing-Indexing Portal, ESJI -Eurasian Scientific Journal Index, International Scientific Indexing, Directory of Research Journals Indexing, World Cat, Advanced Science Index, Scientific Journal Impact Factor, Index Copernicus International.

6. Ethical Aspects of Artificial Intelligence Usage in the Academic Environment. International Scientific and Academic Research Publisher – ISAR Journal of Arts, Humanities and Social Sciences. Volume 2, Issue 10, 2024, PP 23-28. ISSN (Online)- 2583-9691.

7. Protestantism as a new “Europeanism” in Georgian writing of the “Transitional Period”. International Scientific and Academic Research Publisher – ISAR Journal of Arts, Humanities and Social Sciences. ISSN (Online) – 2583-9691.

8. ტერმინი „ხელოვნება”, როგორც ახალი ესთეტიკური დისკურსი XIX საუკუნის დასაწყისის ევროპულ და ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე. ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების სერია. N 1. 2023. ISSN 2720-8443. გვ. 202-212.

9. The Term “Art” As a New Aesthetic Discourse in European and Georgian Philosophical Thinking of the Early 19th Century. International Journal of Arts, Humanities & Social Sciences (IJAHSS) IPRPD, Volume 04; Issue no 05: May, 2023, DOI: 10.56734/ijahss. v4n5a2, ISSN: 2693-2547 (Print), 2693-2555 (Online).

10. გ. დერჟავინის ოდა „ღმერთი” და მისი ინესა მერაბიშვილის ქართული თარგმანი (ჰერმენევტიკული პარადიგმა). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე. ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების სერია. N 2. 2022. ISSN 2720-8443. გვ. 78-93.

11. Dysphemism as Main Tool of “Hate Speech”. International Electronic Scientific and Practical Journal «WayScience», Vol. 5 (№ 2), 2022. ISSN 2664-4819. გვ. 75-90.

12. European Discourse in the “Transitional Period” of the Georgian Literature. Balkanistic Forum, 2022, Volume XXXI • Issue 2 • May 2022. ISSN 1310-3970 (Print). ISSN 2535-1265 (Online). გვ. 268-281.

13. “გარდამავალი ხანის” ქართული მწერლობის ესთეტიკური პრობლემატიკა ახალი დროის ქართული იდენტობის კონტექსტში“. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სამეცნიერო მოხსენებათა კრებული „ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში“. თბილისი, 2021 წელი. ISBN 978-9941-9750-0-4.

წყარო: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; Google Scholar: [https://scholar.google.com/citations?hl=en&user=Z5VEaHAAAAAJ](https://scholar.google.com/citations?hl=en&user=Z5VEaHAAAAAJ); Scopus; ISAR Publisher; WayScience; Balkanistic Forum.