კინოოპერატორი, ფოტოგრაფი.
კინო-ტელე ფაკულტეტის, საოპერატორო მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.
1998-2002 წლებში დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტი , ტელე ვიდეო რეჟისურის სპეციალობით.
2002-2007 წლებში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი, კინო-ტელე ოპერატორის სპეციალობით.
2004 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი: „რამზანი და მისი ძმები“ გერმანული ტელეკომპანია ZDF-ის დაკვეთით. რეჟ: ნათია არაბული.
2006-2011 წლებში ტელეკომპანია RTR-Kultura-ს დაკვეთით გადაიღო დოკუმენტური ფილმების ციკლი: „ფიროსმანი“ „ გალაქტიონი“ „ჭაბუა ამირეჯიბი და სხვა. რეჟ; ირაკლი კოჭლამაზაშვილი.
2002 წლიდან დღემდე არის ოცამდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმის დამდგმელი ოპერატორი.
2010-2011 წლებში მონაწილეობდა საზაფხულო კინოსკოლის პროგრამაში: „cinemadamare” იტალია.
როგორც ფოტოგრაფს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთასორისო საგამოფენო პროექტებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ იტალიაში,საფრანგეთსა და ნიდერლანდებში.
საქართველოში მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენები წარმოდგენილი იყო თბილისსა და ბათუმში.
2018 წელს გამართული Artfair Tbilisi-ის მონაწილე (hive section)
2023 წლიდან დღემდე არის ქალაქ ფოთის აკ.ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის მოწვეული პედაგოგი ფოტოხელოვნების მიმართულებაზე.