2025 წლის ოქტომბერი
კულტურული ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი მაია ღვინჯილია 2025 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა ლიეტუვის რესპუბლიკაში, კლაიპედას უნივერსიტეტში, ერასმუს+ სასწავლო გაცვლითი მობილობის პროგრამის ფარგლებში.
ვიზიტის განმავლობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრები კლაიპედას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან და ტურიზმის მიმართულების აკადემიურ პერსონალთან.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში წარმოდგენილი ლექციების ციკლი ძირითადად შეეხებოდა საქართველოს ცოცხალ/არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას და მის როლს ტურიზმის განვითარებაში (Living Heritage: Georgian Intangible Cultural Heritage and Their Role in Tourism).
ასოცირებულმა პროფესორმა მაია ღვინჯილიამ ასევე მონაწილეობა მიიღო კლაიპედას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „Geography: Science and Education“, სადაც წარადგინა თემა: Tourism Geography of Georgia: Regional Diversity, Potential and Development Strategies.
აღნიშნულმა ვიზიტმა ხელი შეუწყო აკადემიურ პერსონალს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, სამეცნიერო კავშირების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შემუშავებას.









