დამხმარე სახელმძღვანელო (2026)
ნაშრომში განხილულია ანტიკური და შუა საუკუნეების თეატრალური კულტურა, ქართული სახიობა, ბერიკაობა და ყეენობა, სამეფო კარის სანახაობები და ერეკლე II-ის ეპოქის თეატრი. ისტორიული წყაროების, სამეცნიერო ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების კრიტიკული ანალიზით ავტორი იკვლევს საშემსრულებლო ფორმებს, სათამაშო სივრცეს, რეპერტუარსა და მაყურებელთან ურთიერთობას, წარმოაჩენს ქართული თეატრის კავშირებს სხვა კულტურებთან და მის ადგილს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წიგნი აერთიანებს ქართული თეატრის ადრეული ისტორიის შესახებ არსებულ ცოდნას და თანამედროვე თეატრმცოდნეობითი თვალთახედვით განიხილავს მისი განვითარების საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გიორგი ავალიშვილისა და გაბრიელ მაიორის თეატრებს, სასკოლო დრამას, ხალხური სანახაობების მხატვრულ და სოციალურ ბუნებასა და მათი ტრადიციების შემდგომ გარდაქმნას. ნაშრომი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ქართული თეატრისა და კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის. წიგნი გამოიცა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ქართველოლოგიის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში
ISBN 978-9941-8-9321-6