
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე.
2019 წლის ნოემბრიდან მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად.
1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიის ფაკულტეტი, ხელოვნების ისტორიის სპეციალობის, ხელოვნებათმცოდნის კვალიფიკაციით, წარჩინებით.
2015წ. – 2021წ. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დოქტურანტურა, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.
1990 წელს მუშაობდა მონუმენტური ხელოვნების შემოქმედებითი სახელოსნოში ხელოვნებათმცოდნის პოზიციაზე
1991-1992 წწ. მუშაობდა ჟურნალისტიკის ინსტიტუტში, კითხულობდა სალექციო კურსს ხელოვნების ისტორიასა და თეორიაში.
1992-1993 წწ. მუშაობდა ვარკეთილის უცხო ენებისა და მათემატიკით გაძლიერებულ საშუალო სკოლაში ხელოვნების პედაგოგად.
1993-1994 წწ. მუშაობდა არქიტექტურის ინსტიტუტში, კითხულობდა სალექციო კურსს ხელოვნების ისტორიასა და თეორიაში.
1994- 1995 წწ. მუშაობდა საქართველოს შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, დრამისა და სასცენო ხელოვნების ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტის პოზიციაზე.
1995-2008 წწ. მუშაობდა თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის თანამშრომლად.
2000-2001წწ. მუშაობდა დ. გურამიშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, კითხულობდა სალექციო კურსს ხელოვნების ისტორიასა და თეორიაში.
2004-2006 წწ. მუშაობდა თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პედაგოგად სალექციო კურსით რეკრეაციის თეორია და პრაქტიკა.
2006-2008 წწ. მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნის ტრენერად სასწავლო გეგმებისა დანერგვისა და პილოტირების საკითხებში.
2008-2009 წწ. მუშაობდა საჯარო სკოლების დირექტორების პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამის ტრენერად.
2009 წლიდან 2022 წლამდე მუშაობდა ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“-ს საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი კოორდინატორის თანამდებობაზე.
2009 წლიდან იყო ჟურნალ ,,ძველი ხელოვნება დღეს“ რედაქტორი.
2010 წ. წიგნი ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“ რედაქტორი.
2011 წ. მუშაობდა მასწავლებელთათვის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნობრივი სტადარტის გზამკლევით სწავლების-ტრენერად.
არის გზამკვლევის ,,უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი“ რედაქტორი 2011 წ.
არის გზამკვლევის ,,გრემის ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმ -ნაკრძალი“ ავტორი.
2015 წლიდან იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ყველა გამოცემის პასუხისმგებელი რედაქტორი.
მონაწილეობა აქვს მიღებული პროექტებში: 2003წ. ,,ქალები მომავლიდან“, პროექტის კოორდინატორი.
,,ანტიტრეფიკინგური პლაკატების გამოფენა-კონკურსის“,პროექტის კოორდინატორი.
2014წ. ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა დაცვის ეროვნული სააგენტო“ -ს საგანმანათლებლო პროგრამების ავტორი ,,როგორ მოვხატოთ კერამიკა“, ,,ფიროსმანი“.
მონაწილეობდა: 2020-2021 წწ. იუნესკოს ,,მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაში ,,ტრადიციული ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის“, 18-19 სექტემბერი, 2021. მოხსენება თემაზე ,,ლურჯი სუფრა“.
არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო კრებულის ,,არტ-კვლევების“ სამეცნიერო სტატიების ავტორი.