საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი. ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა – ხელოვნების ისტორია და თეორია (2017 – 2021).

გაიარა ნაკანი-მამასახლისის ფოტოსკოლის კურსი (2021), ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ბრენდ დიზაინის კურსი (2022).

სწავლობს – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა (2021-დღემდე).

მუშაობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურში სტაჟიორად (2019), შემდგომ სამსახურის თანამშრომელად (2020); ლილიუმი – Lilium-ის გრაფიკოს დიზაინერად (2021); კომბინიზონას ფრილანსერ გრაფიკოს დიზაინერად, ფოტოგრაფად (2021-2023);

მუშაობს – historyoftruso.sangu.edu.ge-ს გრაფიკოს დიზაინერად (2022-დღემდე); Laap studio-ს გრაფიკოს დიზაინერად (2022-დღემდე).

ავტორია სტატიის „ქართული ხალხური ცეკვა”, პროექტი – სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა” VI-VII, თბილისი, (2021).

თანაავტორია სტატიის – „თანამედროვე ტექნოლოგიები და მცხეთის მუზეუმი”, პროექტი – სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა” VI-VII, თბილისი, (2021).

შეადგინა „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა” VI-VII – “Museum and Cultural Heritage” VIVII – პუბლიკაციის დიზაინი/დაკაბადონება (2021).

გახდა The 2019 EyeEm Awards-ის ,,კრეატიული ფოტო” კატეგორიის ფინალისტი, (eyeem.com).

მონაწილეობა მიიღო The 2019 Berlin Photo Week-ის გამოფენაზე.

ფოტონამუშევრებით სარედაქციო ჯგუფის რჩეული გახდა შემდეგ ჟურნალებში: Broadmagazine, MInimalha, Little River Magazine, MInimablu, The Melon Magazine.