ხელოვნების მაგისტრი ქორეოგრაფიაში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების ასისტენტი, ა(ა)იპ ,,ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ინკლუზიური საცეკვაო სკოლის „ანისი“ სასწავლო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი.

2001 წელს დაასრულა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის კვალიფიკაციით. 2009-2011 წელებში – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ცეკვის და სადადგმო ხელოვნების პედაგოგის მაგისტრის ხარისხი. 2020 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა. ამჟამად მუშაობს სადოქტორო თემაზე ინკლუზიური ცეკვის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით.

2003 წლიდან დღემდე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მუშაობს პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე საგნებში : ,,სადადგმო ხელოვნება“, ,,ქორეოგრაფიული ნაწარმოების ფიქსაცია“. კითხულობს ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის საბაკალავრო პროგრამის არჩევით სასწავლო კურსს − ,,ინკლუზიური ცეკვა“ , სამაგისტრო პროგრამის არჩევით სასწავლო კურსს ,,ინკლუზიური ცეკვის სწავლების მეთოდიკა“.

აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და ინკლუზიური ცეკვის მიმართულებით. არის თანაავტორი წიგნისა ,,ხელოვნება ინტეგრაციისთვის“. საკუთარ პედაგოგიურ კვლევით პროექტზე დაყრდნობით შემუშავებული აქვს ,,ინკლუზიური ცეკვის ინოვაციური გაკვეთილის მოდელი“ (აპრობაცია გაიარა 400 -მდე მოსწავლესთან, მათ შორის შშმპ). გარდა ამისა, შექმნილი აქვს ინკლუზიური ცეკვის სატრენინგო მოდული და სახელმძღვანელოები, რაც წარმატებით არის დანერგილი სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში.

2021 წელს გაიმარჯვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სწრაფი განვითარების ლაბორატორიის პანდემიური გამოგონებების კონკურსში (I ადგილი) – ,,ინკლუზიური ცეკვის დისტანციური გაკვეთილის საავტორო მოდელი“, რომელიც ქართული გამოგონებების მუზეუმშია დაცული. გარდა ამისა, გამარჯვება მოიპოვა ინკლუზიური ცეკვის საერთაშორისო ფესტივალში (I ადგილი), კატეგორია – თანამედროვე ცეკვის შოუ პროგრამა წყვილებისათვის და გუნდებისთვის.

2022 წელს იმუშავა საერთაშორისო ორგანიზაცია − World Vision International-ის საქართველოში ფილიალში პროექტზე – ,,UKRAINE CRISIS RESPONSE IN GEORGIA ინკლუზიური ცეკვის სინთეზურ აქტივობებზე. 2022-2023 წლებში – საგრანტო პროექტზე ,,Aqua room“ განმახორციელებელი: ა(ა)იპ ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის, UNDP და COBERM პარტნიორობით. 2021 წელს – „საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ინკლუზიურ ხელოვნებასა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“, ა(ა)იპ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობა“ მიერ, პროექტის (EWMI) ACCESS – ის მხარდაჭერით და (USAID) დაფინანსებით. 2019-2020 – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით და თანადგომით განახორციელა ინკლუზიური ცეკვის რამდენიმე ფართო მასშტაბიანი პროექტი: ,,ინკლუზიური ცეკვის პრაქტიკა/სტაჟირება”; კვლევითი პროექტი ,,სტუმრად ინკლუზიური ცეკვის დისტანციურ გაკვეთილზე”; ,,ინკლუზიური ცეკვის სწავლება-აქტივობების დისტანციური პროგრამა“ და ,,ინკლუზიური ცეკვის სწავლებისა და პროფესიული განვითარების დისტანციური პროგრამა“.

აქტიური პროფესიული საქმიანობით ცდილობს ხელი შეუწყოს შშმ პირების ცეკვაზე ხელმისაწვდომობას. არის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი არაერთი საუნივერსიტეტო პროექტისა. როგორც ინკლუზიური ცეკვის სპეციალისტი და სუპერვაიზერი, ამზადებს ცეკვის სპეც-პედაგოგებს და ქმნის მათი დასაქმების პერსპექტივას ინკლუზიური ცეკვის სწავლების მიმართულებით.