განცხადება
ცხადდება მიღება მაგისტრატურაში 2026-2027 სასწავლო წლისთვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
დრამის ფაკულტეტი
- სადადგმო ხელოვნება (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი) – თეატრის რეჟისურა – ჯგუფის ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი, ლევან წულაძე.
- მეტყველების კულტურა (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი) – ჯგუფის ხელმძღვანელი – პროფესორი, მანანა ბერიკაშვილი.
კინო–ტელე ფაკულტეტი
- აუდიოვიზუალური რეჟისურა (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, ხმის, ტელე)
მხატვრული კინოს რეჟისურა – ჯგუფის ხელმძღვანელი – პროფესორი დავით ჯანელიძე.
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
- თეატროლოგია – ქართული თეატრი – ჯგუფის ხელმძღვანელი – პროფესორი, გიორგი ცქიტიშვილი.
- კინომცოდნეობა – კინოს ისტორია – ჯგუფის ხელმძღვანელი – პროფესორი ზვიად დოლიძე.
3. ხელოვნებათმცოდნეობა (ქართული ხელოვნება – კვლევა და დაცვა) – ჯგუფის ხელმძღვვანელი – პროფესორი ნატო გენგიური.
4. კულტურული ტურიზმი – ჯგუფის ხელმძღანელი – პროფესორი, მალხაზ ღვინჯილია.
5. არტჟურნალისტიკა – ჯგუფის ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნანა დოლიძე.
6. ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტი – ჯგუფის ხელმძღვანელი- ასოცირებული პროფესორი დოდო ჭუმბურიძე.
მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად 2026 წლის 24 აგვისტოს 12 საათიდან 3 სექტემბრის – 18 საათამდე.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები.
- განცხადება (დანართი 1)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
- ავტობიოგრაფია (CV).
- ორი ფოტოსურათი /3X4/ დისკთან ერთად.
- უმაღლესი განათლების დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- უმაღლესი განათლების დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- სამოტივაციო წერილი.
- შემოქმედებითი მასალა, დრამის და კინო-ტელე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის.
- სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა. აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი გამოცდაზე მიღებული შედეგებით.
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი /B2 დონე/
- 40 ლარიანი ქვითარი
რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტი უნივერსიტეტი. საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი : სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიში: 7 0888 7519
ერთზე მეტ პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში, თითოეულ პროგრამაზე დამატებით გადასახდელია 20 ლარი.
აბიტურიენტმა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ყველა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს მატერიალური სახით (უნივერსიტეტის I კორპუსში, შოთა რუსთაველის გამზირი 19) – 21-23 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმება);
გამოცდა (ტესტირება) ინგლისურ ენაში ჩატარდება -7 სექტემბერს
/მათთვის ვინც ვერ წარმოადგენს ინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს/
სასპეციალიზაციო გამოცდები სამაგისტრო პროგრამებზე ჩატარდება 8, 9, 10, 11, 14, 15. სექტემბერს.
საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 28 სექტემბერს.
საკონტაქტო ინფორმაცია: უნივერსიტეტის I კორპუსი,
შოთა რუსთაველის გამზირი N 19, III სართული, ოთახი 5.
ეკატერინე მერმანიშვილი – 577727030 – emermanishvili@tafu.edu.ge
ნინო ხუციშვილი – 577288710 – infostudents@tafu.edu.ge (რეგისტრაცია)
საგამოცდო საკითხები და მიღების წესები და პირობები იხილეთ:
საგამოცდო საკითხები
დანართი 1 – დრამის ფაკულტეტი
დანართი 2 – კინო-ტელე ფაკულტეტი
დანართი 3 – სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
მიღების წესები და პირობები
დანართი 1 – დრამის ფაკულტეტი
დანართი 2 – კინო-ტელე ფაკულტეტი
დანართი 3 – სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი