დოქტორანტურა-სიახლე 2026, სიახლე

ცხადდება მიღება დოქტორანტურაში 2026-2027 სასწავლო წლისათვის

განცხადება

ცხადდება მიღება დოქტორანტურაში 2026-2027 სასწავლო წლისათვის შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე:

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტი

  • კულტურა მედიაში

ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ჩართოლანი, ასოცირებული პროფესორი ლაურა კუტუბიძე.

 დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად 2026 წლის  24 აგვისტოს  – 12 საათიდან    3  სექტემბრის   –  18 საათამდე.

რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები.

  1. განცხადება (ივსება დანართი №1)
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
  3. განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV). (ივსება დანართი №1)

4. ორი ფოტოსურათი /3X4/ (დისკით).

 5. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

 6. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის/მოდულის ხელმძღვანელის  შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით.

 7. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/ (არსებობის შემთხვევაში /TOEFL PBT, TOEFL IBT, IELTS ან Cambridge Exam/)

  • ან ერთ-ერთი დასავლეთ ევროპული ენის სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/
  • ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი უცხოენოვანი დოქტორანტობის კანდიდატებისთვის.

8. ახსნა- განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.

9. სამხედრო აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

10. სამოტივაციო წერილი.

11.   სადოქტორო პროგრამის შესაბამის სფეროში შესრულებული ნაშრომი/პუბლიკაცია (სტატია); ასეთის არასებობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შესაბამის სფეროში სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის კვლევით უნარებს;

12. „დაგეგმილი კვლევის/შემოქმედებითი კვლევის თეზისი/პროექტი, რომელიც უნდა შეიცავდეს კვლევის მიზნებს და ამოცანებს, სიახლეს, კვლევის სავარაუდო მეთოდოლოგიას, კვლევის მოსალოდნელ შედეგებს და კვლევის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვას; დაცული უნდა იყოს წერის აკადემიური სტანდარტი (სქოლიო , გამოყენებული ლიტერატურა, ფორმატი: 5-7 ნაბეჭდი გვერდი, უნიკოდი ,,აკადნუსხ“-შრიფტი – 12, ინტერვალი – 1/,,sylfaen” – შრიფტი – 11, ინტერვალი – 1);

       (ივსება დანართი №1)

13. შესაბამის სფეროში სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, დოქტორანტობის კანდიდატის კვლევით გამოცდილებასა და უნარებზე (არსებობის შემთხვევაში);

14. 40 ლარიანი ქვითარი

რეკვიზიტები:
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიში: 7 0888 7519

აბიტურიენტმა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ყველა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს მატერიალური სახით (უნივერსიტეტის I  კორპუსში შოთა რუსთაველის  გამზირი №19) 21-23 სექტემბერს.(ხელშეკრულების გაფორმება)

  • გამოცდა ინგლისურ  ენაში  ჩატარდება – 7 სექტემბერს
    – B2 დონის გამოცდას ინგლისურ ენაში ჩააბარებს ის ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის საერთაშორისო  სერთიფიკატს ინგლისურ ან ერთ-ერთ დასავლეთ ევროპულ ენაში.
    – B1 დონის გამოცდას ინგლისურ ენაში ჩააბარებს ის, ვინც წარმოადგენს B2 დონის სერთიფიკატს  ერთ-ერთ დასავლეთ ევროპულ ენაში.
  • გამოცდა- გასაუბრება  სპეციალობაში ჩატარდება – 15  სექტემბერს.

საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 28 სექტემბერს.

საკონტაქტო ინფორმაცია: უნივერსიტეტის I კორპუსი,
შოთა რუსთაველის გამზირი N 19, III სართული, ოთახი 5.
ფატი ბრეგვაძე –  577 288 784 , fbregvadze@tafu.edu.ge
ნინო ხუციშვილი -577 288 710,  infostudents@tafu.edu.ge (რეგისტრაცია)

Back to list