ზოგადი წესები

აპელაცია. 2025-2026 სასწავლო წელი

აპელაცია

  1. რექტორის ბრძანებით, კონკურსის პერიოდში უნივერსიტეტში იმუშავებს სააპელაციო კომისია.
  2. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების განთავსებას უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge  ყოველი ტურის ან გამოცდის დასრულებიდან 8 საათის განმავლობაში.
  3. უნივერსიტეტში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის მიმდინარეობა გადაღებული იქნება ვიდეოკამერით. ვიდეომასალა შეინახება უნივერსიტეტის არქივში და შეიძლება გამოყენებულ იქნას სააპელაციო კომისიის მიერ. აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს უნივერსიტეტის დაცულ ინფორმაციას და აბიტურიენტებზე არ გაიცემა.
  4. აბიტურიენტი უფლებამოსილია შეიტანოს სააპელაციო განცხადება სააპელაციო კომისიის სახელზე შემოქმედებითი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 18 საათის განმავლობაში.
  5. სააპელაციო კომისია განიხილავს აპელანტის განცხადებას და საჭიროების შემთხვევაში ნახულობს ტურის ვიდეოჩანაწერს.
  6. სააპელაციო განხილვას ესწრება მხოლოდ აბიტურიენტი.
  7. სააპელაციო კომისია უფლებამოსილია:
  8. ძალაში დატოვოს მიმღები კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
  9. ნება დართოს  აბიტურიენტს ხელმეორედ გაიაროს შესაბამისი საკონკურსო ეტაპი.
  10. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით.
  11. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.
  12. აბიტურიენტის აპელაციის განხილვის საფასურია 40 (ორმოცი) ლარი.

თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:

  • სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი 708887519

შენიშვნა: ინტერნეტ და მობილბანკით გადახდის შემთხვევაში აირჩიეთ ბიუჯეტში გადარიცხვა და სახაზინო კოდის გრაფაში ჩაწერეთ ანგარიშის ნომერი: 708887519 (სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები).

გადახდის  დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).

 სააპელაციო განცხადებები მიიღება დისტანციურად, ელ-ფოსტის მისამართზე: 

registration@tafu.edu.ge

შევსებული განცხადების (იხ. აქ) ფორმა ქვითრის ასლთან ერთად უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე (registration@tafu.edu.ge) იმ მეილიდან, რომელიც მითითებული გაქვთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს.

გისურვებთ წარმატებას!

Back to list