2025 წლის 15-20 იანვარი
15-20 იანვარს, ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატროლოგი ლაშა ჩხარტიშვილი ერასმუს+ სასწავლო მობილობის პროგრამის ფარგლებში მიწვეული იყო რუმინეთში, იაშის ჯორჯ ენესკუს ხელოვნების ნაციონალური უნივერსიტეტის დოქტორანტურის განყოფილებაში (ხელმძღვანელი პროფესორი ანტონელა კორნიჩი) მასტერკლასების ჩასატარებლად.
ლაშა ჩხარტიშვილმა 5 დღის განმავლობაში სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის ჩაატარა მასტერკლასი თემაზე „თეატრი დღეს. თეატრი და ომი“. ორ უნივერსიტეტს შორის ეს არის პირველი თანამშრომლობა, შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა.
იხილეთ ბმული აღნიშნული ღონისძიების შესახებ:
https://www.arteiasi.ro/theatre-today-theatre-and-war-masterclass/