2024-2025 სასწავლო წელს ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე მიღების წესი

თავი I
ზოგადი დებულება

  1. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე მიღება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
    უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე აბიტურიენტები ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების საფუძველზე;
  2. უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
  3. უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე სწავლა მიმდინარეობს 4 სასწავლო წლის განმავლობაში.
    ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა – 240 (წელიწადში 60 კრედიტი);
  4. უნივერსიტეტში სწავლის წლიური გადასახადი – 2250 ლარი.

თავი II
სტუდენტის სტატუსის მოპოვება
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა დამენეჯმენტის ფაკულტეტზე

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით.

საბაკალავრო პროგრამაზე  ,,თეატროლოგი“  ბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა
  • მესამე სავალდებულო საგანი (ისტორია / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა)

საბაკალავრო პროგრამაზე ,,კინომცოდნეობა  ბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა
  • მესამე სავალდებულო საგანი (ისტორია / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა)

საბაკალავრო პროგრამაზე, ხელოვნებათმცოდნეობა (ხელოვნების ისტორია და თეორია)  ბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა
  • მესამე სავალდებულო საგანი (ისტორია / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა)

საბაკალავროპროგრამაზე მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურისჟურნალისტიკა) ბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა
  • მესამე სავალდებულო საგანი (ისტორია / სამოქალაქო განათლება /ლიტერატურა / მათემატიკა)

საბაკალავრო პროგრამაზეკულტურული ტურიზმიბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა
  • მესამე სავალდებულო საგანი (ისტორია / მათემატიკა / გეოგრაფია)

საყურადღებოა! ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის დადგენილია კომპეტენციის მინიმალური ზღვარი (იხ. ცხრილი)

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2024

თავი III
სტუდენტის სტატუსის მოპოვება
დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე

დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე ჩასარიცხად, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი და შემდეგ წარმატებით ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში სავალდებულო საგნებთან ერთად წარმატებით უნდა ჩააბაროს გამოცდა მესამე საგანშიც.

საბაკალავრო პროგრამაზე – მსახიობი (დრამისა და კინოს მსახიობი) ბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია /მათემატიკა /სახვითი დაგამოყენებითი  ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.   

საბაკალავრო პროგრამაზე  –  თეატრის რეჟისურა ბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია / მათემატიკა სახვითი დაგამოყენებითი  ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.   

საბაკალავრო პროგრამაზე – ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი ბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია / მათემატიკა / სახვითი დაგამოყენებითი  ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.

საბაკალავრო პროგრამაზე – ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი) ბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია / მათემატიკა სახვითი დაგამოყენებითი  ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.   

საბაკალავრო პროგრამაზე –  მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურ ბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია /მათემატიკა სახვითი დაგამოყენებითი  ხელოვნება / ლიტერატურა / ჩაბარება.

საბაკალავრო პროგრამაზე – ანიმაციური კინოს რეჟისურა და თანამედროვე ტექნოლოგიებ ბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია /მათემატიკა /სახვითი დაგამოყენებითი  ხელოვნება / ლიტერატურა/ ჩაბარება.    

 საბაკალავრო პროგრამაზე – კინო-ტელე ოპერატორბარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ერთ-ერთი უცხო ენა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია /მათემატიკა /სახვითი დაგამოყენებითი  ხელოვნება / ფიზიკა / ჩაბარება.    

საყურადღებოა! სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, ერთ-ერთი უცხო ენა) დადგენილია კომპეტენციის განსხვავებული მინიმალური ზღვრები (იხ. ცხრილი).

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2024

თავი IV
რეგისტრაცია შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  

  1. უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 202 წლის 8 მაისს და დასრულდება  27 მაისს, 18:00 საათზე.
  2. შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge და უნდა მიუთითოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული შესაბამისი პროგრამა.  
  3. რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის საფასური 60 ლარი ერთი კონკრეტული სპეციალობისთვის (პროგრამისთვის), ხოლო ერთზე მეტი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, თითოეულზე დამატებით იხდის 10 ლარს.
  4. თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:

    სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი 708887519
    შენიშვნა: 
    ინტერნეტ და მობილბანკით გადახდის შემთხვევაში აირჩიეთ ბიუჯეტში გადარიცხვა და სახაზინო კოდის გრაფაში ჩაწერეთ ანგარიშის ნომერი:708887519 (სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები).

5. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი);

6. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება;

7. შემოქმედებით კონკურსში  მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა    გაიარონ აღნიშნულ ვადებში;

8. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

9. აბიტურიენტმა, რომელმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ერთიან ეროვნულ    გამოცდებზე დაარეგისტრირა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე საბაკალავრო პროგრამაზე (სპეციალობაზე), შემოქმედებითი კონკურსი უნდა გაიაროს მის მიერ დასახელებულ ყველა პროგრამაზე  დადგენილი წესით.

10. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა ჩარიცხვისათვის საჭირო ქულა მის მიერ არჩეულ პირველ საბაკალავრო პროგრამაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე  და ა.შ.

11. თუ აბიტურიენტი გაივლის რეგისტრაციას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრებს შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობას, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თანხის უკან დაბრუნებას, თუ ძირითადი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე (2024 წლის 27 მაისის 18:00 საათი) მომართავს უნივერსიტეტს განცხადებით რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. განცხადება მიიღება დისტანციურად, ელ-ფოსტის მისამართზე: registration@tafu.edu.ge 

შევსებული განცხადების ფორმა (იხ. აქ) უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე (registration@tafu.edu.ge) იმ მეილიდან, რომელიც მითითებული გაქვთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს.

თავი V
შემოქმედებითი ტურები და გამოცდები

  1. შემოქმედებითი ტურები და გამოცდები ტარდება ქართულ ენაზე.
  2. საქართველოში მოქმედი არაქართულენოვანი სახელმწიფო თეატრებისათვის განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფების კომპლექტაციის შემთხვევაში შემოწმდება აბიტურიენტის შესაბამისი ენობრივი კომპეტენციები.
  3. შემოქმედებითი კონკურსის მიმდინარეობის ცხრილს ადგენს მიმღები კომისია.
  4. კონკურსში მონაწილე აბიტურიენტს აფასებს საგამოცდო კომისია.
  5. არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტი არ დაიშვება კონკურსის შემდგომ ეტაპზე.
  6. აბიტურიენტთა შეფასების წესი:
  • დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე  აბიტურიენტთა ცოდნისა და მონაცემების შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით;
  • მინიმალური დადებითი შეფასება არის 51ქულა, შესაბამისად, 50 ქულა ნიშნავს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას (ჩაჭრას);
  • იმ პროგრამებზე, სადაც შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (,,დრამისა და კინოს მსახიობი“და ,,ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი“და II შესარჩევი ტურების წარმატებით გავლის შედეგად აბიტურიენტი დაიშვება შემდეგ ეტაპზე (გამოცდაზე). შეფასების 100 ქულიანი სისტემა მოქმედებს მხოლოდ გამოცდაზე, სწორედ ეს იქნება აბიტურიენტის საბოლოო შეფასება;
  • „ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის“ პროგრამაზე კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. I შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შედეგად აბიტურიენტი დაიშვება შემდეგ ეტაპზე (გამოცდაზე). შეფასების 100 ქულიანი სისტემა მოქმედებს მხოლოდ გამოცდაზე, სწორედ ეს იქნება აბიტურიენტის საბოლოო შეფასება;
  • საბაკალავრო  პროგრამებზე: თეატრის რეჟისურა“, ,,მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურ“, ,,ანიმაციური კინოს რეჟისურა და თანამედროვე ტექნოლოგიებ“, კინო-ტელე ოპერატორი შემოქმედებითი კონკურსი ორ ეტაპად ტარდება;  საბოლოო შეფასება მიიღება საშუალო არითმეტიკულის პრინციპით:

კონკურსის ორივე ეტაპზე, აბიტურიენტი ცალ-ცალკე  ფასდება 100 ქულიანი სისტემით – პრაქტიკული დავალებისა და გამოცდა/გასაუბრების ან წერისა და გამოცდა/გასაუბრების ორი დამოუკიდებელი ნიშანი იკრიბება და იყოფა ორზე, რის შედეგადაც იწერება ერთი საბოლოო ქულა. ამასთან, აბიტურიენტმა ორივე ეტაპზე უნდა დაიმსახუროს დადებითი შეფასება (მინიმუმ 51 ქულა).  თუ ქულა არ განისაზღვრა მთელი რიცხვით, მაშინ ის მეტობით, აბიტურიენტის  სასარგებლოდ დამრგვალდება.  

მაგალითად: თუ კონკურსის ერთ ეტაპზე აბიტურიენტმა 75 ქულიანი შეფასება მიიღო, ხოლო მეორე ეტაპზე 60, მისი საბოლოო ქულა შემდეგნაირად გამოითვლება (75+60) : 2 = 135 : 2. მიღებული 67,5 ქულა აბიტურიენტის სასარგებლოდ მეტობით დამრგვალდება და მიიღება 68 ქულა. სწორედ ეს იქნება აბიტურიენტის საბოლოო შეფასება.

7. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში აბიტურიენტი უზრუნველყოფილი იქნება საჭირო რეკვიზიტით, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით, მუსიკალური ინსტრუმენტებით და ა.შ.

8. აბიტურიენტი ვალდებულია კონკურსზე გამოცხადდეს ნახევარი საათით ადრე და თან იქონიოს:

                  – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
                  – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დამადასტურებელი ფურცელი (ამონაბეჭდი).

9. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს წყალი და პირადი ჰიგიენის საგნები.

10. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში აბიტურიენტს ეკრძალება:

  • მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტროაპარატურის შეტანა;
  • დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ფურცლების და სხვადასხვა სახის ჩანაწერების გამოყენება;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით;
  • სხვა  აბიტურიენტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
  • საგამოცდო პროცესის თვითნებურად დატოვება.

11. მე-10 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, აბიტურიენტს მიეცემა გაფრთხილება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტი მოიხსნება კონკურსიდან. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის კონკურსიდან მოხსნა შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ეთიკის ნორმის დარღვევის სხვა შემთხვევაში.

12. მიმღები კომისიის წევრი ან დამკვირვებელი არ დაიშვება შემოქმედებით კონკურსზე, თუ:

  • ნებისმიერი სახით, პირდაპირ და უშუალოდ არის დაინტერესებული უნივერსიტეტში ჩასატარებელი კონკურსის შედეგებით;
  • პირი, რომლის ნათესავი მონაწილეობს კონკურსში (ნათესავად ითვლება ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული პირი);
  • დამკვირვებელს ეკრძალება კონკურსის პროცესში რაიმე ფორმით ჩარევა.

თავი  VI
აპელაცია

  1. რექტორის ბრძანებით, კონკურსის პერიოდში უნივერსიტეტში იმუშავებს სააპელაციო კომისია.
  2. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების განთავსებას უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge  ყოველი ტურის ან გამოცდის დასრულებიდან 8 საათის განმავლობაში.
  3. უნივერსიტეტში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის მიმდინარეობა გადაღებული იქნება ვიდეოკამერით. ვიდეომასალა შეინახება უნივერსიტეტის არქივში და შეიძლება გამოყენებულ იქნას სააპელაციო კომისიის მიერ. აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს უნივერსიტეტის დაცულ ინფორმაციას და აბიტურიენტებზე არ გაიცემა.
  4. აბიტურიენტი უფლებამოსილია შეიტანოს სააპელაციო განცხადება სააპელაციო კომისიის სახელზე შემოქმედებითი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 18 საათის განმავლობაში.
  5. სააპელაციო კომისია განიხილავს აპელანტის განცხადებას და საჭიროების შემთხვევაში ნახულობს ტურის ვიდეოჩანაწერს.
  6. სააპელაციო განხილვას ესწრება მხოლოდ აბიტურიენტი.
  7. სააპელაციო კომისია უფლებამოსილია აბიტურიენტს ნება დართოს ხელმეორედ გაიაროს შესაბამისი საკონკურსო ეტაპი:
  • ძალაში დატოვოს მიმღები კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
  • ნება დართოს  აბიტურიენტს ხელმეორედ გაიაროს შესაბამისი საკონკურსო ეტაპი.

8. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით.

9. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.

10. აბიტურიენტის აპელაციის განხილვის საფასურია 40 (ორმოცი) ლარი.

თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:

  • სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი 708887519

შენიშვნა: ინტერნეტ და მობილბანკით გადახდის შემთხვევაში აირჩიეთ ბიუჯეტში გადარიცხვა და სახაზინო კოდის გრაფაში ჩაწერეთ ანგარიშის ნომერი: 708887519 (სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები).

გადახდის  დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს  აბიტურიენტის გვარი,  სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არ არსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).

სააპელაციო განცხადებები მიიღება დისტანციურად, ელ-ფოსტის მისამართზე: 
registration@tafu.edu.ge

შევსებული განცხადების ფორმა (იხ. აქ), ქვითრის ასლთან ერთად უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე (registration@tafu.edu.ge) იმ მეილიდან, რომელიც მითითებული გაქვთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს.

გისურვებთ წარმატებას!


[1] „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის VIII თავის, 52-ე მუხლის, მე-2 პუნქტისა და ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად (სახელოვნებო -შემოქმედებითი ან/და სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით).