გამომცემლობა „კენტავრი“
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 2007 წლიდან შეიქმნა გამომცემლობა “კენტავრი”, რომელიც მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო მოთხოვნების შესაბამისად, სპეციფიკური, სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებისა და სახელმძღვანელოების გამოცემას. დღეისათვის, არც თუ ხშირად იბეჭდება თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ხასიათის სპეციფიკური ლიტერატურა, რაც დიდ დანაკლის წარმოადგენს, უპირველესად სტუდენტებისათვის. გამომცემლობის არსებობა და შემდგომი აქტიური საქმიანობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უნივერსიტეტში, სამეცნიერო ლიტერატურული ბაზის გაუმჯობესების, მისი პროპაგანდა პოპულარიზაციისა და განვითარების თვალსაზრისით.
თანამშრომლები:
მარინე (მაკა) ვასაძე – გამომცემლობა “კენტავრის” ხელმძღვანელი, მობ.: 577 28 87 62
თამთა ქაჯაია – ლიტერატურული რედაქტორი, მობ.: 599 12 70 76
ეკა ოქროპირიძე – დიზაინერი, დამკაბადონებელი, მობ.: 577 28 87 45
ნანა ესიტაშვილი – ოპერატორი, ამკრეფი, მობ.: 577 28 87 46
ია ლოდია – ტექნიკური რედაქტორი, მობ.: 595 93 48 44
ნინო ბერიანიძე – რეალიზატორი, მობ.: 577 28 87 61
მანანა სანადირაძე – კორექტორი, მობ.: 555 47 08 58
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა «კენტავრი” არის საუნივერსიტეტო გამომცემლობა, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთს „დურუჯი“, სამეცნიერო შრომების კრებულს – „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“; აგრეთვე აქვეყნებს: სახელმძღვანელოებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, ქრესტომათიებს, თარგმანებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მონოგრაფიებს, ცნობარებს და სხვა სახის გამოცემებს.
გამომცემლობა მჭიდროდ თანამშრომლობს ბრიტანეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: ჟურნალების, წიგნების ბუკლეტების, ბროშურების, ფლაერების, სტიკერების, ღია ბარათების, პლაკატების, აფიშების და ა.შ. გამოცემას (ყველა სახის კომპიუტერული უზრუნველყოფა და ბეჭდვა).